მოდის სახლმა Chanel-მა „მეკობრეებს“ სასამართლოში 3 მლნ. დოლარზე მეტი მოუგო
- 15.08.2017
ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ მოდის სახლმა Chanel-მა მოიგო სასამართლო იტალიური საიუველირო ბრენდის Golden Rose 999 Srl წინააღმდეგ. საერთო იურისდიქციის ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს, რომ საიუველირო მარკის ლოგოტიპი ჰგავს ფრანგული მოდის სახლის ცნობილ ლოგოტიპს. ორივე შემთხვევაში გამოიყენება ორი გადახლართული ასო C.
ეს უკვე მეორე სასამართლო განხილვაა მოცემულ საქმეზე. ადრე, 2014 წელს, მოიგო კომპანია Golden Rose 999 Srl-მა. მაგრამ ახლა ისინი ვალდებულები არიან გადაუხადონ Chanel-ს კომპენსაცია.
გარდა ამისა, ამ გამარჯვებამდე ცოტახნით ადრე Chanel-მა მოიგო საქმე კონტრაფაქტის შესახებ. Chanel-ის იურისტებმა სასამართლოში Amazon-ის გამყიდველებს უჩივლეს, რომლებიც ყალბი ასლებით ვაჭრობდნენ. ახლა თითოეული მაღაზია, რომელიც ბრენდის ასლებს ყიდის, 100 000 დოლარს გადაუხდის. კომპენსაციის საერთო თანხა 3 მლნ. დოლარზე მეტს შეადგენს.
თემები: მოდა, აქსესუარები, chanel
<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია