სილამაზე

მაკიაჟის ხელოვნების 3 საიდუმლო, რომელიც უფრო ახალგაზრდულ იერს მოგცემთ

მაკიაჟის ხელოვნების 3 საიდუმლო, რომელიც უფრო ახალგაზრდულ იერს მოგცემთ

მაკიაჟის ხელოვნება ჩვენ დროში განსაკუთრებით განვითარდა და მაღალ საფეხურზე ავიდა. მაკიაჟის წყალობით დღეს ადამიანის ვიზუალში წარმოუდგენელი ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი.

ინოვაციური მაკიაჟის ხელოვნების სპეციალისტი ტრიშ მაკევოი გალამაზების სხვადასხვა მეთოდებსა და ხერხებს გვთავაზობს.

ამჯერად მან „ჰარპერს ბაზარს“ მაკიაჟის ის სამი საიდუმლო გაუმხილა, რომელთა დახმარებითაც უფრო ახალგაზრდა გამოჩნდებით.

Trend.Ge-მ გადაწყვიტა ეს სამი საიდუმლო თავისი მკითხველისთვისაც გაეზიარებინა:

1. თვალები - როდესაც ხართ ახალგაზრდა, წამწამები არის უფრო ხშირი და მჭიდროდაა ერთმანეთთან განლაგებული. ეს კი, თვალს უფრო დიდს აჩენს და განსაზღვრავს მის ფორმას. როცა ასაკში შედიხართ, წამწამები თანდათან უფრო ძნელად შესამჩნევი ხდება, იშვათდება და თხელდება. შესაბამისად, თვალის ფორმაც აღარ ჩანს ისეთი, როგორიც ადრე იყო. 

BO-3 Instagram Post

პრობლემა შეგიძლიათ ასე გადაჭრათ - შექმნათ ილუზია მაკიაჟის საშუალებით თითქოს წამწამები კვლავ ხშირია. ამის მიღწევას შეუმჩნეველი თვალის მოხატვის ტექნიკის გამოყენებით შეძლებთ. თვალის ზედა ქუთუთოზე შიგნით და ასევე თვალის კუთხეებში უნდა წაისვათ ლაინერი. შეეცადეთ, რომ არ გამოიყენოთ ისეთი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც თვალს გააღიზიანებს. ამის საშუალებით თვალს ფორმა ძველებური ფორმა უბრუნდება.

2. წარბები - მოვლილი და ლამაზი წარბი ლამაზი ვიზუალისთვის უმნიშვნელოვანესია. როცა ასაკში შევდივართ წარბი კარგავს ფერს და შეიძლება ის ხშირიც აღარ იყოს. ახალგაზრდას წარბი უფრო ჯანსაღად გამოიყურება, აქვს კონკრეტული ფორმა და ფერი. ახალგაზრდული იერის დასაბრუნებლად გამოიყენეთ წარბისთვის განკუთვნილი ტუში და მისი ფორმა განსაზღვრეთ ფანქრით. ასე თქვენს წარბს ახალგაზრდული ელფერი მიეცემა.

BO-4 Instagram Post

3. ტუჩები - ასაკში ტუჩები თხელდება და კარგავს ფერს, განიცდის ჰიდრატაციას. პირველ რიგში, გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი. გამოიყენეთ ისეთი ტუჩსაცხი, რომელსაც დამატენიანებლის ფუნქციაც აქვს. გამოიყენეთ ღია ფერის ტუჩსაცხი, ვინაიდან ასე ტუჩი უფრო სქელი ჩანს, ხოლო თუ მუქი ფერის ტუჩსაცხს წაისვამთ, ტუჩი უფრო პატარა გამოჩნდება. ტუჩსაცხის წასმის შემდეგ შემოსაზღვრეთ ტუჩები ტუჩსაცხის ფერის კონტურული ფანქრით. ამ ტექნიკის წყალობით ტუჩებს მიეცემა ფორმა, უფრო სავსე გამოჩნდება და ახალგაზრდული იერი ექნება.

BO-5 Instagram Post



<a href="http://www.harpersbazaar.co.uk">http://www.harpersbazaar.co.uk</a>