LIFE

იმისთვის, რომ უკეთ გაუმკლავდეთ სტრესს, გაიგეთ, რა იწვევს მას - სტრესთან ბრძოლის მეთოდები

იმისთვის, რომ უკეთ გაუმკლავდეთ სტრესს, გაიგეთ, რა იწვევს მას - სტრესთან ბრძოლის მეთოდები

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გაბედული, შრომისმოყვარე, ან ინტელექტუალი ხართ, დგება დრო, როდესაც სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.

ემოციები და დაძაბული გარემო ადამიანის ფსიქიკაზე ნეგატიურად მოქმედებს და სტრესი გტანჯავთ. კარგავთ პრობლემების გადაჭრის, ლოგიკური აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და რაციონალურად ფიქრის უნარს, გიჭირთ რეალობის შეფასება. სტრესი იწვევს მღელვარებას, დეპრესიას, გაღიზიანებას, დაღლილობას, აქვეითებს იმუნურ სისტემას, იწვევს გულის დაავადებებს.

ბოლო მონაცემებით, სამსახურებრივი სტრესის გამო წელიწადში 120 000 ადამიანი კვდება.

სტრესი განსაზღვრავს ადამიანის ბედნიერების, პროდუქტიულობის და ჯანმრთელობის ხარისხს.

სტრესი გარდაუვალია, მაგრამ ადამიანები რთულ სიტუაციას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და უმკლავდებიან. ზოგიერთისთვის სტრესთან ბრძოლა უფრო მარტივია, ზოგისთვის კი, ძალიან რთული.

იმისთვის, რომ უკეთ გაუმკლავდეთ სტრესს, გაიგეთ, რა იწვევს მას - სტრესთან ბრძოლის მეთოდები

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

1. როგორ მოქმედებს სტრესი თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე (მაგ: ტკივილი მკერდის არეში, კუჭის ტკივილი, თავის ტკივლი ა.შ)?

2. როგორ მოქმედებს სტერსი ფსიქოლოგიურად და ემოციურად (მაგ. კარგავთ თუ არა კონტროლს)? 

3. როგორ ახერხებთ სტრესისგან თავის დაღწევას (მაგ:სიცილი, მედიტაცია, კითხვა, იოგა და ა.შ).

იმისთვის, რომ უკეთ გაუმკლავდეთ სტრესს, გაიგეთ, რა იწვევს მას - სტრესთან ბრძოლის მეთოდები

განსაზღვრეთ რის გამო ხართ სტრესულ სიტუაციაში:

სტრესის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული წყაროებია - სამსახური, ბავშვები, ფინანსები, ურთიერთობები, ავადმყოფობა, მარტოობა, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსის ნაკლებობა, გაურკვევლობა.

სასიხარულო ამბავი ისაა , რომ თუ თქვენ იცით, რისგან მოდის, რა არის სტრესის მაპროვოცირებელი, თქვენ მარტივად შეძლებთ მასთან ბრძოლას.

დაასრულეთ ქვემოთ მოყვანილი ფრაზები. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ რეალურად რას უკავშირდება თქვენი რთულ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა:

1. ვბრაზდები, როცა....

2. თავს ვგრძნობ დამნაშავედ, როცა...

3. მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც....

4. ვცოფდები, როცა....

5. ვღიზიანდები, როცა მივდივარ სამსახურში და....

მთავარია გავაცნობიეროთ, რის გამო ვართ სტრესში.შემდეგ კი ვცადოთ, გავერიდოთ ამ სიტუაციას, ან შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს, ეს სტრესის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს.

სტრესთან ბრძოლის ერთ-ერთი ძლიერი იარაღია ემოციური ინტელექტი. ემოციური ინტელექტი განსაზღვრავს რამდენად შეგიძლიათ ურთიერთობების დამყარება, მოტივირებულად დარჩენა, ემოციების მართვა, გადაწყვეტილებების მიღება, სხვებზე გავლენის მოხდენა.

იმისთვის, რომ უკეთ გაუმკლავდეთ სტრესს, გაიგეთ, რა იწვევს მას - სტრესთან ბრძოლის მეთოდები

თუ ვინმეს ქმედება და ქცევა თქვენ სტრესში გაგდებთ, ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ სცადოთ მის ქმედებებს პოზიტიურად შეხედოთ და მხოლოდ დადებითზე გააკეთოთ აქცენტი. აკონტროლოთ უარყოფითი ემოციები და არ მისცეთ წინა პლანზე წამოწევის საშუალება.

როდესაც ფოკუსირებულები ხართ პიროვნების პოზიტიურ დანახვაზე, ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამთ და სამყაროც აღარ გეჩვენებათ ისეთი საშინელი, როგორც მანამდე. ეს მთლიანად არ გააქრობს სტრესს, მაგრამ გაკვირვებულები დარჩებით, როცა აღმოაჩენთ რა ომპტიმისტურად უყურებთ მომავალს.



<a href="https://hbr.org">https://hbr.org</a>