ელიზაბეტ II-ის სასმელების მენიუ - დედოფალი ალკოჰოლურ სასმელს დღეში 4-ჯერ მიირთმევს
- 03.08.2017
ელიზაბეტ მეორე უკვე ათეული წლებია გაერთიანებული სამეფოს დედოფალია. ის 91 წლისაა და მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის აქვს დრო ალკოჰოლური სასმელის მისაღებად - უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, ის დღეში 4-ჯერ იღებს ალკოჰოლს.
„ბიზსნეს ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა სტატია დედოფლის რაციონის შესახებ და მისი სასმელების მენიუ ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ლანჩამდე ის მიირთმევს ჯინს და ტკბილ არომატიზებულ კოქტეილს ლიმონითა და ყინულით.
„ინდეფენდენთის“ ცნობით, დედოფალი ლანჩის განმავლობაში ერთ ჭიქა ღვინოს მიირთმევს საკვებთან ერთად და თვლის, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
დესერტად კი ელიზაბეტ მეორე ლანჩს შოკოლადს აყოლებს.
როგორც ცნობილია, საღამოს ის მშრალ მარტინის სვამს და დღეს ამთავრებს ერთი ჭიქა შამპანიურით.
დედოფლის ბიძაშვილმა მარგარეთ როუდსმა „ინდეფენდენტს“ უთხრა, რომ მისი სასმელების მენიუ არასოდეს იცვლება.
როგორც ცნობილია ელიზაბეტ II-ს არ უყვარს ლუდი.
თემები: დედოფალი, სამეფო, ელიზაბეტმეორე, ინგლისი