LIFE

პირველი ემოციური დახმარება ჩხუბის დროს

პირველი ემოციური დახმარება ჩხუბის დროს

რას აკეთებთ, როცა მოსაუბრისგან რისხვის ობიექტად იქცევით? - პასუხობთ ასეთივე აგრესიით, თავს იმართლებთ თუ ცდილობთ დაამშვიდოთ ის? იმისათვის რომ დაეხმაროთ სხვას, თავდაპირველად უნდა შეაჩეროთ საკუთარი „ემოციური სისხლდენა“, - თვლის კლინიკური ფსიქოლოგი აარონ კარმინი.

1. გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ

ჩვენ უამრავ ძალას ვხარჯავთ იმაზე, რომ ვასიამოვნოთ სხვებს ან არ დავტოვოთ ისინი უკმაყოფილოები. აღარ უნდა დაკავდეთ უსარგებლო რაღაცების კეთებით და უნდა დაიწყოთ რაიმე კონსტრუქციულის კეთება, მიიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენს პრინციპებს. შესაძებელია ამისათვის საჭირო იქნება შეწყვიტოთ იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდით და იზრუნოთ საკუთარ ბედნიერებაზე.

პირველი ემოციური დახმარება ჩხუბის დროს

2. გამოიყენეთ საკუთარი გამოცდილება და საღი გონება

ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ, და გაგვაჩნია საკმარისი გამოცდილება, რომ გავიგოთ, მოსაუბრის რომელ სიტყვებს აქვს აზრი, რომელს კი იმისთვის ამბობს, რომ თავმოყვარეობა შეგვილახოს. იმის მაგივრად, რომ ავყვეთ ინსტიქტურ სურვილს დავიცვათ თავი, უკეთესია გამოვიყენოთ საღი აზრი. თუ იგრძნობთ, რომ გულთან ახლოს მიგაქვთ შეურაცხყოფა, უთხარით საკუთარ თავს „სტოპ!“. სწორედ ამას ელიან ჩვენგან.

ის ცდილობს ამაღლდეს, დაგამციროთ, იმიტომ რომ სჭირდება საკუთრი რწმენის მომატება. ადამიანს, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს ან გააჩნია ასეთი მოთხოვნილება, ნუ უპასუხებთ მას იგივეთი.

3. შეიკავეთ თავი

ჩვენ თავად ვწყვეტთ, რა გვინდა გავუზიაროთ და როდის. მოცემულ მომენტში ჩვენ შეგვიძლია არ ვუთხრათ არაფერი, იმიტომ რომ ახლა აზრი არა აქვს რამის თქმას. მას არ აინტერესებს ჩვენი მოსმენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას „ვაიგნორირებთ“. უბრალოდ მოვაჩვენებთ, რომ ყურს ვუგდებთ. შეიძლება თავი დავუკრათ კიდეც.

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ წამოვეგებით მის ანკესზე.

პირველი ემოციური დახმარება ჩხუბის დროს

4. დაიბრუნეთ საკუთარი თავისადმი პატივისცემა

თუ საკუთარ თავზე მივიღებთ მის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფას, წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდებით. ის აკონტროლებს სიტუაციას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა და შევახსენებთ თავს, რომ ძვირფასები ვართ, მიუხედავად ყველა ჩვენი ნაკლისა.

მისი კრიტიკა არ არის ჩვენთვის ფასეული. იმისათვის რომ შევინარჩუნოთ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ მისი სიტყვები - ისტერიკაში ჩავარდნილი ბავშვის სიტყვებია. ჩვენ სრულიად შეგვიძლია შევიკავოთ თავი და არ დავუბრუნოთ ასეთივე ბავშვური პასუხი. ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ და ვწყვეტთ გადავერთოთ სხვა „რეჟიმში“. გავუწიოთ საკუთარ თავს ემოციური დახმარება და მხოლოდ შემდეგ ვუპასუხოთ.



<a href="http://www.psychologies.ru/">http://www.psychologies.ru/</a>