როგორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ავიახაზების ბორტგამცილებლების უნიფორმა?
- 13.07.2017

1. კორეა - კორეელ ბორტგამცილებლებს აციათ ცისფერი ელეგანტური კოსტიუმები და თეთრი, მუხლს ქვემოთ კაბები. თმა ტრადიციულად უკან გადაწეული აქვთ.

2. საფრანგეთი - ამბობენ, რომ ფრანგებს სტილის განსაკუთრებული შეგრძნება აქვთ. ეს ყველგან იგრძნობა, მათ შორის თვითმფრინავშიც. საფრანგეთში სტიუარდესებს მოდური და ელეგანტური სამოსი აცვიათ. ამ სამოსის დიზაინერი კრისტიან ლაკროიქსია.

3. სინგაპურის ავიახაზები - სინგაპურელ სტიუარდესებს ტრადიციულ სტილში გადაწყვეტილი სამოსი აცვიათ.

4. ჩინეთი - ჩინეთის ავიახაზების თანამშრომლებს წითელი უნიფორმა აცვიათ.

5. ჰაინანის ავიახაზები (ჩინეთი) - ამ ავიახაზების ბორტგამცილებლების სამოსი ხაზს უსვამს აზიელი ქალის სილამაზეს.

6. Emirates Airlines - ავიახაზები გარდა იმისა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მომსახურებითაა ცნობილი, ასევე პოპულარულია ბორტგამცილებლებიც უნიფორმაც.

7. ფინეთის ავიახაზები (Finnair) - უნიფორმა ფინეთის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.

8. ვიეტნამის ავიახაზები - ბორტგამცილებლებს ტრადიცული სტილის სამოსი ეცვათ 1998 წლიდან, მაგრამ კომპანიამ 2015 წელს ახალი უნიფორმები შექმნა. უნიფორმები სამ ფერშია - ფირუზისფერი, ყვითელი და ცისფერი.

9. ტაილანდი - Thai Airways – ბორტგამცილებლებს ტრადიციული აბრეშუმის კაბები აცვიათ.

10. კანადის ავიახაზები - აქ ბორტგამცილებლებს კომფორტული შარვლები აცვიათ, თუმცა ყელსახვევი, დიდი ალბათობით არც ისე კომფორტულია.

11. ეთიოპიის ავიახაზები - სტიუარდესებს ტრადიციული თეთრი ფერის კაბები აცვიათ.

12. გერმანია, Lufthansa - ამ ავიახაზების თანამშრომლებს აცვიათ სამოსი, რომელიც ძალიან ჰგავს გოგონების ტრადიციულ სამოსს Oktoberfest-ის ფესტივალიდან.

თემები: თვითმფრინავი, ავიახაზები, ბორტგამცილებლები
<a href="http://www.ewmoda.com">http://www.ewmoda.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია