Vanity Fair-ის სექტემბრის ნომერში ანჯელინა ჯოლიმ ჯაბა დიასამიძის ქუდი მოირგო - მსახიობის ახალი ფოტოსესია
- 02.08.2017
ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ ანჯელინა ჯოლი სექტემბერში კიდევ ერთ საინტერესო ფოტო პროექტში გამოჩნდება.
ფოტოსესია Vanity Fair-ის სექტემბრის ნომერში დაიბეჭდება და ის სწორედ იმ ფოტოთი დაიწყება, სადაც ჯოლის ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი ქუდი ახურავს.
ჯაბა დიასამიძე, წლებია რაც საფრანგეთში მოღვაწეობს, თუმცა ჩვენებებს საქართველოშიც ხშირად მართავს.
„ფოტოსესიის იდეა იყო, რომ ის არ არის მხოლოდ - რეჟისორი, ქველმოქმედი, დედა, მსახიობი, ის ერთდროულად ყველაფერია“ - ამბობს, მოდის და სტილის დირექტორი ჯესიკა დიჰლი.
თემები: ანჯელია ჯოლი, ჯაბადიასამიძე
<a href="https://www.vanityfair.com">https://www.vanityfair.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია