1. ნუ „ჩაძვრებით“ „სმარტფონში“ - გაღიზიანებთ როცა ვინმეს ესაუბრებით, ის კი მხოლოდ თავის სმარტფონს უყურებს? თქვენი მსგავსი საქციელიც ასევე გამაღიზიანებელია სხვებისთვის. პაემანზე მაინც დაივიწყეთ ტელეფონი და სოციალური ქსელები.
2. ნუ ისაუბრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე - ნუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენს თავზე საუბრით ვინმეს მოხიბლავთ. პირიქით, ეს ძალიან მოსაბეზრებელი და გამაღიზიანებელია. მიეცით პარტნიორსაც საშუალება საკუთარ თავზე გესაუბროთ.
3. ნუ ისაუბრებთ წარსულ სასიყვარულო ურთიერთობებზე - ეს არავის აინტერესებს და პირველივე პაემანზე თუ ყოფილებზე დაიწყებთ საუბარს, ან თვალს მოკრავთ ადამიანს და სიამაყით იტყვით, რომ ის თქვენი პარტნიორი იყო, სავარაუდოდ თქვენი პაემანი არც ისე წარმატებული აღმოჩნდება, ვწუხვართ.
4. დაამყარეთ თვალებით კონტაქტი - რა თქმა უნდა, თვალებით კონტაქტის დამყარება არ გულისხმობს, რომ მიაშტერდეთ ადამიანს და თავი უხერხულად აგრძნობინოთ. უნდა შეგეძლოთ ბალანსის დაცვა.
5. ფაქიზად მიირთვით - ნუ შეაშინებთ პოტენციურ პარტნიორს და ყველაფერს ნუ შეჭამთ, მაშინაც კი, თუ ძალიან გშიათ. არ ვამბობთ, რომ შიმშილით უნდა მოკვდეთ, მაგრამ ზომიერება ყველაფერში კარგია.
6. დაუსვით პირადი ხასიათის კითხვები - ცდებით თუ გგონიათ, რომ პაემანზე პოლიტიკაზე, ან კლიმატის ცვლილებებზე უნდა ისაუბროთ. უმჯობესია, თუ ისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენი შვილის ყოლა გსურთ და მსგავს თემებზე.
7. გამოიყენეთ რეგულარულად პირის სპრეი, ან საღეჭი რეზინი - მნიშვნელოვანი გქონდეთ სასიამოვნო სუნთქვა.
8. ნუ მიაშტერდები მის თეფშს და ნუ დაიწყებთ მისი ულუფის ჭამას, განსაკუთრებით პირველ პაემანზე - უმჯობესია, საკუთარს მიხედოთ.
9. შეუკვეთეთ ისეთი საჭმელი, რომელსაც მართლა შეჭამთ - რაიმე მსუბუქი და ნაცნობი გემო.
10. იყავით მოდური - მნიშვნელოვანია გეცვათ მოხდენილად. არ არის აუცილებელი ძვირადღირებული სამოსი. შედარებით დაბალ ფასიან სამოსშიც შეიძლება ადამიანი მოდურად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ეს არის ის კომპონენტი, რომელსაც ადამიანები პირველივე შეხვედრისას ამჩნევენ.
თემები: მამაკაცები, ქალები, რჩევები, პაემანი