ხშირად ადამიანებს გვეშინია საკუთარი იდეების, არ ვართ გაბედულები, თავდაჯერებულები და ეს ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში. გვაშინებს როგორც პირადი, ასევე კარიერული ცვლილებები და ვერ ვიქმნით ისეთ ცხოვრებას, როგორიც გვსურს.
ფსიქოლოგი შანონ კაისერი წერს, რომ შიშის ნაცვლად უმჯობესია კონცეტრირება მოვახდინოთ ჩვენს სურვილებზე. შიშის დაძლევის ყველაზე სწრაფი გზა არის შემდეგი - „გააკეთეთ ის, რისიც გეშინიათ. ეს შეიძლება უცნაურად და საშინლად ჟღერდეს, მაგრამ სიმართლეა“.
ფსიქოლოგი გვთავაზობს 5 მეთოდს, რომელთა საშუალებითაც უფრო გაბედულები გავხდებით.
1. იყავი ისეთით, როგორიც სინამდვილეში ხართ და აკეთეთ ის საქმე, რომელიც გსურთ - ადამიანები იმედგაცრუებულნი უმეტესად იმიტომ არიან, რომ ისინი თამაშობენ, აკეთებენ იმას, რასაც სოციუმი მათგან მოითხოვს. ჰკითხეთ საკუთარ თავს - რა გსურთ რეალურად. ამის შემდეგ დაგეგმეთ როგორ მიაღწიოთ დასახულ მიზანს და შემდეგ ყველაფერი გააკეთეთ მის მისაღწევად. არ იცხოვროთ სხვისი სურვილების მიხედვით.
2. ნუ დაკარგავთ დროს ნეგატიურ ფიქრებზე - გამბედაობა ნიშნავს იმას, რომ შეძლოთ დაძლიოთ ნეგატიური ფიქრები და შეწყვიტოთ თავის მართლება. შეიძლება ფოკუსირებული ხართ მხოლოდ ნეგატივზე - რომ არ გაქვთ ფული, ვერ იღებთ ცხოვრებისგან იმას, რაც გსურთ და ამაზე ფიქრები გტანჯავთ. მსგავსი ფიქრები მხიარულებისა და ცხოვრებით ტკბობის უნარს გართმევენ. ყოველ ჯერზე, როცა თავს გამოიჭერთ რომ ნეგატიური ფიქრები გაწუხებთ, სცადეთ სხვა რამეზე გადაიტანოთ ყურადღება, არ გაჰყვეთ ამ ფიქრებს.
3. დაკავდით ისეთი საქმით, რაც ბედნიერებას მოგანიჭებთ - მიეცით საკუთარ თავს უფლება გქონდეთსურვილები და აისრულოთ ისინი, გიყვარდეთ საკუთარი თავი. დაკავდით ისეთი საქმეებით, რაც სიამოვნებასა და ბედნიერებას განიჭებთ. შემოუშვით ცხოვრებაში მეტი ბედნიერება და უარი უთხარით შიშებს.
4. მიმართეთ შინაგან კრიტიკას - შინაგანი კრიტიკა - ეს არის ჩვენი ნაწილი, რომელიც გვეუბნება რომ ვართ ცუდები, ან კარგები. შინაგანი კრიტიკის საშუალებით განვსჯით საკუთარ თავს. ეს არის დიალოგი საკუთარ თავთან, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ უარყოფითი შინაგანი ხმა დადებითით შევცვალოთ და ვიფიქროთ მხოლოდ პოზიტივზე.
5. ინსპირაცია და მოქმედება - ჭეშმარიტი გაბედულება მოქმედებაშია, მაგრამ უმეტესი ჩვენგანი არ ვმოქმედებთ. როდესაც ვმოქმედებთ, ჩნდება შთაგონება და ქრება შიში. წარმატების მიღწევა კი, შთაგონებისა და აქტიური მოქმედების გარეშე შეუძლებელია.
თემები: ურთიერთობა, მიზანი, ქალები, წარმატება, რჩევები
<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>