LIFE

6 ხერხი - როგორ უნდა მოაგვაროთ კონფლიქტი

6 ხერხი - როგორ უნდა მოაგვაროთ კონფლიქტი

ადამიანის წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეუძლია მას კონფლიქტთან გამკლავება. ის, თუ როგორ შეგიძლიათ მისი გადაჭრა, განსაზღვრავს ნდობას, პატივისცემასა და კავშირს კოლეგებთან.

თუ კონფლიქტის დროს ავლენთ ძლიერ ემოციურობას, ვერ შეძლებთ ემოციური ინტელექტის მაღალი ხარისხი აჩვენოთ.

კოლუმბიის უივერსიტეტის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ იმას თუ როგორ შეგიძლიათ კონფლიქტის მართვა, შეუძლია ააწყოს, ან დაანგრიოს თქვენი კარიერა. მკვლევართა დასკვნაში ნათქვამია, რომ ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის დროს ავლენენ აგრესიულობას, თავიან კარიერას ზიანს აყენებენ, ხოლო ისინი, რომლებიც ინარჩუნებენ სიმშვიდეს და არიან პასიურები, აღწევენ დასახულ მიზნებს.

აუცილებელია ისწავლოთ კონფლიქტის ჯანსაღად მოგვარება. ეს გულისხმობს კონსტრუქციულ ურთიერთობას დაპირისპირებულ მხარესთან.

გთავაზობთ კოლფლიქტის მოგვარების სტრატეგიას:

1. მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება - ზოგჯერ რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც წარმოგიდგენიათ. ამ დროს ეცადეთ, არ ჩაებათ კოფლიქტში. ამით შექმნილი სიტუაციის შეფასებისთვის დროს მოიგებთ და შეძლებთ გინივრული ნაბიჯების გადადგმას.

2. არ თქვათ „მაგრამ“, თქვით „და“ - ამ სიტყვების ჩანაცვლება კონფლიქტს უფრო კონსტრუქციულს ხდისდა აჩვენებს, რომ თქვენ გუნდის წინააღმდეგ კი არ ხართ, არამედ ფიქრობთ, როგორ მართოთ სიტუაცია და მოუტანოთ სარგებელი გუნდს.

6 ხერხი - როგორ უნდა მოაგვაროთ კონფლიქტი

3. გამოიყენეთ ჰიპოთეზები - ისაუბრეთ, იმსჯელეთ, გამოთქვით მოსაზრება არგუმენტირებულად, მოუსმინეთ სხვებსაც და აჩვენეთ სურვილი, რომ გაინტერესებთ სხვისი აზრიც.

4. ნუ იტყვით სიტყვებს - „ყოველთვის“, ან „არასოდეს“ - არავინ აკეთებს რაიმეს „ყოველთვის“, ან“არასოდეს“. ადამიანი გარკვეულ ჩარჩოში არ უნდა მოაქციოთ. თუ ამ სიტყვებს გამოიყენებთ კონფლიქტის დროს, მოწინააღმდეგე მხარე თავდაცვის რეჟიმში გადადის. ამის ნაცვლად უმჯობესია, აუხსნად მოწინააღმდეგეს რა არის პრობლემა, რა არ მოგწონთ, მოიყვანეთ ფაქტები და არგუმენტები.

6 ხერხი - როგორ უნდა მოაგვაროთ კონფლიქტი

5. დასვით კითხვები - მნიშვნელოვანია გაიგოთ მოტივი რომელიც თანაგუნდელის ამა თუ იმ ქმედების მიღმ იმალებაა. სცადეთ ამის გაგება კითხვებით - „რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება?“ „ამით რის გაკეთებას ცდილობდი?“ „ შეგიძლია დამეხმარო რომ უკეთ გავიგო ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?“ - ამ კითხვებზე მიღებული პასუხები დაგეხმარებათ გაიგოთ მიზეზები და თავიდან აიცილოთ კონფლიქტი.

6. ნუ უგულებელყოფთ სხვების იდეებსა და მოსაზრებებს - ადამიანებს არ მოსწონთ როდესაც გრძნობენ, რომ მათ იდეებს უგულებელყოფენ, იდეების იგნორირების ნაცვლად აჩვენეთ, რომ ფიქრობთ გუნდზე და იმუშავებთ ერთად გუნდურად საკითხის გადაჭრაზე. მოისმინეთ სხვების აზრები და თუ არ მოგეწონებათ, თქვით არგუმენტირებულად რატომ არ მოგეწონათ ის.



<a href="https://www.forbes.com">https://www.forbes.com</a>