"განსხვავებული დედები" - ქალები, რომლებიც თანამედროვე დედების სტანდარტებს ამსხვრევენ
- 19.07.2017
სესილია სანჩესი არის ფოტოგრაფი, რომელიც დედებისა და შვილების განსხვავებულ პორტრეტებს იღებს. მის პორტრეტებზე აღბეჭდილი ქალები სრულიად განსხვავდებიან თანამედროვე სტანდარტული ქალებისგან.
სესილია დედა 11 წლის წინ გახდა მაშინ, როცა ის 23 წლის იყო.
„როცა ვუვლიდი და ვზდრიდი ჩემს შვილს ვგრძნობდი, რომ არ ვგავდი სხვა დედებს. ისინი ჩემზე ბევრად უფროსები იყვნენ, თავს ვგრძნობდი მათგან განსხვავებულად და ხშირად ვისმენდი - „რა ახალგაზრდა ხარ დედობისთვის, არ ჰგავხარ დედას“ და ყოველთვის ვფიქრობდი,რომ მსგავსი ფრაზები სისულელეა“, - ამბობს ფოტოგრაფი.
სანჩესმა შექმნა ფოტოსერია, რომელზეც აღბეჭდილნი არიან "განსახვავებული" დედები და მათი შვილები. ესენი არიან ქალები მოხატული სხეულით, გადაპარსული თავით, თავისი სტილის სამოსით და ერთი შეხედვით, ისინი არ ჰგავნან ტიპიურ დედებს.
სანჩესი იღებდა ასეთი ქალების პორტრეტებს ბოლო სამი წლის განმავლობაში. ის ამბობს, რომ ის თუ როგორი დედაა ქალი, მისი სტილის მიხედვით არ უნდა განვსაზღვროთ.
„მე ვიცნობდი ქალებს, რომლებიც არ ჰგვანან ტიპიურ დედებს და ყოველთვის მსურდა მათი პორტრეტების გადაღება. ბევრ მათგანს აქვს ტატუ და ეს ჯერ კიდევ ტაბუდადებული თემაა ზოგიერთ საზოგადოებაში.
უბრალოდ მსურდა მეჩვენებინა ქალები, დედები, რომლებიც თავიანთ პირად სტილს არ სწირავენ და არ კარგავენ ინდივიდუალიზმს. იყო დედა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რთულია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო საკუთარი თავი, დაკარგო იდენტობა. ამ ყველაფერთან ერთად შესაძლებელია, იყო შესანიშნავი დედა. ჩემ მიერ აღბეჭდილი ქალები სწორედ ასეთები არიან“, - ამბობს ფოტოგრაფი.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები
<a href="http://www.upworthy.com">http://www.upworthy.com</a>