ძლიერი პიროვნება არ ნიშნავს დიმინანტს, არც უხეშ ადამიანებს გულისხმობს. ისინი გამორჩეული ადამიანები არიან და მათთან ურთიერთობა საზოგადოების ნაწილისთვის ნამდვილი გამოწვევაა, რათა თავადაც გაუმჯობესდნენ და სრულყოფილებისკენ ისწრაფონ.
გთავაზობთ 7 ნიშანს იმისას, რომ ძლიერი პიროვნება ხართ:
1. არ ეძებთ საბაბებს, არ ცდილობთ თავის მართლებას - თუ ძლიერი ხართ, არასოდეს საუბრობთ წარუმატებლობის მიზეზებზე და არც კარგავთ დროს, მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ წარუმატებლობას სხვადასხვა მიზეზებით ამართლებენ.
ამის ნაცვლად კონცენტრირებას ახდენთ და ხარჯავთ ენერგიას იმაზე, რისი გაკეთებაც, მოგვარებაც შეგიძლიათ. შესანიშნავად იცით, რომ ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს იმისა, თუ რატომ ვერ გახდით წარმატებული, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მიზეზია, რატომაც შეძელით წარმატების მიღწევა.
2. არ კარგავთ დროს უსარგებლო საუბრებში - უამრავი იდეაგაქვთ ამიტომ, რა თქმა უნდა, არ გსურთ დახარჯოთ დრო იმაზე საუბარში, თუ ვის რა აცვია, ვინ ვის ხვდება და ა.შ. შეიძლება ფიქრობთ, რომ ცუდი ჩვევაა, როცა მსგავსი თემებით არ ინტერესდებით, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ძლიერი პიროვნების მახასიათებელია. ასეთ უმნიშვნელო დეტალებზე საუბრით მხოლოდ დროს დაკარგავთდა ტვინს უსარგებლო ინფორმაციით ავსებთ.
3. გადაწყვეტილებას განსჯის შემდეგ იღებთ - როცა ადამიანი დომინანტია მას არ შეუძლია სხვების გაგება. თვლის, რომ მისი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია. ძლიერი პიროვნებები ასე არ იქცევიან. ისინი ვითარდებიან, უსმენენ სხვებს და არიან ინფორმირებულები, არ არიან ტოლერანტულები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაწყვეტილებებს მყისიერად, განსჯის გარეშე იგებენ.
4. უსმენთ სხვებს - არაერთხელ გაგიგიათ ალბათ, რომ მოსმენის უნარი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა ადამიანის. ძლიერ პიროვნებებს მოსმენასთან ერთად, გულწრფელი რჩევის გაცემაც შეუძლიათ.
5. არ ხარჯავთ ენერგიას ყურადღების მისაპყრობად - თუმცა ამის მიუხედავად, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ. ეს იმიტომ, რომ გაქვთ რაღაც, რაც ძლიერი პიროვნების იმიჯს გაძლევთ და მაგნიტივით იზიდავთ ადამიანებს. არ გჭირდებათ ძალისხმევის გამოყენება, რომ შემოიკრიბოთ სოციუმი, ადამიანები ისედაც ყოველთვის თქვენ გარშემო არიან.
6. ხართ უშიშარი - რა თქმა უნდა, რაღაცის შეიძლება გეშინოდეთ, მაგრამ განხვავებაა თქვენს შიშებსა და სხვების შიშებს შორის. თქვენი შიში არ კარნახობს თქვენს ცხოვრებას, ვერ ახდენს გავლენას წარმატების მიღწევაზე.
7. ხედავთ დაუცველობას, როგორც შესაძლებლობას - ყველა ჩვენგანს გვაქვს მომენტები, როცა თავს დაუცველად ვგრძნობთ, მაგრამ ძლიერი ადამიანებისთვის დაუცველობა არის განვითარების, გაუმჯობესების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა იცით, რომ შორს ხართ სრულყოფილებისგან, მაგრამ ისწრაფვით მისკენ. აგრძელებთ სწავლას და განვითარებას.
თემები: ქალები, რჩევები, ძლიერი
<a href="http://unisoultheory.com">http://unisoultheory.com</a>