გაქვთ დრო საკუთარი თავისთვის და... - მარტოხელა ქალის 9 უპირატესობა
- 26.07.2017
კარგია თუ არა რომანტიკული ურთიერთობა? - ჩვენს დროში ამ კითხვამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. ფაქტია, რომ თანდათან უფრო ხშირად ვხვდებით გარშემო ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ სურთ მარტოხელობა. მათთვის ეს არის არჩევანი, ნებაყოფლობით სურთ, რომ დამოუკიდებლად და მარტომ იცხოვრონ.
რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ცუდია, თუმცა მარტოხელობასაც აქვს თავისი უპირატესობები.
1. თავად ხართ საკუთარი თავის უფროსი - არ გჭირდებათ ვინმეს თანხმობა რაიმე საკითხთან დაკავშირებით. რაც გსურთ იმას აკეთებთ. როცა ურთიერთობაში ხართ, ყველაფერი დუეტში უნდა გადაწყვიტოთ, ერთმანეთს შეუთანხმოთ.
2. ხართ თავდაჯერებული - ყველაზე მეტად საკუთარ თავს ეყრდნობი და ენდობი. ურთიერთობაში კი ზოგჯერ ადამიანები პარტნიორს საკუთარ თავზე მეტად ეყრდნობიან და თვითრწმენას კარგავენ.
3. შეგიძლიათ ფლირტი გააბათ ნებისმიერთან, ვინც მოგეწონებათ - და გააკეთოთ ეს ყოვეგვარი შიშისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე.
4. მეგობრული კავშირები არის უფრო ძლიერი - მეგობრები თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, როცა არ ხართ რომანტიკულ ურთიერთობაში. სასიყვარულო ურთიერთობა ხშირად ადამიანებს მეგობრებს აკარგვინებს.
5. გაქვთ დრო საკუთარი თავისთვის - რომანტიკულ ურთიერთობას ბევრი დრო სჭირდება, ეს მოითხოვს გამუდმებით კომუნიკაციას - პირისპირ, ონლაინ, თუ სატელეფონო კავშირს. გამუდმებით ვიღაცაზე ფიქრობთ, საკუთარი თავისთვის დრო არ გრჩებათ. როცა მარტოხელა ხართ, შეგიძლიათ როცა გინდა, რაც გინდათ ის გააკეთოთ.
6. არ რჩებით იმედგაცრუებული - პარტნიორზე ხშირად ბევრს ველით, ან უბრალოდ სხვა მოლოდინი გვაქვს და იმედი გვიცრუვდება. მარტოხელა ადამიანები ასეთი იმედგაცრუებისგან დაზღვეულები არიან.
7. ხართ ძლიერი - თავდაჯერებულობა ფსიქოლოგიურად, თუ ემოციურად ძლიერს გხდით. ხართ თამამი და ცხოვრობთ საკუთარი არჩევანის შესაბამისად.
8. შეგიძლიათ იმოგზაუროთ - მარტოხელა ადამიანებისთვის უფრო მარტივია ჩაალაგოს ჩანთა, როცა მოესურვება და წავიდეს სამოგზაუროდ. ხოლო ვინც ურთიერთობაშია, ან ოჯახი ჰყავს, მათთვის უფრო ძნელია ამის გაკეთება.
9. სამყარო თქვენს ხელთაა - მარტოხელობა გაძლევთ ბევრ დროს და შესაბამისად, ბევრი რამის გაკეთების საშუალებას. სამყარო თქვენს ხელთაა, მთავარია, მოინდომოთ.
თემები: ქალი, მარტოსულობის უპირატესობანი, მარტოხელა
<a href="http://sarcasm.co">http://sarcasm.co</a>