LIFE

6 შეცდომა, რომელიც კარიერულ ზრდაში ხელს გიშლით

6 შეცდომა, რომელიც კარიერულ ზრდაში ხელს გიშლით

კატასტროფა არ მოხდება თუ შეცდომას დაუშვებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ რა რეაგირებას მოახდენთ და რას ეტყვით ამ დროს საკუთარ თავს. ფსიქოლოგი ტრევის ბრედბერი დარწმუნებულია, რომ შთაგონებას შეუძლია გააძლიეროს ნეგატიური განცდები, მაგრამ შეიძლება ასევე დაეხმაროს ადამიანს შეცდომის გამოსწორებაში.

1. სრულყოფილება = წარმატებას

ადამიანები ბუნებით არ არიან სრულყოფილები. თუ გინდათ რომ სრულყოფილი იყოთ, მუდმივად დაგტანჯავთ დაუკმაყოფილების შეგრძნება, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებთ. ამიტომ დატკბით საკუთარი მიღწევებით და ნუ გექნებათ იმის განცდა რომ ხელიდან გაუშვით შესაძლებლობები.

2. ბედისწერა უკვე წინასწარ არის განსაზღვრული

უამრავი ადამიანია დარწმუნებული, რომ წარმატება ან წარუმატებლობა წინასწარ არის განსაზღვრული ბედისწერით. ნუ აყვებით ცდომილებას: ბედისწერა თქვენს ხელშია. ის, ვინც საკუთარი წარუმატებლობის ნაკადს გარე ძალებით ხსნით, ამით მხოლოდ გამართლებას ეძებენ. წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებულია იმაზე, მზად ვართ თუ არა მივიღოთ მაქსიმუმი იქიდან, რაც გვერგო.

3. მე „ყოველთვის“ რაღაცას ვაკეთებ ან „არასოდეს“ ვაკეთებ

ცხოვრებაში არაფერი არ არის, რა ყოველთვის გამოგვდის ან პირიქით. საკუთარი ქცევის აღწერა ტერმინებით „ყოველთვის“ და „არასოდეს“ - ნიშნავს უბრალოდ თავის შეცოდებას. თქვენ შთააგონებთ თავს, თითქოს საერთოდ არ აკონტროლებთ საკუთარ ცხოვრებას და ვერ შეიცვლებით. ნუ მიეცემით ამ ცდუნებას.

4. წარმატება - ეს სხვების მიერ მოწონებაა

მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები კონკრეტულ მომენტში, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ თქვენ არც თუ ისე კარგი ხართ და არც თუ ისე ცუდი, როგორც თქვენზე ლაპარაკობენ. სხვის შეხედულებებს საკუთარ თავზე ყოველთვის სკეპტიკურად შეხედეთ, მაშინ ყოველთვის პატივს სცემთ და დააფასებთ საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ სხვები.

5. ჩემი მომავალი ისეთივე იქნება, როგორიც წარსული

მუდმივმა წარუმატებლობებმა შეიძლება შეგირყიოთ საკუთარი თავისადმი რწმენა, რომ შეგიძლიათ მომავალში რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ. გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია უნარი შემოატრიალო წარუმატებლობები საკუთარი თავის სასარგებლოდ. ღირსეული მიზნის მიღწევისთვის ყოველთვის საჭიროა რისკი, და არ მისცეთ ნება წარუმატებლობას მომავლის რწმენა წაგართვათ.

6 შეცდომა, რომელიც კარიერულ ზრდაში ხელს გიშლით

6. ჩემი ემოციები - ეს რეალობაა

მნიშვნელოვანია ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი ემოციები და შეძლოთ გამიჯნოთ ფაქტები ფანტაზიისგან. სხვა შემთხვევაში პირად განცდებს შეუძლია დაამახინჯოს რეალობა თქვენს წარმოდგენაში.



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>