ჩვევები, რომლებიც უნდა დაივიწყოთ თუ გსურთ, რომ მოდური და ელეგანტური იყოთ
- 15.08.2017
გამოიყურებოდე მოდურად და ამ თვალსაზრისით სხვებისთვის მისაბაძი იყო, ეს არცთუ ისე მარტივია და საკმაოდ დიდი გამოწვევაა, მით უფრო მაშინ, თუ არ გაქვთ სტილის განსაკუთრებული შეგრძნობა.
ყოველდღიურად ვეცნობით სტილის ტენდენციებს, ვათვალიერებით მოდური ბლოგერების ფოტოებს „ინსტაგრამზე“ და ვცდილობთ გავავითაროთ საკუთარი გემოვნება. სამწუხაროდ, ქალების ნაწილს გვაქვს ჩვევები, რომლებიც ხელს გვიშლიან გვეცვას გემოვნებიანად.
გთავაზობთ ცუდ ჩვევებს, რომლებიც უნდა დაივიწყოთ:
1. სამოსის ყიდვა მხოლოდ იმიტომ, რომ ფასდაკლებაა - ხშირად სხავადასხვა ბრენდები, მაღაზიები ფასდაკლებებს გვთავაზობენ. ზოგჯერ ფასდაკლებები ძალიან მომხიბვლელია, რის გამოც ვყიდულობთ ისეთ სამოსს, რომელიც შეიძლება სულაც არ მოგვწონს.
უმჯობესია, ფასდაკლებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლოთ, თუ სამოსი მართლა მოგწონთ. თუ ისეთ სამოსს იყიდით, რომელსაც არასოდეს ჩაიცვამთ, მხოლოდ ფულის ტყუილად დახარჯვა გამოგივათ.
2. დაივიწყეთ ძალიან დიდი სამოსი - ვიცით, რომ დიდი ზომის სამოსი მოდურია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ 4 ზომით დიდი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ. დაიცავით ბალანსი. გახსოვდეთ, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა მოდურ დიდი ზომის სამოსსა და ოთხი ზომით დიდ ტანსაცმელს შორის.
3. ნუ ატარებთ ძალიან ბევრ სამკაულს, აქსესუარებს - აქსესუარები ძალიან კარგია, განსაკუთრებით მაშინ თუ შეგიძლიათ სათანადოდ შეუსაბამოთ ისინი სამოსს, მაგრამ ფრთხილად იყავით, ამ შემთხვევაშიც ზომიერების დაცვააა აუცილებელი. არ უნდა გადააჭარბოთ.
თქვენ გსურთ რომ გამოიყურებოდეთ გემოვნებიანად და თუ სამოსზე ძალიან ბევრ სამკაულს გაიკეთებთ,გემოვნებიანი და დახვეწილი ვიზუალი ვერ გექნებათ. უფრო მეტიც, თუ ძალიან ბევრ სამკაულს გაიკეთებთ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვინმე საახალწლო ნაძვის ხეს შეგადარებთ.
4. ნუ ჩაიცვამთ ყველაფერს ერთ ფერში - არ ჩაიცვათ ყველაფერი ერთ ფერში. როცა კაბის, ფეხსაცმლისა და ჩანთის ფერი ერთნაირია, ეს დახვეწილი გემოვნების ნიშანი ვერ იქნება. თუ გსურთ, რომ დახვეწილად და მოდურად გამოიყურებოდეთ, დაივიწყეთ ეს წესი. ფერთა გემოვნებიანი კომბინაცია სულ სხვა იერს მოგცემთ.
5. ძალიან ცდილობთ, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ, უფრო მარტივად შეხედეთ საკითხს - ზოგჯერ ადამიანები ძალიან ცდილობენ მოდურად გამოიყურებოდნენ და ზედმეტი მცდელობისგან რეალურად არც თუ ისე მომხიბვლელ „ლუქს“ იღებენ. ერთი მარტივი წესი რაც უნდა გაითვალისწინოთ ისაა, რომ ნუ ჩაიცვამთ სამსახურში ისე, თითქოს წვეულებაზე მიდიხართ და ნუ წახვალთ წვეულებაზე სამსახურის სამოსით.
თემები: სტილი, ქალი, ჩაცმულობა
<a href="http://fashion.allwomenstalk.com">http://fashion.allwomenstalk.com</a>