LIFE

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ

მიიჩნევა, რომ მამაკაცისთვის საჩუქრის შერჩევა საკმაოდ რთულია და გოგონები მეგობარ ბიჭებს ხშირად მიმართავენ რჩევის მისაღებად - მათ აწუხებთ კითხვა, თუ რა შეიძლება აჩუქონ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე.

გთავაზობთ ყველაზე რომანტიკული საჩუქრების ჩამონათვალს, რომელიც, ვფიქრობთ, „რთული ამოცანის“ გადაჭრაში დაგეხმარებათ:

1. მოუწყვეთ წვეულება მეგობრებთან ერთად - მოუწყვეთ სიურპრიზი. მოიწვიეთ მისი ყველა მეგობარი და ოჯახის წევრები. მას ძალიან გაეხარდება და დააფასებს, რომ იფიქრეთ მასზე. 

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ

2. საუკეთესო საჩუქარია დრო - ეს არის საუკეთესო საჩუქარი რაც შეგიძლიათ ერთმანეთს გაუკეთოთ. გამოყავით ერთმანეთისთვის დრო. თავი დაანებეთ ყველანაირ სხვა საქმეს. ისაუბრეთ და დატკბით ერთმანეთით.

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ

3. მოგონებების ქილა - გააკეთეთ მოგონებების ქილა, სადაც ყველაზე ტკბილ მოგონებებს, ფურცელზე დაწერილს შეინახავთ და ეს ქილა აჩუქეთ საყვარელ მამაკაცს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გახსენით და აღმოაჩენთ რამდენი ბედნიერი წუთი გაკავშირებთ ერთმანეთთან.

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ

4. ფოტოკოლაჟი, რომლის საშუალებითაც დაბადების დღეს მიულოცავთ. რა თქმა უნდა, ფოტოებზე თქვენ უნდა იყოთ აღბეჭდილი - ეს ძალიან რომანტიკული იდეაა, თან ეს ფოტოები თქვენს საყვარელ ადამიანს სამუდამოდ დარჩება და თუ ურთიერთობაში რთული პერიოდი გექნებათ, შეიძლება ამ ფოტოების დანახვამ ყველაფერი შეცვალოს. ეს ერთგვარად მშვიდობის მომტანი „არტია“. 

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ

5. დაგეგმეთ რომანტიკული საღამო, იქნებით მხოლოდ თქვენ ორნი და მის საყვარელ ფილმს ერთად უყურებთ - ეს ძალიან მხიარული, მყუდრო და რომანტიკულია. 

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ

6. წაიყვანეთ ქალაქგარეთ, ან სადმე სამოგზაუროდ - შეგიძლიათ აჩუქოთ რომანტიკული მოგზაურობისთვის ბილეთები. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია.

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ

7. მისწერეთ წერილი, რომელსაც საკუთარი ხელი დაწერთ - მოუყევით მას თქვენი გრძნობების შესახებ გულწრფელად. უთხარით ის, რასაც ფიქრობთ.

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ

8. გამოუცხვეთ სადღესასწაულო ნამცხვარი - ცნობილია, რომ მამაკაცს ძალიან სიამოვნებს, როცა მისი საყვარელი ქალი მისთვის რაიმეს ამზადებს და თუ დაბადების დღისთვის ნამცხვარსაც გამოუცხობთ, ეს ნამდვილი სიურპრიზი იქნება. 

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ

9. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც მას ყველაზე მეტად იტაცებს - რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საყვარელ ადამიანს მისცე საშუალება გააკეთოს ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს. თუ მას უყვარს ბოულინგი, წადით და ითამაშეთ. თუ ფილმების ყურება უყვარს, შეგიძლიათ ნახოთ ფილმი, თუ ჭამაზე გიჟდება, დაპატიჟეთ მის საყვარელ რესტორანში.

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ

10. გააკეთეთ მისთვის ერთგვარი წიგნი სათაურით - 100 მიზეზი, რატომაც მიყვარხარ - ყველა ფურცელზე განსხვავებული მიზეზები დაწერეთ (შეგიძლიათ 100-ის ნაცვლად დაწეროთ იმდენი მიზეზი, რამდენიც რეალურად გაქვთ).

10 ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე აჩუქოთ



<a href="http://allwomenstalk.com">http://allwomenstalk.com</a>