ამბობენ, არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე ბედნიერი პატარძლის დანახვა, რომელიც ულამაზეს თეთრ კაბაში შემოსილი მოაბიჯებს. იპოვო შენთვის შესაფერი კაბა, ქორწილის დაგეგმვის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილია. პატარძლის კაბა მის გემოვნებასა და ინდივიდუალიზმს გამოხატავს.
გთავაზობთ ყველაზე დასამახსოვრებელი საქორწინო კაბებს, რომლებიც შესაძლოა მომავალი პატარძლებისთვის ინსპირაციის წყარო გახდეს.
1. პრინცესა დაიანა - პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ქორწილი 1981 წლის 29 ივლისს გაიმართა და მას საუკუნის ქორწილს უწოდებდნენ. პრინცესამ ამ განსაკუთრებული დღისთვის დევიდ და ელიზაბეტ ემანუელების დიზაინით შექმნილ კაბაზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც ათასობით პატარა მარგალიტით იყო გაფორმებული. კაბა ყველა დროს საუკეთესო საქორწინო კაბების რიცხვს მიეკუთვნება.
2. ქეით მიდლტონი - ქეითისა და პრინც უილიამსის ქორწილი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კიდევ ერთი შესანიშნავი საქორწინო ცერემონია იყო. ქეით მიდლტონმა ალექსანდერ მაკქუინის დიზაინით შექმნილი საქორწინო კაბით საზოგადოება აღაფრთოვანა სამეფო ქორწილის შემდეგ მსგავსი კაბა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით პატარძალმა ჩაიცვა.
3. გრეის კელი - ჟურნალ Conde Nast Brides-ის ვერსიით, გრეის კელის კაბა ყველა დროის ყველაზე ელეგანტური კაბაა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავისა და მონაკოს პრინცის ქორწილი ნახევარ საუკუნეზე უფრო მეტი დროის წინ იყო, გრეის კელის კაბა დღემდე ინსპირაციის წყაროა დიზაინერებისთვის. ეს არის ზღაპრული პრინცესას კაბა მაქმანებითა და მარგალიტებით მორთული.
4. სარა ჯესიკა პარკერის კაბა რომანტიკულ კომედიაში „სექსი დიდ ქალაქში“ - ალბათ ბევრს ახსოვს ეს ექსტრავაგანტული საქორწინო კაბა, რომელიც პარკერის გმირს, კერი ბრედშოუს ეცვა. გლამურული კაბის ავტორი ვივიენ ვესტვუდია და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა.
5. ჟაკლინ კენედი - ჯეკისა და ჯერ კიდევ სენატორ ჯონ კენედის ქორწილი 1953 წელს გაიმართა. აშშ-ს მომავალი პირველი ლედი ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მისი საქორწინო კაბა მხრებზე გადაწეული იყო, ჯეკის გრძელი ვუალი ეკეთა.
6. ანჯელინა ჯოლი - ჰოლივუდის ისტორიაში გამორჩეულად ლამაზი წყვილი - ანკელინა ჯოლი და ბრედ პიტი2014 წლის 23 აგვისტოს ჯოლის ვერსაჩეს საქორწინო კაბა ეცვა, თუმცა მასზე თავისი 6 შვილის შემოქმედებაც ასახა.ანჯელინამ სთხოვა დიზაინერს, რომ მისი შვილების ნახატებით გაეფორმებინა კაბა და საბოლოოდ მსახიობმა მოდის ისტორიაში ყველაზე ელეგანტური საქორწინო კაბა მიიღო.
7. მერლინ მონრო - მერლინ მონროს შავი სწორი კაბა ეცვა თეთრის ნაცვლად როცა ის მეორედ დაქორწინდა. მოდის კრიტიკოსებს ყოველთვის ემახსოვრებათ ქერა სექს-სიმბოლოს ეს ელეგანტური სამოსი.
8. კრისტენ სტიუარტის კაბა ფილმიდან „ბინდი“ - ბელა სვანს კაროლინა ჰერერას კაბა ეცვა, რომლისღირებულებაც 35 000 დოლარს შეადგენს.
9. რენე ზელვეგერი - ეს კაროლინა ჰერერას მიერ შექმნილი კიდევ ერთი ულამაზესი საქორწინო კაბაა. რენე 2005 წელს დაქორწინდა და სწორედ ეს კაბა მოირგო. მსახიობს სურდა მინიმალისტური და სადა კაბა შეერჩია.
10. ვიქტორია ბეკჰემი - ვიქტორიასა და დევიდ ბეკჰემის ქორწილი 1999 წლის ივლისში გაიმართა. ვიქტორიას გრანდიოზული და გლამურული საქორწინო კაბის დიზაინერი ვერა ვონგია. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ვიკი ამ კაბას სათუთად ინახავს და მის გარდერობში საპატიო ადგილს იკავებს.
თემები: მოდა, საქორწინო კაბა, საქორწინო კოლექცია
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია