ვარდის, "სიცოცხლის" წყალი, უნივერსალური დამხარე თავის მოვლისთვის
- 14.10.2022
ინდოელი და შუააზიელი ქალები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ თავის მოვლის ისეთ საშუალებებს, რომელთა შესახებ დასავლელ ქალებს არც კი სმენიათ. ისტორიულ წყაროებში, მას "სიცოცხლის წყალს" უწოდებდნენ.
რა შესანიშნავი საშუალებების შესახებ უნდა ვიცოდეთ?
ეს ვარდის წყლის ძალაა!
ყველას, ვინც კანის მოვლის ნატურალურ მეთოდს ანიჭებს უპირატესობას, ვარდის წყალი აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლში.
დარწმუნებული ვარ, გაინტერესებს, რატომ:
დაუმატე ერთ ჭიქა ვარდის წყალი შენს აბაზანას და დატკბი მისი სურნელით.
9. რეცეპტი ტკბილი ძილისთვის
შეასხურე ის შენს თეთრეულს დაძინებამდე და მშვიდი ძილი გარანტირებული გექნება.
8. დამშვიდდი ვარდისწყლიან აბაზანაში
ვარდის წყალს ისეთივე დამამშვიდებელი ეფექტის მოხდენა შეუძლია შენს გონებაზე, როგორსაც კანზე ახდენს
7. დაიდე ის გაპარსვის შემდეგ გაღიზიანების შესამცირებლად
ყველაზე ფრთხილად გაპარსული ადგილებიც კი ზოგჯერ მტკივნეულად გაღიზიანდება ხოლმე. გაღიზიანების ჩასაქრობად ვარდის წყლის საფენები გამოიყენე. მის ანტისეპტიკურ თვისებებს თითქმის ყველანაირი ანთების კერის ჩაქრობა შეუძლია.
6. შეარბილე თვალების გარშემო გაჩენილი შავი წრეები ვარდის წყლით
ვარდის წყალი შეშუპებული თვალებისა და შავი წრეების ნატურალური მკურნალია.პროცედურა მარტივია: ხუთი წუთით მიიდე თვალებზე მასში დასველებული ბამბის საფენები. ის ასევე გასაოცრად შველის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან დიდხანს ჯდომით გამოწვეულ თვალის დაქანცულობასა და სტრესს.
5. ვარდის წყალს ცოცხალი და დელიკატური სურნელი აქვს.
მისი გამოყენება სახლში დამზადებული სუნამოს სახითაც შეიძლება.
4. შეგიძლია გამოიყენო მაკიაჟის გასაახლებლად
შენი მაკიაჟი ლანჩამდე არ ძლებს?
არ ინერვიულო: ვარდის წყალი გიხსნის ამ პრობლემისგან.
იშოვე პატარა მოცულობის შესასხურებელი ბოთლი და აავსე ის ვარდის წყლით.
შეისხურე სახეზე, როცა შეამჩნევ, რომ შენი მაკიაჟი გამოშრა ან ჩამოდნა. ის არა მხოლოდ გამოაცოცხლებს მას, არამედ ახალ სასიამოვნო ბზინვარებასაც შესძენს.
სცადე!
3. გამოაცოცხლე გამომშრალი თმა ვარდის წყლით
ვარდის წყლის მრავალფეროვანი ფუნქციათაგან, ერთ-ერთი მისი თმის სავლებად გამოყენებაა.
როდესაც შამპუნს ჩამოიბან, გადაივლე ვარდის წყალი. ის შენს გამომშრალ თმას ბზინვარებას შემატებს .
იგი არა მარტო გამოაცოცხლებს შენს თმას, არამედ შესანიშნავ სურნელსაც შესძენს მას.
2. ვარდის წყლის გამოყენება ტონიკის ნაცვლადაც შეგიძლია
ბევრი სხვადასხვა დანიშნულების გარდა, ვარდის წყალი ტონიკადაც გამოიყენება.
შენი კრემებისა და ლოსიონების შემადგენლობაში ვარდის წყალი აუცილებლად იქნება, რადგან ის ბაქტერიული და ინფექციური გამონაყარის საწინააღმდეგო საშუალებაა.
ვარდის წყალი ამცირებს ანთებასა და გაღიზიანებას. ასევე ფერიმჭამელებსა და გამონაყარსაც კურნავს.
დაასხი რამდენიმე წვეთი ბამბის ფირფიტაზე და წაისვი გაწმენდილ კანზე - შედეგი საუკეთესო იქნება!
1. შეგიძლია, მაკიაჟის მოსაშორებლად გამოიყენო
შეურიე ვარდის წყალს არგანის ზეთი და მაკიაჟის მოსაშორებელ ეფექტურ საშუალებას მიიღებ.
ის საკმარისად ძლიერია და უცბად მოგაშორებს უხეშ, წყალგაუმტარ თვალის მაკიაჟსაც კი.
დადებითი მხარე: ის ძალიანი ნაზია, ამიტომ არასდროს აღიზიანებს კანს და არ წვავს თვალებს.
თემები: თავის მოვლა, რჩევები ქალებს, ლამაზი კანი, ვარდის წყალი