რატომ არის უფრო საინტერესო იყო 40 წელს გადაცილებული ქალი, ვიდრე ახალგაზრდა გოგონა
- 03.08.2017
თუ ოდესმე გაგიჩნდათ აზრი, რომ 40 წლის შემდეგ ქალის ცხოვრება დასრულებულია - გაიხსენეთ ეს სტატია, იმ შესანიშნავი თვისებების შესახებ, რომლებსაც ფლობენ მხოლოდ ამ ასაკის „გოგონები“.
მათ ისევ სჯერათ უკეთესის, იმიტომ რომ უარესი, როგორც წესი, უკვე შეემთხვათ. ისინი გადარჩნენ - სწორედ იმისთვის, რომ ისევ ჰქონდეთ უკეთესის იმედი. ისინი იღებენ საუკეთესოს: იმიტომ რომ აქვთ უნარი დაინახონ იქ, სადაც სხვები ვერაფერს ვერ ამჩნევენ. მათ დახვეწილი მზერა, მძაფრი სმენა და ნაზი ხელები აქვთ.
ისინი ლამაზები არიან, თანაც საოცრად, იმიტომ რომ მათ აღიარეს რომ ყველაფერი კარგი აქვთ: ფეხები, მკერდი, ცხვირი. მათ ისწავლეს უყვარდეთ საკუთარი სხეულის ნაწილები ისე, რომ ახლა ვისაც გინდა შეუყვარდება ისინი. მაგალითად, ძალიან ადვილად შეიყვარონ ისინი - აი, ის ყველაზე საუკეთესო... 40 წელს გადაცილებულმა „გოგონებმა“ იციან საიდუმლო.
მათ უკვე გავლილი აქვთ ეს ხუმრობები „მილიონის“, „კარიერის“, „წარმატებისა“ და „სოციალური სტატუსის“ შესახებ. მათ უკვე ზუსტად იციან, რომ ყველაზე მთავარი ის კი არ არის, რასაც აჩვენებენ ტელევიზორში, წერენ ინტერნეტში და სოცქსელებში. მთავარი მათ იციან და ჩუმად არიან: იმის შესახებ, რომ ცხოვრებაში მთავარია - თვით ცხოვრება: მისი გემო, ფერი, რიტმი, სურნელი, უნარი გიხაროდეს და დატკბე ყოველი დღით.
მათ დიდი ხანია არ გააჩნიათ დაზეპირებული ფრაზები, ცდუნებისთვის მომზადებული ხრიკები და მორიგი გასასვლელი ჩაცმულობა. ისინი აღარ იმყოფებიან „აქტიურ ძებნაში“. მათ უკვე იპოვნეს ის, ვინც სჭირდებოდათ მთელი ეს წლები - რეალური საკუთარი თავი. და აღმოჩნდა, რომ ასეთი ნამდვილები ისინი ძალიან საინტერესოები არიან გარშემომყოფებისთვის. პრაქტიკულად ყველასთვის, და ღირსეული მამაკაცისთვის - მითუმეტეს.
მათ ისევ იციან გულამოსკვნით ტირილი და გულიანად სიცილი. მათ სძულთ ის დრო, როცა, რაც არ უნდა ყოფილიყო, საჭირო იყო ზურგის სწორად დაჭერა, გაღიმება, თუნდაც როცა გეტირება. მათ მობეზრდათ საკუთარი თავის ხელში აყვანა, მათ გაინთავისუფლეს ხელები - და თავისუფლებაზე გამოვიდა ცოცხალი, ნამდვილი.
ისინი ცხოვრობენ, როგორც სუნთქავენ: ხან მძვინვარედ, ხან ნელა და ძლივს გასაგონად, ხანაც აჩქარებულად და აზარტულად... სუნთქავენ ცხოვრების რიტმში, ცხოვრობენ სუნთქვის რიტმში. როგორც იქნა, 40 წლის შემდეგ ეს გამოუვიდათ: ერთდროულად იცხოვრონ ცხოვრებასთან.
40 წელს გადაცილებული „გოგონები“ საშინლად ცნობისმოყვარეები არიან. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ „ყველაფერი ვიცის“ შემდეგ თურმე გარშემო ბევრი საინტერესო რამ არის. ცეკვაც, იოგაც, პროგრამირება, მოგზაურობა და კულინარია. და მათ ეს ყველაფერი გამოსდით.
40 წელს გადაცილებული „გოგონები“ სულაც არ არიან დეიდები. ისინი ატარებენ გრძელ ქვედაბოლოს, იმიტომ რომ ეს ძალიან ლამაზია. მოკლესაც ატარებენ, და ჯინსებსაც. მათ არაფრის გაგონება არ სურთ „მოდურის“, „ტრენდის“ და „ამ სეზონშის“ შესახებ. მათ უნდათ, რომ პირადად მათთვის იყოს ლამაზი. და ამ სილამაზეში ძალიან ბევრი ქალური, თბილი და აუჩქარებელია.
40 წელს გადაცილებული „გოგონები” აღარ ითვლიან კალორიებს. იმიტომ რომ სიყვარული, ინტერესი, მოძრაობა, აზარტი, შთაგონება ფიტნეს-დარბაზებსა და პლასტიკურ ქირურგებზე ბევრად უფრო უკეთესად მუშაობს. დიახ, იმიტომაც გახდნენ ასეთი ლამაზები.
40 წელს გადაცილებულმა „გოგონებმა“ დაივიწყეს დრის მენეჯმენტი და ტრანსფორმაციული მეტყველება. მათ თითოეული წუთის ფასი იციან, ყველგან ასწრებენ, არსად არ აგვიანდებათ, იმიტომ რომ არსად ეჩქარებათ.
თემები: ასაკი, ქალები, 40 წელი
<a href="http://lady21vek.com">http://lady21vek.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია