მშობლები

ჰარვარდის ფსიქოლოგების 5 რჩევა ბედნიერი შვილების აღსაზრდელად

ჰარვარდის ფსიქოლოგების 5 რჩევა ბედნიერი შვილების აღსაზრდელად

ტექნოლოგიების ეპოქაში შვილის აღზრდა სულ სხვა გზით ხდება, ვიდრე აიპოდებამდე, აიფონებამდე, კომპიუტერებამდე, ინტერნეტამდე და ყველა იმ შესანიშნავ მოწყობილობამდე, რომლებსაც დღეს ვიყენებთ. აქამდე ბავშვები ეზოში ბურთს თამაშობდნენ. ასევე თამაშობდნენ "ორდროშობანას", სანამ პოკემონები ეკრანებზე გამოჩნდებოდნენ. ისინი საღამომდე ეზოში იყვნენ და იცოდნენ, როცა შეღამდებოდა, სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ. დღეს შვილებს რადიკალურად განსხვავებულად ვზრდით, ვიდრე ამას ოცი ან ოცდაათი წლის წინ ვაკეთებდით. მაგრამ დროა, დავუბრუნდეთ საკითხს, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ.

ეს ახალი სამყაროა. ამ საუკუნეში დაბადებულ ბავშვებს გასართობად ტექნოლოგიური მოწყობილობები ავტომატურად ეძლევათ. თუმცა რაღაც გვავიწყდება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეჯერდნენ, რომ არის აღზრდის რამდენიმე ელემენტი, რაც დღემდე ფუნდამენტურია.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ხუთ რჩევას, თუ როგორ აღვზარდოთ შვილი კარგად:

5. ასწავლე შენს შვილებს თანაგრძნობა

ჰარვარდის ფსიქოლოგების 5 რჩევა ბედნიერი შვილების აღსაზრდელად

დაე, ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება თანაგრძნობით დაიწყონ. მკვლევრები ამბობენ, რომ " ბავშვი უფრო ბედნიერია,თუ ის ზრუნავს, თუნდაც მცირედით, ოჯახსა და მეგობრებზე."

ასწავლე მათ სხვების მოსმენა, ურთიერთობები ტექნოლოგიების გარეშე, ემპათიურობა გარეშე პირების მიმართ და ტოლერანტულობა, რათა არავინ განსაჯონ რწმენისა და ეროვნების გამო. ჩვენ ადამიანების განვითარების უმნიშვნელოვანეს დროში ვცხოვრობთ, ახალ თაობას კი აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, შეცვალოს მსოფლიო. სხვა კულტურებთან ზიარებით, შენი შვილები მოსიყვარულე, კეთილ და ბედნიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.

შენ ვალდებული ხარ, აზიარო შვილები სიყვარულს. დაეხმარო მათ, იარონ ამ სამყაროში სიყვარულის, თანაგრძნობისა და სიკეთის გზით.

4. რეგულარულად დაანახე შვილებს მადლიერება

ჰარვარდის ფსიქოლოგების 5 რჩევა ბედნიერი შვილების აღსაზრდელად

მკვლევრების თქმით, „ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ მადლიერების გამოხატვის უნარი, გაცილებით გამოსადეგი, გულუხვი, თანაგრძნობის უნარის მქონენი და შემწყნარებლები არიან. ასევე - გაცილებით ბედნიერები და ჯანმრთელები“. მშობლებმა შვილებს უნდა უბიძგონ საჭირო ქმედებისკენ და შემდეგ გამოხატონ მადლიერება მისი შესრულებისთვის. მნიშვნელოვანია, ბავშვი ხედავდეს, რომ მადლიერება საუცხოო საჩუქარია. როდესაც რამე კარგს აკეთებენ, ამას ჰონორარსა და ჯილდოსთვის კი არა, არამედ სიკეთის გამო სჩადიან. ჰარვარდის ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მშობლები იშვიათად აქცევენ კეთილ საქციელს ყურადღებას.

ჩვენი, მშობლების, მოვალეობაა, ვასწავლოთ შვილებს, გააჩნდეთ თანაგრძნობის უნარი. ბავშვები კი სხვისგან იღებენ მაგალითს. წაიყვანე შვილები უსახლკაროთა თავშესაფარში. აჩვენე, რომ არსებობენ სხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებიც. აუხსენი, თუ რამდენად გაგიმართლათ, რომ ის ყველაფერი გაგაჩნიათ, მაგრამ ესაუბრე პასუხისმგებლობებზეც. იყავი გახსნილი მათთან, იყავი მადლიერი მათი მცირე ნაბიჯებისთვისაც კი.

3. აჩვენე ბავშვებს, როგორ მოაგვარონ პრობლემები ისე, რომ შედეგებზე წინასწარ არ ინერვიულონ.

ჰარვარდის ფსიქოლოგების 5 რჩევა ბედნიერი შვილების აღსაზრდელად

ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი, რაც შეგიძლია შვილებს გაუკეთო, პრობლემების გაანალიზებისა და გადაჭრის შესაძლებლობის მიცემაა. მიეცი უფლება, მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც თავად სურთ. შენ ხომ ყოველთვის ვერ მოაგვარებ მათ მოსაგვარებელ საკითხებს. ჯანსაღი მიდგომა სწორედ ის არის, რომ მისცე უფლება, საკუთარი გამოცდილების შედეგად ისწავლონ ცხოვრება. ამის მიღწევა მნიშვნელოვანია და თუ ნებას დართავ, თავად დაადგინონ, რა სურთ, ჩათვალე, რომ ცნობიერების ასამაღლებელ საჩუქარს უკეთებ მათ.

