LIFE

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

მერილინ მონრო

მერილინი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლის წყალობით ქალური ფორმები კვლავ მოდაშია. წითელი ტუჩსაცხითა და პლატინისფერი კულულებით ვარსკვლავს მარტივად შეეძლო დაეყენებინა მსოფლიო ფეხზე.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ოდრი ჰეპბერნი

კეთილშობილური სახით, დიდი თვალებით და გულუბრყვილო მზერით ოდრი დღემდე რჩება სილამაზის ლეგენდად.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ბრიჯიტ ბარდო

შეიძლება გქონდეს მკვეთრი მაკიაჟი, ქერა თმა, თვალები შეიღებო შავად, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია, რადგან გამოიყურებოდე ისე მოკრძალებულად როგორც ბრიჯიტ ბარდო.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

კატრინ დენევი

მეოცე საუკუნის ლეგენდები ვერ დაიკვეხნიან ისეთ სილამაზეს, როგორადაც დღეს რჩება კატრინ დენევი. მსახიობი ამას მხოლოდ კარგ გენეტიკას აბრალებს. მისი დედა, ეკატერინე-რენი დენევი 104 წლის ასაკშიც კი შესანიშნავად გამოიყურება. კატრინი ურჩევს ყველას დალიონ ბევრი წყალი, იძინონ ნორმალურად და არ გაირუჯონ მზეზე.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

გრეის კელი

სამაგალითო ქალი, რომელიც უმაკიაჟოდაც კი ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდა.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

სოფი ლორენი

ქალი, რომელმაც შექმნა სილამაზის ხატი... ცოტა ხნის წინ დოლჩე და გაბანამ მის საპატივსაცემოდ ტუჩსაცხი გამოუშვა. მისი ძლიერი მხარე ყოველთვის იყო ბრწყინვალე ბიუსტი, დიდი მიმზიდველი თვალები და სექსუალური ტუჩები.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

მონიკა ბელუჩი

იტალიური სილამაზე, რომელიც მონიკამ თავისებურად ააყვავა. განსხვავებული ფორმებით, ტუჩების ფორმით, ულამაზესი შავი კულულებითა და ყავისფერი თვალებით, ის განსაკუთრებულია. ალბათ ათწლეულები დასჭირდებათ ქალებს რომ მისი სილამაზე მინიმუმ გაიმეორონ.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ელიზაბეტ ტეილორი

მან მეოცე საუკუნეში კლეოპატრას მეფური სილამაზე გააცოცხლა. თუმცა მსახიობი ცხოვრებაში სულ სხვანაირია. შავი თმის, ცისფერი თვალების და წითელი ტუჩების წყალობით ღირსეულად დაიკავა ადგილი ლეგენდებს შორის.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ნატალი ვუდი

ნატალი ამერიკაში, რუსი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. ის ყოველთვის გამორჩეული იყო სილამაზით. დიდი თვალები ეკრანზე სრულყოფილად ჩანდა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ქალი გაცილებით ლამაზი იყო.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

გრეტა გარბო

რთულია მისი დანახვისას თქვა, რომ ის სილამაზის არსებულ სტანდარტებს იცავდა. ის ყოველთვის აქცენტს აკეთებდა წვრილ წარბებზე, ვიწრო ტუჩებზე და მოკლე თმაზე, ეს ტენდენციები ახლაც მოდურია.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

მარლენ დიტრიხი

მიმზიდველი, ცივი იმიჯით, ამპარტავანი სახით და დამცინავი წვრილი წარბებით... ის იდეალური სხეულით გამოირჩეოდა და ყოველთვის ესვა წითელი ტუჩსაცხი. მას თავისუფლად უწოდებდნენ მეოცე საუკუნის რკინის ლედის.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

კოკო შანელი

ის არასოდეს ყოფილა სტანდარტული სილამაზის, მაგრამ მან შეძლო გამხდარიყო მიმზიდველი, ისე რომ საზოგადეობის ყურადღება და აღტაცება გამოეწვია.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ბრუკ შილდსი

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ვარსკვლავი, რომელმაც 16 წლის ასაკში მოიპოვა პოპულარობა როგორც მოდელმა. წარმატებული სამოდელო კარიერის შემდეგ კინოშიც სცადა ბედი, მაგრამ უშედეგოდ.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

კეიტ მოსი

ცუდი ხარისხის თმა, ერთი შეხედვით ნახევრად დახურული თვალები და და მაინც ულამაზესი კეიტ მოსი, სილამაზის ნამდვილი ლეგენდაა. მართალია, დღეს მისი გარეგნობა აღარ არის ძველებური, მაგრამ მნახველს დღესაც აღფრთოვანებულს ტოვებს.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ტვიგი

15 წლის ასაკში მას უბრალოდ ჯოხს ეძახდნენ, რადგან 1,69 მეტრი სიმაღლის გოგონა მხოლოდ 40 კილოგრამს იწონიდა და სხეულის არარეალური პარამეტრები - 80-55-80 ჰქონდა. წლების მანძილზე არ გაუზრდია თმა მაგრამ მოდის სამყაროში ტრიუმფალურ წარმატებას მიაღწია და ის ტოიოტას სახეც გახდა.

