LIFE

როგორ უნდა იპოვოთ პარტნიორის საუკეთესო მხარე? - ის, რაც მყარი ურთიერთობის წინაპირობაა

როგორ უნდა იპოვოთ პარტნიორის საუკეთესო მხარე? - ის, რაც მყარი ურთიერთობის წინაპირობაა

ადამიანთა დიდ ნაწილს სურს იპოვოს ისეთი პარტნიორი, როგორიც მას სრულყოფილად მიაჩნია. ისეთი, როგორიც გონებაში წარმოსახა. ეს პრობლემაა და დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ სრულყოფილება არ არსებობს. დიახ, ყველა ჩვენგანს გვაქვს რაღაც უპირატესობა, მაგრამ თუ თქვენ სრულყოფილებას ეძებთ, იმედგაცრუებულნი დარჩებით და შეიძლება ამან საბოლოოდ მარტოხელობამდე მიგიყვანოთ, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, სრულყოფილი არავინაა. ეს მირაჟია და მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს.

საკითხს სხვაგვარად უნდა შეხედოთ - ვინ იქნება თქვენთვის სრულყოფილი?

ის, ვინც სრულყოფილად მიგაჩნდათ 20 წლის ასაკში, ახლა დიდი ალბათობით ასე აღარ გეჩვენებათ.

როგორ უნდა იპოვოთ პარტნიორის საუკეთესო მხარე? - ის, რაც მყარი ურთიერთობის წინაპირობაა

მოდით დავანებოთ თავი სიტყვას „სრულყოფილი“ და მის ნაცვლად გამოვიყენოთ „მნიშვნელოვანი“. რა არის მნიშვნელოვანი თქვენთვის? დაფიქრდით ყველა იმ ურთიერთობაზე, რომელიც აქამდე გქონიათ, რა ისწავლეთ ამ ურთიერთობებიდან, რა გსურთ, რა გჭირდებათ, იფიქრეთ სიყვარულზე და დაკარგვაზე და ჰკითხეთ საკუთარ თავს რა არის თქვენთვის დღეს მნიშვნელოვანი?

აქვს თუ არა პარტნიორს თქვენთვის მნიშვნელოვანი თვისებები. ზოგჯერ ადამიანს ჰყავს ისეთი პარტნიორი, რომელსაც სწორედ ასეთი თვისებები აქვს, მაგრამ ამას ვერ ხვდება. უნდა იპოვოთ მასში ეს თვისებები, უნდა აღმოაჩინოთ ის.

როგორ უნდა იპოვოთ პარტნიორის საუკეთესო მხარე? - ის, რაც მყარი ურთიერთობის წინაპირობაა

როგორ უნდა იპოვო საუკეთესო პარტნიორში? - ის ყოველთვის აგვიანებს, სახლს მოუწესრიგებელს ტოვებს, ავიწყდება გასაღები, არ არის ისეთი მოსიყვარულე, როგორც გსურთ, მისი მშობლები გაღიზიანებთ, - სია, რის გამოც შეიძლება არ მოგწონდეთ, დაუსრულებელია, თუმცა მყარი ურთიერთობა გულისხმობს, რომ მიიღოთ ადამიანი თავისი უარყოფოთით.

1. მიიღეთ ისეთი, როგორიც არის - მიიღეთ მისი ყველა ქცევა - როგორ ჭამს, როგორ იცვამს, როგორ საუბრობს, როგორ უყურებს სამყაროს. არ უნდა სცადო მისი შეცვლა და არ უნდა მოითხოვო რომ მოიქცეს ისე, როგორც შენ წარმოგედგინა.

2. შეწყვიტეთ მისი თქვენს ყოფილებთან შედარება - ზოგჯერ ადამიანები პარტნიორს თავიანთ ყოფილებს ადარებენ. ამ თამაშში გამარჯვებული არავინ არის და ეს ურთიერთობის დანგრევისკენ მიმართული მახეა. რატომ გსურთ, რომ ადამიანი რომელთანაც ახლა ხართ თქვენს რომელიმე ყოფილს ჰგავდეს და მის მსგავსად იქცეოდეს? ასეთი აზროვნება ხელს გიშლით, რომ დაინახოთ იმ ადამიანის დადებითი მხარეები, რომელიც თქვენ გვერდითაა. ყველა ახალ ურთიერთობას უნდა შეხედოთ ისე, როგორც ახალს და შეწყვიტოთ ძველებთან შედარება.

3. ნაცვლად იმისა რომ პარტნიორის შეცვლა სცადო, შეხედე შენს თავს, შეგიძლია შეიცვალო? - თუ გულწრფელი იქნებით საკუთარ თავთან, აუცილებლად იტყვით, რომ თქვენ არ შეგიძლიათ შეიცვალოთ, თქვენ ასეთი ხართ. ამის შემდეგ უფრო გაგიმარტივდებათ გაუგოთ საყვარელ ადამიანს. ნუ დახარჯავთ ენერგიას სხვის ცვლილებაზე, ეს ენერგია მოახმარეთ საკუთარი თავის არა შეცვლას, არამედ გაუმჯობესებას.



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>