LIFE

3 რჩევა, როგორ არ გახდეთ პარტნიორზე დამოკიდებული და შეინარჩუნოთ საკუთარი მე

3 რჩევა, როგორ არ გახდეთ პარტნიორზე დამოკიდებული და შეინარჩუნოთ საკუთარი მე

ქალებს სჩვევიათ მამაკაცის აყვანა კვარცხლბეკზე და საკუთარი ინტერესების დავიწყება. ჟურნალისტი დერილ ლინდსი გვიხსნის, რატომ არის სახიფათო გაიხსნა ზედმეტად პარტნიორთან და როგორ ავარიდოთ თავი ამას.

გავრცელებული სიტუაცია: ქალს უყვარდება, ავიწყდება საკუთარი თავის შესახებ და კარგავს ინდივიდუალურობას. სხვისი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე საკუთარი, ურთიერთობები შთანთქავს მას. ეს გრძელდება იქამდე, სანამ პირველი შთაბეჭდილების მაგია არ გაიფანტება.

3 რჩევა, როგორ არ გახდეთ პარტნიორზე დამოკიდებული და შეინარჩუნოთ საკუთარი მე

ჩვენი წარმოდგენა სიყვარულზე ჩამოაყალიბეს რომანტიკულმა ფილმებმა და ჟურნალებმა. ყველა მხრიდან გვესმის: „მეორე ნახევარი“, „მონათესავე სული“. ასეთ დამახინჯებულ აღქმაში იმალება პრობლემა. სინამდვილეში თქვენ არ გჭირდებათ საუკეთესო ნახევარი, თქვენ ისედაც მთლიანი ადამიანი ხართ. ბედნიერი წყვილები იქმნება ორი რეალიზებული ადამიანისგან, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი იდეები, გეგმები, ოცნებები. თუ გინდათ ააწყოთ ხანგრძლივი ურთიერთობები, არ გამოიტანოთ მსხვერპლად საკუთარი „მე“.

პირველ თვეებში ნაცნობობის შემდეგ ჩვენ ვხუჭავთ თვალს პარტნიორის ხასიათის თვისებებზე, რომლებიც შემდგომ გვაღიზიანებს. ჩვენ გვერდზე ვწევთ მიზნებს, რათა მეტი დრო დავუთმოთ საყვარელ ადამიანს. როდესაც ტრფიალის პერიოდი ქრება, ხვდებით, რომ გვერდით სულ სხვა ადამიანი გყავთ.

შეწყვიტეთ თავის მოკატუნება და დარჩით ვინც ხართ. თქვენს ნამდვილ „მე“-ს შეუძლია დააფრთხოს პოტენციური პარტნიორების ნაწილი, მაგრამ ამის გამო არ ღირს ნერვიულობა - მათთან მაინც არაფერი არ გამოვიდოდა.

3 რჩევა, როგორ არ გახდეთ პარტნიორზე დამოკიდებული და შეინარჩუნოთ საკუთარი მე

ურთიერთობების ადრეულ სტადიაზე საკუთარი „მე“-ს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ სამი მომენტი.

გახსოვდეთ მიზნების შესახებ

როცა ადამიანები ერთიანდებიან, იწყებენ გეგმების დაწყობას. შესაძლოა, ზოგიერთი მიზანი შეიცვალოს ან დაკარგოს აქტუალურობა. არ თქვათ უარი საკუთარ გეგმებზე, რათა გული მოუგოთ პარტნიორს.

დაუთმეთ დრო ოჯახსა და მეგობრებს

როდესაც ვეშვებით უეთიერთობებში, გვავიწყდება ახლობლები. თუ ახალ მამაკაცთან იწყებთ ურთიერთობებს, ნათესავებთან და მეგობრებთან კავშირის შესანარჩუნებლად მოიკრიბეთ ორმაგი ძალა.

თავი არ დაანებოთ ჰობის

თქვენ არ ხართ ვალდებულები 100 %-ით გაიზიაროთ ერთმანეთის გატაცებები. იქნებ, თქვენ წიგნის კითხვა გიყვართ, მას კი - კომპიუტერული თამაშები. თქვენ ბუნებაში მოგწონთ ყოფნა, მას კი - სახლში ჯდომა. თუ თქვენი ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს, საშიში არაფერია, მთავარია იყოთ გულწრფელები და მხარში ამოუდგეთ ერთმანეთს.



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>