LIFE

15 რჩევა - როგორ უნდა გაუმკლავდეთ განქორწინებით გამოწვეულ ტკივილს

15 რჩევა - როგორ უნდა გაუმკლავდეთ განქორწინებით გამოწვეულ ტკივილს

განქორწინება ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული პერიოდია. სამწუხაროდ, ხშირად წყვილები ვერ ეწყობიან ერთმანეთს და სხვადასხვა მიზეზის გამო განშორება გარდაუვალია.

„ფეისბუქის“ მომხმარებელ განქორწინებულ ქალებს სთხოვეს გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება დანარჩენებისთვის. აი რა რჩევებს აძლევენ ისინი სხვებს:

1. „მარტო დარჩენა რთულია. აქამდე ერთი გუნდი იყავით, ახლა დამოუკიდებლად უნდა გააგრძელოთ ცხოვრება, საკუთარი გზით. დასაწყისში მე და ჩემი ყოფილი ერთმანეთის სახლში ვატარებდით დიდ დროს, ამას ბავშვებისთვის ვაკეთებდით. მაგრამ მალე ცხადი გახდა, რომ განსხვავებული ცხოვრება უნდა აგვერჩია. საჭირო გახდა ერთგვარი გამყოფი ხაზის გავლება და რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას მით უფრო უკეთესი იქნება ყველასთვის“.

2. „დღემდე ვაგრძელებთ ერთმანეთთან ურთიერთობას, მაგალითად, დაბადების დღეებს, სხვადასხვა დღესასწაულებს ერთად ვატარებთ, როგორც ოჯახი, თუმცა არასოდეს ვერევით ერთმანეთის ურთიერთობაში.“

15 რჩევა - როგორ უნდა გაუმკლავდეთ განქორწინებით გამოწვეულ ტკივილს

3. „იპოვეთ რაიმე სულიერი საზრდო. ასეთ დროს სულიერ განვითარებაზე კონცენტრირება დამეხმარა შფოთვის დაძლევაში“.

4. „დასაწყისში დაანებეთ თავი სოციალურ ქსელებს და იქ ბედნიერი ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვებას“

5. „ყოფილს ნუ მოიხსენიებთ ცუდი სიტყვებით, მით უფრო,ბავშვებთან. შვილები ჩათვლიან რომ მათ მუტანტის გენი აქვს. რაც უნდა გაბრაზებული იყოთ, ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიეთ ის.“

15 რჩევა - როგორ უნდა გაუმკლავდეთ განქორწინებით გამოწვეულ ტკივილს

6. „კარგად გაერკვიეთ რა მოხდა, ვინ დაუშვა შეცდომა. ამით დაზღვეული იქნებით, რომ შეცდომა კვლავ არ გაიმეოროთ“

7. „თუ იპოვით წყვილს, რომელთაც განქორწინების შემდეგ კარგი ურთიერთობა აქვს, ესაუბრეთ და აიღეთ მაგალითი მათგან. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ თქვენი შვილების მამასთან ურთიერთობა და ამავდროულად დააწესოთ საზღვრები“.

8. „მარტოობა შეიძლება გამანადგურებელი იყოს. ნუ დარჩებით მარტო, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. დაკავდით სხვადასხვა აქტივობით. ვფიქრობ, უფრო მარტივია, როცა შვილები გყავს, იმიტომ რომ უბრალოდ არ გაქვს დრო დეპრესიისთვის, მოწყენისთვის. მე შვილებთან ერთად მივდიოდი ქალაქგარეთ შაბათ-კვირას და ვცდილობდი მხიარულად გამეტარებინა დრო, არ მეფიქრა ცხოვრების სირთულეებზე.“

9. „მე ფსიქოლოგს მივმართე და სწორედ ეს დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში. დამეხმარნენ მეგობრები, რომლებიც ჩემ გვერდით იყვნენ და არასოდეს მტოვებდნენ მარტო“.

10. „შეცვალეთ ცხოვრების სტილი. სცადეთ, იცხოვროთ სხვაგვარად, ნუ ივლით იმ ადგილებში, სადაც ყოფილ ქმართან ერთად დადიოდით. გამოიგონეთ რაიმე ახალი ტრადიცია, რომელიც მხოლოდ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის იქნება.“

11. „დედამ მირჩია, რომ არ ვესაუბრო ჩემს ყოფილ დედამთილს უარყოფითი სიტყვებით იმიტომ, რომ ის ჩემი შვილების ბებიაა. მეუღლეს 22 წლის წინ გავშორდი და შედეგად ახლა შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჩემს შვილებს ფანტასტიკური ურთიერთობა აქვთ ბებოსთან და მამასთან“.

15 რჩევა - როგორ უნდა გაუმკლავდეთ განქორწინებით გამოწვეულ ტკივილს

12. „გაყრა ძალიან მძიმე და რთული პერიოდია და ვფიქრობ. რომ ნუგეშისმოცემა ამ დროს არავის შეუძლია. უბრალოდ გარკვეული დრო უნდა გავიდეს.“

13. „ნუ ჩაუტარებთ ბავშვებს გამოცდას და ნუ აიძულებთ რომ აირჩიონ, რომელ მშობელთან სურთ ცხოვრება. ეს დამღუპველად მოქმედებს მოზარდების ფსიქიკაზე. მიეცით მათ საშუალება, რომ ორივე უყვარდეთ და ორივესთან გაატარონ დრო.“

14. „ყველაზე სწორი ამ დროს შვილებზე და მათ ფსიქიკაზე ფიქრია. ეს იყო ერთადერთი რაზეც განქორწინების დროს ვფიქრობდი. შეცდომაა, თუ ისაუბრებთ და იფიქრებთ თქვენს პირად გრძნობებსა და განცდებზე, რა თქმა უნდა, ასეთი განცდები იქნება, თუმცა აუცილებლად უნდა გადაიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე“.

15. „აუცილებლად უნდა გყავდეთ გვერდით მეგობარი, რომელიც დაგეხმარებათ, გაგამხიარულებთ და სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ“.



<a href="http://motto.time.com">http://motto.time.com</a>