ცნობილმა კანადელმა სოციოლოგმა მარშალ მაკლიუენმა მოდელი შემდეგნაირად დაახასიათა:

“ტვიგი, ეს არ არის ნახატი, არამედ – რენდგენის სურათი.”

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

მია ფეროუ

კიდევ ერთი ტვიგი, გოგონა ბიჭის ვარცხნილობით, დიდი თვალებთა და ტკბილი ღიმილით - ეს მია ფეროუ გახლდათ, რომელმაც წარმატებულ კინო კარიერას დედის როლი არჩია.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

სინდი კროუფორდი

90-იანი წლების ლამაზმანი ლეგენდა პლასტიკური ოპერაციების წყალობით არ გამხდარა. ის ყოველთვის უვლიდა სახის კანს, თმას და დაკავებული იყო სპორტით.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ოდრი ტოტუ

მსახიობი ფრანგულ სილამაზეს განასახიერებს. ბავშვივით გულუბრყვილო სახით, აწეული ღაწვებით და ვარდისფერი ტუჩებით, ის სრულიად არღვევს სილამაზის სტანდარტებს.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

მადონა

57 წლის პოპ მომღერალი ღირსეულად იკავებს ადგილს სილამაზის ლეგენდებს შორის, ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან. სპორტული ფიგურა და პლატინისფერი თმა, წითელი ტუჩსაცხი, ვარსკვლავს მეამბოხე იმიჯს უსვამს ხაზს.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ბეტ დევისი

ის ათჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, რაც ხუმრობა სულაც არ არის. მის ასეთ წარმატებას ხელი სწორედ გამორჩეულმა გარეგნობამ შეუწყო.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ჯეინ ბირკინი

ინგლისელი ქალი, ზომიერად გულგრილი იმიჯით, აბურდული თმით, რომელიც სრულიად მოწყვეტილი იყო სილამაზის სტანდარტებს, მაგრამ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

პრინცესა დაიანა

მისი ნათელი სახე, კეთილი თვალები და ღიმილი არსებული სილამაზის სტანდარტებიდან ნამდვილი გადახვევა იყო. დიანა წლების მანძილზე ინარჩუნებდა გამორჩეულ სილამაზეს და ამას სათანადო დიეტით და კარგი ძილით ხსნიდა.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ჯენიფერ ანისტონი

ის 90-იანი წლების სრულყოფიული მაგალითია, როგორ შეიძლება იყო ლამაზი და შეინარჩუნო წლების განმავლობაში ისე, რომ მოდის თანამედროვე ტენდენციებსაც მოერგო.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ანჯელინა ჯოლი

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი, გამორჩეული ტუჩებით და ბუნებრივად დაჯილდოებული მეტყველი თვალებითა და იდეალური ფიგურით.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

დიტა ფონ ტიზი

უნიკალური, რეტრო სტილის ქალი, რომლის სილამაზესაც აქვს არსებობის უფლება. ის ცვლილებებს არ აპირებს და მუდმივად რჩება რეტროს მიმდევარი წითელი ტუჩსაცხითა და თვალზე შავი ისრებით.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ლიკა ქავჟარაძე

ის მაყურებლის წარმოსახვაში დღემდე უმანკო და ულამაზეს მარიტად რჩება, რომლის გარეგნობამაც წლების წინ, ეკრანზე გამოჩენის შემდეგ ყველა დაატყვევა. მართალია, მისი ცხოვრება სხვა ჰოლივუდის მსახიობების მსგავსად ზღაპრულად არ გაგრძელებულა, მაგრამ ის ღირსეულად იკავებს ადგილს ლეგენდარული სილამაზის ქალები სიაში.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

ლია ელიავა

მისი საოცარი შარმი, სინატიფე და სილამაზე გულგრილს არავის ტოვებდა. ლეგენდარულმა მსახიობმა მოახერხა რომ ქართულ კინო ინდურსტიაში ყველა როლი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გამხდარიყო მაყურებლისთვის.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ

მედეა ჯაფარიძე

ის შინაგანი ხიბლით, ღიმილითა და იშვიათი ოსტატობით ქმნიდა თავის გმირებს კინოში. ულამაზესი თვალებით, გამორჩეული ვარცხნილობითა და ხმით, ადვილად ატყვევებდა როგორც ქართველ, ისე უცხოელ მაყურებელს.

„დღეს, როცა კაცობრიობის მშვენიერებას ამდენი საშიშროება ემუქრება, ბედნიერებაა, ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭი, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მაღალი იდეალებისკენ მიიწევს და მისი შემხედვარე თითქოს შენც მაღლდები“, – იტალიელი სცენარისტი ტონინო გუერა.

უცხოელი და ქართველი ქალები, რომლებიც სილამაზის ლეგენდად იქცნენ