LIFE

8 ბიზნესი, რომელთა დაწყებასაც 100 დოლარად შეძლებთ

8 ბიზნესი, რომელთა დაწყებასაც 100 დოლარად შეძლებთ

ბიზნესის დაწყება და მისი ჭკვიანურად წარმართვა, ყველაზე მომგებიანი რამეა, ეს არის ის, რაც ფინანსურად უფრო მყარს გაგხდით. თუ დაამთავრეთ სკოლა, უნივერსიტეტი, არ ხართ დასაქმებული, თქვენთვის სასიამოვნო ამბავი გვაქვს - შეგიძლიათ მინიმალური თანხით საკუთარი ბიზნესი დაიწყოთ და ფინანსურად ძლიერი გახდეთ.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბიზნესის დაწყება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს მართალია, მაგრამ არსებობს ისეთი საქმეებიც, რომლის წამოწყება მცირედი თანხითაც არის შესაძლებელი.

გთავაზობთ ბიზნეს იდეებს, რომელთა განხორციელებაც 100 დოლარით, ან უფრო ნაკლები თანხითაც შეგიძლიათ:

1. ბლოგინგი - ბლოგინგი არის ბიზნესი, რომლის დაწყებაც იაფი ღირს, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი მფლობელის ჭკვიანური ქმედების შედეგად, შეიძლება ძალიან მომგებიანი გახდეს. ამ სფეროში ყველაფრის სწავლა ინტერნეტში არსებული რესურსებით შეგიძლიათ. არსებობს უამრავი ონლაინ გაკვეთილი, როგორ უნდა გააკეთოთ ბლოგი და მიიღოთ მისი საშუალებით შემოსავალი.

8 ბიზნესი, რომელთა დაწყებასაც 100 დოლარად შეძლებთ

2. სახლში მომზადებული საკვების ბიზნესი - სახლში მომზადებული გემრიელი საჭმელი, ეს ის არის, რაც ყველას უყვარს და რაც მომგებიანია. ადამიანები ძირითადად სწრაფი კვების ობიექტებში ე.წ. ფასთ ფუდებით იკვებებიან. ყველამ იცის, რომ ასეთი კვება ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის, თუმცა ხშირ შემთხვევაში სხვა გზა უბრალოდ არ არის, იძულებულები ვართ, ასეთი საჭმელები მივირთვათ. განსაკუთრებით, ეს პრობლემა სტუდენტებს აწუხებთ. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ სახლში მომზადებული საჭმლის სტუდენტებისთვის შეთავაზება განსაკუთრებით მომგებიანია.

3. ძიძა - ეს შეიძლება ცოტა მოძველებული ბიზნეს იდეაა, მაგრამ ძალიან პოპულარული და მომგებიანია. თუ ახალგაზდრა ასაკში ძიძად დაიწყებთ მუშაობას და შეიძენთ გამოცდილებას, ამ სფეროში დიდი წარმატების მიღწევა შეგიძლიათ. მშობლებს უყვართ წასვლა სავახშმოდ გარეთ, ან უბრალოდ რაიმე საქმე აქვთ.ასეთ დროს სჭირდებათ ვინმე, ვისაც ენდობიან, ვისთანაც ბავშვებს დატოვებენ.

დაიწყეთ მცირე სანაცნობო წრით - შესთავაზეთ მეგობრებს, ან მეზობლებს, რომ დაიტოვებთ ბავშვს, როცა ისინი დაკავებულები იქნებიან. შეგიძლიათ,შეთავაზება„ფეისბუქ“ რეკლამის საშუალებითაც გააკეთოთ. რა იცით, სამომავლოდ იქნებ საბავშვო ბაღიც გახსნათ.

4. ხელნაკეთი ნივთების მაღაზია - ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დასაწყები და ამავდროულად, მომგებიანი ბიზნესია. ხელნაკეთი ნივთებით ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც ინტერესდებიან. რა თქმა უნდა, ბიზნესი განსაკუთრებით მომგებიანია მაშინ, თუ თავად ქმნით კრეატიულ ნივთებს, მაგრამ თუ ვერ ქმნით, არც ეს არის პრობლემა, შეგიძლიათ მოძებნოთ, დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან და გააკეთოთ ასეთი მაღაზია.

5. რეპეტიტორი - მასწავლებლობაც ერთგვარი ბიზნესია. რა თქმა უნდა, უნდა შეგეძლოს სწავლება. თუ პროფესიონალი ხართ, მით უფრო მეტ ადამიანს მოუნდება რომ თქვენ იყოთ მისი, ან მისი შვილის რეპეტიტორი. შესაბამისად, შემოსავალიც გაიზრდება. რეპეტიტორობა შეუძლიათ სტუდენტებსაც. დაიწყეთ დაწყებითი კლასების ბავშვების მომზადებით, თანდათან თქვენს უნარებს განავითარებთ.

8 ბიზნესი, რომელთა დაწყებასაც 100 დოლარად შეძლებთ

6. ვებ-გვერდის დიზაინერი - ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეს, ვებ-გვერდის დიზაინერს გარკვეული ცოდნა და უნარი სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ეს ძალიან პოპულარული სფეროა და მის სწავლას მცირე დროში შეძლებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ კურსები, რომელიც მრავლადაა.

7. ავტომობილების ქიმწმენდა - ავტომობილის ქიმწმენდა შესანიშნავი გზაა დამატებით ფულის საშოვნელად. დაიწყეთ სამეზობლოდან, გააკეთეთ რეკლამა „ფეისბუქის“ საშუალებით, შესთავაზეთ ფასდაკლება სადღესასწაულო დღეებში.

8 ბიზნესი, რომელთა დაწყებასაც 100 დოლარად შეძლებთ

8. კალიგრაფისტი - საქართველოში ეს ჯერ არც ისე პოპულარულია, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ მზარდი სფეროა. ჩვენს დროში, როცა ყველაფერს ელექტრონულად ვწერთ, მნიშვნელოვანია კალიგრაფისტი რაიმე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. მაგალითად, ადამიანებს სურთ, რომ ქორწილის მოსაწვევი ბარათები ხელით იყოს დაწერილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ლამაზი კალიგრაფია გქონდეთ, თქვენი კალიგრაფია შეიძლება საკმაოდ ძვირად ფასობდეს.



<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>