1. მცდელობა მოიგოთ სხვისი გული
მშიშარა ბავშვები ეზრდებიან შფოთიან ზრდასრულ მშობლებს, რომლებიც ცდილობენ ნებისმიერი ფასით შეინარჩუნონ მშვიდობა და სიმშვიდე. ისინი ცდილობენ მოიგონ ყველას გული, არ გამოთქვან უკმაყოფილება, რადგან ეჩვენებათ, რომ ნებისმიერი მცდელობა განაცხადონ საკუთარი ინტერესების შესახებ, მიიყვანთ კონფლიქტამდე.
მცდელობა ყოველთვის მოიგო სხვისი გული, ვინც გაწყენინებთ, ასევე ცუდად მთავრდება - თქვენ მხოლოდ ხდით საკუთარ თავს უფრო მოწყვლადს. პირად ურთიერთობებში მოქმედებენ მსგავსი პრინციპები. იმისათვის რომ გადაჭრათ კონფლიქტი, საჭიროა მისი ღიად განსჯა, და არა აქნიოთ თეთრი დროშა და იმედი გქონდეთ, რომ ყველაფერი როგორმე თავისთავად მოგვარდება.
2. მზად ხართ აიტანოთ შეურაცხყოფა
ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ ოჯახებში, სადაც მუდმივი შეურაცხყოფა ნორმად ითვლება, არამც თუ შეგნებულად იტანენ შეურაცხმყოფელ გამოთქმებს, ხშირად ისინი უბრალოდ არ ამჩნევენ მათ. ისინი კარგავენ მგრძნობიარობას მსგავსი მიმართვის მიმართ, განსაკუთრებით თუ ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, როგორ ჩამოაყალიბა მათი პიროვნება ბავშურმა გამოცდილებამ.
იმისათვის რომ განასხვავოთ შეურაცხყოფა კონსტრუქტიური კრიტიკისგან, ყურადღება მიაქციეთ მოსაუბრის მოტივაციას: მას სურს დაგეხმაროთ თუ ტკივილი მოგაყენოთ? დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა ტონით გამოთქვამენ ამ სიტყვებს. თუ მათი შენიშვნების დროს თავს გრძნობთ დათრგუნულად, ესე იგი მათი მიზანი იყო სხვა. და თქვენ პირდაპირ უნდა უთხრათ საკუთარი შეგრძნებების შესახებ.
3. მცდელობა შეცვალოთ სხვები
თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი მეგობარი ან პარტნიორი უნდა შეიცვალოს, რათა თქვენი ურთიერთობები გახდეს იდეალური, დაფიქრდით: შესაძლებელია, ეს ადამიანი ყველაფრით არის კმაყოფილი და არაფრის შეცვლა არ უნდა? თქვენ არ შეგიძლიათ ვინმე გადააკეთოთ. მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლა შეგვიძლია. თუ პარტნიორი არ შეგეფერებათ, იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და აღიარეთ, რომ საეჭვოა ამ ურთიერთობებს ჰქონდეს მომავალი.
4. სინანული დახარჯული დროის შესახებ
ჩვენ ყველა განვიცდით დანაკარგის შიშს, მაგრამ ზოგიერთები განსაკუთრებით არიან მიდრეკილები ასეთი სახის მღელვარებისკენ. ყოველთვის, როცა ვფიქრობთ, ღირს თუ არა ურთიერთობების დასრულება, გვახსენდება, რამდენი ფული, განცდა, დრო და ენერგია ჩავდეთ. ეს ეხება არა მხოლოდ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს, არამედ რომანტიკულ ან მეგობრულ ურთიერთობებსაც, სამსახურს. რა თქმა უნდა, თქვენს „დანახარჯს“ ვერ დაიბრუნებთ, მაგრამ მსგავსი აზრები ხელს უშლიან მნიშვნელოვან და საჭირო გადაწყვეტილების მიღებისას.
5. ზედმეტი ნდობა სხვისი (ან საკუთარი) გადაჭარბებული კრიტიკის მიმართ
ის, რაც გვესმის ჩვენს შესახებ ბავშვობაში (შექება ან უსასრულო კრიტიკა), ხდება საკუთარ თავზე ღრმა წარმოდგენის საფუძველი. ბავშვი, რომელმაც მიიღო საკმარისი სიყვარული, აფასებს საკუთარ თავს და არ მოითმენს დამცირებისა და შეურაცხყოფის მცდელობასაც კი. ბავშვი კი, რომელიც არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში და რომელსაც უწევდა საკუთარ თავზე გამანადგურებელი კომენტარების მოსმენა, ხდება თვითკრიტიკული.
ეცადეთ შეამჩნიოთ ნებისმიერი გადაჭარბებული კრიტიკა, სხვისი ან საკუთარი. კონცენტრირება მოახდინეთ საკუთარ ძლიერ მხარეებზე, ეკამათეთ „შინაგან ხმას“, რომელიც გაკრიტიკებთ, - ის გამოძახილია იმ შენიშვნების, რომლებიც „შეისრუტეთ“ ბავშვობაში. არ მისცეთ ნება ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობთ, გაგხადოთ დაცინვის ობიექტი. გახსოვდეთ, როცა შეიგნებთ საკუთარ ქცევის ფარულ ავტომატურ შაბლონებს, თქვენ გადადგამთ პირველ ნაბიჯს მნიშვნელოვან ცვლილებებისკენ.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, რჩევები, მოტივაცია, სტრესი
<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>