მაკიაჟის სწორად გაკეთება - ეს ნამდვილი ხელოვნებაა. სწორად გაკეთებული, ლამაზი მაკიაჟი ხაზს უსვამს მხოლოდ სახის ყველაზე ლამაზ ნაწილებს და იპყრობს სხვების ყურადღებას.
თუმცა ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებთ და ვერ ვიღებთ ისეთ ვიზუალს, როგორიც გვსურდა. გახსოვდეთ, რომ ფრთხილად იყოთ, რადგანაც ეს საზოგადოების თვალს შეუმჩნეველი არ რჩება.
გთავაზობთ ჩამონათვალს - 7 რამ, რასაც ქალის მაკიაჟში მამაკაცები იწუნებენ:
1. მუქად შეღებილი თვალები - სტილისტები მიიჩნევენ, რომ მკვეთრად და შავად შემოსაზღვრული თვალები არ არის სექსუალური. ისინი თვლიან, რომ ასეთი მაკიაჟი ლამაზ სახეს ჩრდილს აყენებს და გარეგნობას აგრესიულს ხდის.
2. ბრჭყვიალა ტუჩსაცხი და ძალიან ‘’მყვირალა“ ფერი - მოდური აღარ არის წებოვანი ტუჩები და ტუჩსაცხი, რომელიც ძალიან თვალშისაცემი ფერისაა, ასევე „მყვირალა“ ჩრდილები. ზოგს ასეთი ტუჩსაცხები მოძველებულად მიაჩნია, ზოგიერთს კი იმიტომ არ მოსწონს, რომ სამოსიდან მათი კვალის მოშორება რთულია.
3. არაბუნებრივი წამწამები - ადამიანების უმეტესობას ასეთი წამწამები კატეგორიულად არ მოსწონთ. ისინი თვლიან, რომ ასეთი წამწამები არაბუნებრივი და პროვოკაციულია.
4. ძალიან წვრილი, ან ძალიან სქელი წარბი - სტილისტები გირჩევენ რომ ოქროს შუალედი დაიცვათ - არც ძალიან წვრილი და არც ძალიან სქელი წარბები. მიიჩნევენ, რომ ქალი, რომელსაც ასეთი წარბი აქვს, არაბუნებრივია.
5. ავტორუჯი - საზოგადოებაში ნორმად არის მიღებული როდესაც კანსაც ბუნებრივი ფერი, ან ბუნებრივი რუჯი გაქვთ. მთავარია, რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს.
6. მაცდური ქალის მაკიაჟი - ასეთი მაკიაჟი ფილმებში და ეკრანზე კარგია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვულგარული. მსგავსი მაკიაჟი მძიმე და გადაჭარბებულია.
7. და რა არის მოდური? - პირველ რიგში, ბუნებრიობა და მეორე - ზომიერად გამოყენებული კოსმეტიკა.
ნებისმიერი სახის მაკიაჟის გაკეთების დროს არ დაგავიწყდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი - სიყვარული და პატივისცემა საკუთარი თავისადმი.
თემები: მაკიაჟი, ტრენდი, კოსმეტიკა, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია