რატომ არ უნდათ საქართველოში შვილის გაჩენა - საინტერესო მოსაზრებები ქალებისგან
- 12.07.2017
Trend.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას -12 ვარსკვლავი, რომლებიც შვილის გაჩენაზე უარს ამბობენ, ჰოლივუდის ვარსკვლავები ჰყვებოდნენ რატომ არ უნდათ შვილის გაჩენა ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა საქართველოშიც არიან ქალები, ვინც მათ აზრს იზიარებენ და კარიერული თუ პირადი თვალსაზრისით შვილის გაჩენაზე უარს ამბობენ და ამისგან ტრაგედიას არ ქმნიან.
იგივეს არ ფიქრობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც მათ ხშირად არიგებს ჭკუას, თუ როგორი საჭიროა სიბერეში პატრონი და წყლის მიმწოდებელი.
გთავაზობთ ყველაზე საინტერესო კომენტარებს, რომელიც ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ მასალას მოჰყვა:
„რამდენჯერაც ვთქვი რომ ჩემს თვითმიზნად ვერ აღვიქვამდი დედობას ჯერჯერობით, საშინელი გაკიცხვა მიმიღია ამისთვის. ბავშვების მოძულეობასთან და ათას ირაციონალურ შეფასებებთან ასოცირდება, თავს ცუდ და ნაკლიან ადამიანად გაგრძნობინებენ მაშინვე. საშინელებაა. ამ თემაზე ხმა არ უნდა გაიღო, ეს ვისწავლე. იგივე არის დაოჯახებაზე - ე.წ. " გათხოვებაზე". თუ იტყვი რომ გათხოვებას და ოჯახის შექმნას შენს მიზნად ვერ ხედავ და სხვა to do list გაქვს ცხოვრებაში, მაშინვე ყველანაირი აზრის გამოხატვის სურვილს დაგიკარგავენ. ძალიან ახლო მეგობრებს არ ვგულისხმობ, უფრო ფართო და თუნდაც ფორმალურ წრეებში არსებული სიტუაციიდან მაქვს ეს გამოცდილება.“
„საქართველოში არ ვიცი, მაგრამ ქართველი ქალები ვიცი, რამოდენიმე, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ არ უნდათ შვილი და დედობა. ზოგადად მე კი მინდა, მაგრამ ვთვლი, რომ თვითმიზანი მაინც არ არის და ყველაფრის ფასად არ გავაჩენ ბავშვს. არჩევანის არსებობას უნდა მიეჩვიოს ხალხი.“
„მე სულ მინდა ვაჩინო. და ესეც არანაკლებ შოკში აგდებთ ადამიანებს. მარტოხელა დედებს ეკრძალებათ ასეთი "უპასუხისმგებლო" სურვილები :) რამდენჯერაც ვიტყვი, რომ ბავშვი მინდა კიდევ ჩემი მეგობრები პირღია მიყურებენ.“
„აბსოლუტურად გააზრებულად არ მსურს შვილი. მინდა რომ ჩემი თავი მე მეკუთვნოდეს, ჩემი დრო მე მეკუთვნოდეს და ვიცი რომ შვილის შემთხვევაში ასე აღარ იქნება. როცა ამას ხმამაღლა ვამბობ, საკუთარი მეგობრებიც კი ვერ მიგებენ...“
„მე ვარ, ვისაც არ მიაჩნია ტრაგედიად ბავშვის არ ყოლა. მეტიც, ვთვლი, რომ ყველას არც უნდა ჰყავდეს ბავშვი. მე არ მყავს და არც არასდროს ვიტყვი "ერთი ბავშვი მაინც გამეჩინას". თუმცა, არც უარს ვიტყოდი შვილზე. მოკლედ, თუ გყავს კარგია და თუ არა - ეგეც კარგია...“
„რა არის გასაკვირი იმაში, თუ არ გაქვს სურვილი შვილი გყავდეს, ან პირიქით. ვინ დაადგინა რომ ეს, სავალდებულოა? და ვისაც არ ჰყავს, რა ქნას? ჰარაკირი ჩაიტაროს? და მთელი ცხოვრება თავი უბედურად იგრძნოს? და არ უპირატესობა აქვთ მათ, ვისაც ჰყავს შვილი? თუ ვინმე ამაზე ოცნებობდა და მიეცა, ღმერთმა ბედნიერო ამყოფოს. ვისაც არა - მასაც აქვს ბედნიერიების უფლება და უნდა იყოს კიდეც! აღარფერს ვამბობ გათხოვება - არ გათხოვების თემაზე!“
„შვილის ყოლა არის ეგოისტური სურვილი. არანაირი ობიექტური მიზეზი არ არსებობს, რატომ უნდა იყოლიოს ყველამ შვილი. თან თავის ნებით უშვილო კაცებზე რაღაც არ გამიგია პრეტენზიები; მხოლოდ მაშინ დასძენენ სინანულით "შვილი მაინც ყოლოდაო", სიბერეში მარტო რომ კვდება.“
„მე ბევრი ვიცი ჩემ გარშემო, ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ შვილი არ უნდა:) სელებრითები არა, ჩვეულებრივი კარგი, ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერი და რეალიზებული გოგოებიც და ბიჭებიც:) მეტიც, აქეთ მქონია იმის გამოცდილება, რომ მაბულინგებენ, რადგან კარგმა, ჭკვიანმა, ლამაზმა და რეალიზებულმა გოგომ შვილი გავაჩინე და ჩემი დრო სხვას გავუნაწილე.“