გსურს, შენი შვილები იმგვარად გაზარდო, რომ პროდუქტიულები და რეალიზებულები იყვნენ? მიეცი მათ საშუალება, მოვიდნენ შენთან და გაგიზიარონ თავიანთი პრობლემები, დაეხმარე მათ საუკეთესო არჩევნის გაკეთებაში. მშობლისთვის რთულია წარსულში დაბრუნება და იმის ყურება, როგორ უშვებენ შეცდომებს მათი შვილები. როგორც შენთვის, ასევე მათთვისაც და ზოგადად ადამიანებისთვის, ეს არის სწავლისა და განვითარების ნაწილი. შენთვის ის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ შენი შვილები იყვნენ ბედნიერები იმით, რაც გააკეთეს და არა შენ იყო ბედნიერი, როგორც მშობელი.

რიკ ვეისბორდმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ამბობს: „ჩვენ დამოკიდებულები ვართ ჩვენი შვილების ბედნიერებაზე. ვიცოდი, რომ ბედნიერება ითვლებოდა ყველაზე ამაღლებულ შეგრძნებად, თუმცა გამაოცა იმან, თუ რა სიმაღლეების მიღწევა შესძლებია ამ გრძნობას. რატომ ვსჯით შვილებს იმისთვის, რომ მხოლოდ წარმატებაზე არ არიან კონცენტრირებულები? „ბავშვებზე ზეწოლას და მათ იძულებას, რამდენიმე ცუდი შედეგი მოჰყვება ხოლმე“, - ამბობს ვეისბორდი, რომელიც პროექტ „ზრუნვის საერთო პროექტის“ თანადირექტორია. - „ამ საკითხის განხილვისას ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა ბავშვებს ნაკლებად ბედნიერს ხდის“.

2. შვილებს გარკვევით და კონკრეტულად ესაუბრე

ჰარვარდის ფსიქოლოგების 5 რჩევა ბედნიერი შვილების აღსაზრდელად

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრების მიხედვით, „მაშინაც კი, როცა მშობლები ან მომვლელები ამბობენ, რომ შვილის აღზრდა და მასზე მზრუნველობა ყველაზე პრიორიტეტული რამ არის, შვილები ამას ვერ გრძნობენ“.

იმის გარკვევა, თუ რა ხდება შენი შვილების ცხოვრებაში, შეგიძლია მასწავლებლებისგან, ინსტრუქტორის, რეპეტიტორის ან ნებისმიერი ადამიანისგან, ვისთანაც მათ შეხება აქვთ. გაარკვიე, აქვთ თუ არა ცვლილებები ქცევაში. მიეცი შენს შვილებს უფლება, თავი იგრძნონ კომფორტულად და თამამად ისაუბრონ შენთან. მათ სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ შენს ცხოვრებაში ყველაზე პრიორიტეტულები არიან. ამისთვის საკმარისი არ არის საჩუქრები, მათი დაცვა ან კვება. ბავშვებს ამ ყველაფრის აღიარება სჭირდებათ სიტყვებით - სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის გამოიჩინე ყურადღება და მოისმინე მათი სკოლის, დავალებების, მეგობრებისა და სხვა ისტორიები.

1. გაატარე დრო შენს შვილებთან ერთად.

ჰარვარდის ფსიქოლოგების 5 რჩევა ბედნიერი შვილების აღსაზრდელად

ეს მარტივი რჩევაა. თუმცა, ჩვენ ხომ გამოწვევების სამყაროში ვცხოვრობთ, როცა 24/7 რეჟიმში მიბმულები ვართ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, სამსახურზე, გვაქვს გადატვირთული გრაფიკი და აჩქარებული ცხოვრების სტილი, ამავდროულად კი ვცდილობთ, დავრჩეთ წყლის ზედაპირზე და არ ჩავიძიროთ. მხოლოდ სოციალური მედია - ახალი ამბები, ელექტრონული შეტყობინებები და მუდმივად ხაზზე ყოფნა არ არის ის, რაც ჩვენს ურთიერთობებს ძაბავს. ჩვენ შევეჩვიეთ დამღუპველ ჩვევას, რომ ჩვენს შვილებთან მიმართებით ყოველთვის თამაშგარეთ ვართ. გაცილებით მარტივია, შეაჩეჩო ბავშვს სათამაშო ან იქს-ბოქსი და პულტი და ამით გაართო იგი.

შვილებთან დროის გატარება ნიშნავს, მიჰყვე მათ ყველა სურვილს, წაუკითხო წიგნი, ეთამაშო ბურთი, გაისეირნოთ ან უბრალოდ ითამაშოთ ძველებური თამაში კარტით. ყველაზე მარტივი გაგებით, ეს ნიშნავს, რომ შენ უშუალოდ ურთიერთობ შენს შვილებთან. და ეს იქნება ის მნიშვნელოვანი რამ, რაც მათ ყოველთვის ემახსოვრებათ. დაავიწყდებათ, რა უყიდეთ, მაგრამ ემახსოვრებათ ყველაზე მნიშვნელოვანი - რომ დროის გარკვეული ნაწილი მშობლებთან გაატარეს.

„გაზარდო მზრუნველი, პატივსაცემი, ზრდილობიანი შვილი, არის და ყოველთვის იყო რთული სამსახური, თუმცა ამის გაკეთება ნამდვილად ყველას შეგვიძლია.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.powerofpositivity.com/5-secrets-raising-good-kid-according-harvard-psychologists/">powerofpositivity</a>