Katy Perry მსოფლიოს გაოცებას კვლავ ქართველი დიზაინერების სამოსში განაგრძობს
- 01.07.2017
ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ვარსკვლავმა, Katy Perry-მ ნინა და გვანცა მაჭარაშვილების ბრენდზე, MACH&MACH-ზე შეაჩერა არჩევანი და ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე უახლესი, 2017-2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან ერთ-ერთი, ვერცხლისფერი კოსტიუმი მოირგო.
დღეს ბრენდის ფეიჯზე უახლესი ფოტოები გამოჩნდა, რომლებშიც მსოფლიო ვარსკვლავი კვლავ MACH&MACH-ის ტანისამოსს ატარებს. როგორც დიზაინერები TREND.-თან საუბარში აღნიშნავენ, Katy Perry-ს წარმომადგენლები კვლავ დაუკავშირდნენ ბრენდს და ბოლო კოლექციიდან ვარდისფერი პალტოს გაგზავნა სთხოვეს. როგორც ცნობილია, მომღერალი ლონდონში იმყოფებოდა, საიდანაც მიემგზავრებოდა ავსტრალიაში, კერძოდ კი სიდნეიში. სწორედ სიდნეიშია გადაღებული ფოტოები, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავმა ქართული ბრენდის, MACH&MACH-ის სამოსში გამოწყობილმა გაავრცელა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მოდის სამყაროში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება. MACH&MACH არ არის ქართველი დიზაინერების მიერ შექმილი ერთადერთი ბრენდი, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიო ვარსკვლავების რჩეული გახდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ნინა და გვანცა მაჭარაშვილების მიერ შექმნილი ბრენდი ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც, ფაქტობრივად, მსოფლიო ვარსკვლავთან თანამშრომლობს.
ცნობილია, რომ მომღერალი ძალიან ბევრი სხვადასხვა დიზაინერის სამოსს ხშირად ატარებს, თუმცა ის ფაქტი, რომ ვარსკვლავმა ივნისის თვეში უკვე მეორედ მოირგო MACH&MACH, ბევრ რამეზე მეტყველებს. Katy Perry ქართველი დიზაინერებით, კერძოდ კი ნინა და გვანცა მაჭარაშვილებით საკმაოდ დაინტერესებულია, რაც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მოდის სამყაროსთვის ბრწყინვალე სიახლეა.
ბრენდის შემქმნელები თავადაც აღნიშნავენ, რომ Katy Perry-ს წარმომადგენლების მხრიდან თვეში მეორე გამოხმაურება აღარ გაქვს ერთჯერად ყურადღებასა და დაინტერესებას, რაც მათ უდიდეს სიხარულსა და მოტივაციას სძენს.
ავტორი: ქეთა კანდელაკი
თემები: ტრენდი, ვარსკვლავების ჩაცმულობა, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, ქართული მოდა, მსოფლიო მოდა, F/W, 2017/2018, Katy Perry, MACH&MACH
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია