როცა ვსაუბრობთ ზაფხულზე, რა თქმა უნდა, გვახსენდება ზღვა და ცხელი ქვიშა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში დასვენება ძალიან სასიამოვნოა, მას ბევრი უსიამოვნებაც ახლავს თან, რომელმაც შეიძლება ნანატრი შვებულება გაგიფუჭოთ.

გთავაზობთ 8 ხერხს, რომელიც თქვენს დასვენებას სასიამოვნოს გახდის და უსიამოვნო სიტუაციებისგან დაგიცავთ.

1. ქვიშა ფეხებზე რომ არ მიგეწებოთ - ამისთვის ფეხებზე მიიყარეთ ფხვნილი. გარდა იმისა, რომ ის გიცავთ ცხელი ქვიშისგან, ამასთანავე ატენიანებს კანს. ფეხები სუფთა და გლუვი გენქნებათ.

2. მანქანის გასაღები რომ არ დაკარგოთ - ყველაფერს სანაპიროზე ვერ წაიღებთ, მათ შორის, ვერც გასაღებს. იმისთვის, რომ არ დაკარგოთ გასაღები და თან უსაფრთხოდ შეინახოთ, შეგიძლიათ დამალოთ მანქანის საბურავის უკან ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

3. დაიცვათ ძვირფასეულობა და ნივთები, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ - ხშირად გიწვეთ წყალში შესვლა, აბაზანის მიღება რის გამოც ძვირფასეულობას იქით-აქეთ ყრით და შესაძლოა, დაგეკარგოთ კიდეც. შეგიძლიათ ფული, გასაღები, ან რაიმე ძვირფასეულობა პამპერსში შეინახოთ. ასე ყველა ნივთი უფრო დაცული იქნება.

4. დაიცავით ტელეფონი - იმისთვის რომ დაიცვათ ტელეფონი ქვიშისგან და წყლის შხეფებისგან მოათავსეთ ის პოლიეთილენის პარკში, ან ნებისმიერ წყალგაუმტარ ქსოვილში.

5. აბაზანის მიღების შემდეგ აუცილებლად კარგად გაიმშრალეთ ყურები - ზოგჯერ წყალი მაინც რჩება და ეს ყურების დაგუბებას იწვევს. აიღეთ ჩვეულებრივი ბუშტი და გაბერეთ. ეს პროცესი თქვენს სმენას მყისიერად აღადგენს და დარჩენილ წყალს ყურებიდან გამოდევნის.

6. გამაგრილებელი სასმელი - სანაპიროზე წასვლამდე აავსეთ ბოთლის მესამედი წყლით და გაყინეთ. მზეზე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ თქვენ ცივი სასმელის დალევა გსურთ. ჩაასხით ყინულიან ბოთლში ნებისმიერი სასმელი და გაგრილდით.

7. ფეხსაცმელმა ფეხი რომ არ დაგიწვათ - იმისთვის, რომ ფეხსაცმელი ძალიან არ გაცხელდეს და ამის გამო ფეხი არ დაგეწვათ, როცა გაიხდით უკუღმა დადეთ.

8. ალოე მოგიშუშებთ დამწვრობას - ალოე ვერას წვენი შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს, ხსნის შეშუპებას, კანს უნარჩუნებს ტენიანობას და ეს არის საუკეთესო საშუალება მზის დამწვრობის დროს. გაყინეთ ალოეს წვენი და ყინულის გრანულები დაიდეთ მზისგან დამწვარ ადგილებზე. ეს ხელს შეუწყობს დამწვრობით გამოწვეული ტკივილის შემცირებას, ასევე ამცირებს ქავილს და სწრაფად აღადგენს კანს.