მშობლები

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლაში წასასვლელად? - სახელმძღვანელო პირველკლასელთა მშობლებისთვის

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლაში წასასვლელად? - სახელმძღვანელო პირველკლასელთა მშობლებისთვის

სკოლის დაწყება ბავშვების ნაწილისთვის შეიძლება რთული პერიოდი აღმოჩნდეს. ზოგადად, ყველა ბავშვს აშინებს წასვლა სადმე ახალ ადგილას და იმ ადამიანების ნახვა, მათთან ურთიერთობა, რომლებიც აქამდე არ უნახავს.

ის უცხო გარემოში ხვდება, უჭირს ადაპტირება და ბევრ მათგანზე ეს მძიმე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც თქვენც და თქვენს შვილსაც სკოლაში მისვლის პირველ დღეებს გაგიმარტივებთ:

1. აუხსენით, როგორი იქნება ამიერიდან მისი გრაფიკი. უთხარით რომელ საათზე იწყება სკოლა და რომელზე მთავრდება. წინასწარ მოამზადეთ ამისთვის.

2. ჰკითხეთ, რას გრძნობს სკოლაში წასვლის გამო, მოისმინეთ მისი გულწრფელი პასუხები.

3. ეწვიეთ სკოლას შვილთან ერთად სწავლის დაწყებამდე. მიეცით საშუალება, წინასწარ დაათვალიეროს საკლასო ოთახი და ის გარემო, სადაც დროის დიდი ნაწილის გატარება მოუწევს. იდეალური იქნება, თუ საშუალება გექნებათ შეახვედროთ წინასწარ მის მომავალ მასწავლებელს.

4. ესაუბრეთ იმ პოზიტიურ ასპექტებზე, რასაც მას სკოლის დაწყება მოუტანს. უთხარით, რომ სკოლაში დროს მხიარულად გაატარებს და ახალ მეგობრებს შეიძენს. 

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლაში წასასვლელად? - სახელმძღვანელო პირველკლასელთა მშობლებისთვის

5. უთხარით, რომ მხოლოდ ის არ ნერვიულობს, რომ ყველა ბავშვი ნერვიულობს სკოლაში მისვლის პირველ დღეს.

6. შეგიძლიათ წიგნში ჩადოთ რამე ისეთი, რაც თქვენს თავს გაახსენებს და აფიქრებინებს, რომ მასზე ფიქრობთ მაშინაც კი, როცა მის გვერდით არ ხართ.

7. დაარწმუნეთ ბავშვი, რომ თუ რაიმე პრობლემა წარმოიშვება სკოლაში, თქვენ მის გვერდით გაჩნდებით და დაეხმარებით პრობლემის გადაჭრაში.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლაში წასასვლელად? - სახელმძღვანელო პირველკლასელთა მშობლებისთვის

 

8. კარგი იქნება თუ მოახერხებთ და რომელიმე კლასელს სკოლის დაწყებამდე გააცნობთ. როცა ის სკოლაში მივა, ნაცნობ სახეს დაინახავს და აღარ ინერვიულებს.

9. ორგანიზება გაუწიეთ, რომ ბავშვი სკოლაში სხვა ბავშვებთან ერთად წავიდეს. ასე უფრო მეგობრული ატმოსფერო ჩამოყალიბდება.

10. გაეცანით სკოლის შემდგომ ბავშვების აქტივობებს, რომელში ჩართვასაც თქვენი შვილიც შეძლებს. ეს შეიძლება რაიმე სასკოლო წვეულებაზე დასწრება, ან სპორტულ გუნდში ჩაწერა იყოს. ამ მეთოდით ბავშვს სკოლასთან ადაპტაცია არ გაუჭირდება.



<a href="http://www.parents.com">http://www.parents.com</a>