„არის რაღაც თემები, რომელიც მოდური ხდება ხოლმე და ახლა ეს გახდა ;) ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს. ნამდვილად არავიზე ნაკლებად და ბანძად არ ვთვლი თავს ალექსანდრე რომ მყავს, მთავარია, ყველამ ის ვქნათ, რაც ჩვენს გულს უხარია და ამ შემთხვევაში, შვილი სხვებისათვის არ გავაჩინოთ ან სხვების გული მოსაგებად ამაზე უარი არ ვთქვათ...“
„მეც სულ მაწუხებს ეგ კითხვა რატომაა ასე ცალსახად და დამისვამს კითხვა გადაცემაში. სიმართლე გითხრა, საკუთარი კოლეგებისგან მიგრძნია დამოკიდებულება "ეს ცოტა ვერაა". არადა, რატომ არ შეიძლება ასეთი ბედნიერების გვერდზე არსებობდეს ისეთიც... ძაღლით და წიგნებით, ან მუსიკით, ან ჭოკით ხტომით რა ვიცი... ეგრევე იარლიყს გარტყამენ რომ ეუფფფფ უჭირს რაცხა ბოვშს...“
„ყველაზე ცუდია ეს ფრაზა - "შვილი არის ცხოვრების აზრი". საშინელი შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, ვისაც არ უნდა შვილი ან უნდა, მაგრამ ვერ ჰყავს. ხაზის გადასმა, ჩამოწერა და მეორეხარისხოვან ადამიანად გამოცხადება.“
„ძალიან რთულია საქართველოში ცხოვრება. საზოგადოება გჭამს, ძალიან რთულია გაუძლო ათას უაზრო კითხვას და რჩევა-დარიგებას. იმდენ ძალისხმევას მოითხოვს ბოლოს შეიძლება დაიღალო და მათი ხათრით გააჩინო შვილი...“
„მე ბავშვი მყავს. სანამ მეყოლებოდა, ვამბობდი კიდეც რომ სულ რომ არ გავთხოვდე, ბავშვს ვიყოლიებ. არ ვნანობ რომ გავაჩინე. მეორეც მინდა. და საოცრად დიდ პატივს ვცემ იმ ქალებს, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ არ უნდათ შვილი და არ აჩენენ. ეგ პასუხისმგებლობის გაცილებით უფრო მაღალი ეტაპია, ვიდრე შესაბამისი "ტრაკის" არქონისას და "ღმერთი გამაზრდევინეს" მრწამსით ბავშვების ამ ქვეყანაზე მოყვანა და გაწირვა ურთულესი ცხოვრებისათვის.
„მგონი რათ უფრო თვითმყოფადია ქალი, უფრო ნაკლებად აღიქვამს შთამომავლობას საკუთარი თავის ერთადერთი რეალიზების გზად. შვილი კი არ სჭირდება სტატუსისთვის, კაცის მოსაპოვებლად ან ოჯახის შესანარჩუნებლად და დედამთილის ბოხჩების დასათრევად, არამედ თვითონ უნდა რომ ყავდეს. ამაშია ალბათ ძირითადი სხვაობა...“
„ცოტა ხნის წინ უმცროს შვილს ვასეირნებდი ასაკოვანი ქალი მოვიდა მიეფერა ბავშვს, გოგო ეგონა და რომ ვუთხარი ბიჭია-თქო, დანანებით შემომხედა ჭკვიანურად გაზარდე რომ გამოგადგეს თორემ რძლისთვის ზრდიო ... აი, ამ დამახინჯებული აზროვნებით ზრდიან თავისნაირებს ... სრული შოკი მქონდა. ეს ცოტა სხვა თემაა მაგრამ გამახსენდა ეხლა...“
„ასეთ შეშლილ სამყაროში ბავშვს, მითუმეტეს ბევრ ბავშვს როცა აჩენ, ალბათ თავადაც შეშლილი უნდა იყო:) შეშლილი ეგოისტი თან:) რომ ვუფიქრდები რა საგიჟეთში გავაჩინე შვილი, ვხვდები, რომ არა სტერეოტიპები და სოციუმის წნეხი, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებამდე საერთოდ არ მივსულიყავი:) ყველაზე ცუდი ჩემი აზრით ისაა, რომ შვილის გაჩენა რაღაც რუტინად აღიქმება და არა საპასუხისმგებლო, გააზრებულ ნაბიჯად.“
"დაქორწინდით? ახლა ბავშვის დროა! პირველი გაგიჩნდათ? აჰ, აბა მეორეც შემოაწიეთ, ცოდოა ბავშვი! ნუ ღმერთი სამობითაა, თან გამრავლებაში არ გეთვლებათ 2 შვილი, მესამეც უნდა მიაყოლო!".... რა აზრებსაც მე ვისმენდი სანამ ბავშვი გავაჩინე (7 წლის შემდეგ ქორწინებიდან), ერთ კრებულს გამოვცემდი. თავადაც მიკვირს, როგორ მოვახერხე გარშემომყოფებთან ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნება :))“
თემები: მშობლები, ქალები, ქალების არჩევანი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია