
გთავაზობთ ვარსკვლავების ჩამონათვალს, რომლებსაც ვერასოდეს ნახავთ ალკოჰოლური სასმელით ხელში.
1. ბრედლი კუპერი - 2013 წელს GQ-სთან ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ 29 წლის შემდეგ ალკოჰოლი არ მიუღია. „მაშინ მივხვდი, რომ თუ ალკოჰოლის მოხმარებას გავაგრძელებდი, ჩემს ცხოვრებას ბოლოს მოვუღებდი“, - ამბობს კუპერი.

2. ტაირა ბენკსი - სუპერმოდელი ამბობს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც არასოდეს არაფერზე ყოფილა დამოკიდებული. „არანაირი ნარკოტიკები. ალკოჰოლი 12 წლის ასაკში გავსინჯე და სულ ეს არის“, - ამბობს ტაირა ბენკსი.

3. კრისტინ დევისი - Sex and the City-ს ვარსკვლავი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, თუმცა მან 30 წლის ასაკში ჯანსაღი ცხოვრება აირჩია და მას შემდეგ აღარ გაკარებია ალკოჰოლს.

4. ჯეიდ პინკეტ სმიტი - მსახიობს ადრეული 90-იანების შემდეგ ალკოჰოლი არ გაუსინჯავს.

5. რობერტ დაუნი უმცროსი - Vanity Fair-თან ინტერვიუში 2014 წელს მსახიობმა თქვა, რომ 10 წელზე მეტია ალკოჰოლი არ გაუსინჯავს.

6. კრისტინა რიჩი - თინეიჯერობის დროს ის ბევრს სვამდა. „20 წლის ასაკში მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი ცხოვრებისთვის კარგი, ამიტომაც ალკოჰოლის გარეშე ვაგრძელებ ცხოვრებას“, - ამბობს რიჩი.

7. ნაომი კემპბელი - 2013 წელს Life & Style-თან ინტერვიუში სუპერმოდელმა განმარტა, რომ ალკოჰოლს თავი დაანება. „არ ვიღებ ალკოჰოლს და ეს მე მაბედნიერებს“, - ამბობს ნაომი.

8. ლანა დელ რეი - ბრიტანულ GQ-სთან ინტერვიუში, 2012 წელს ლანა ამბობდა, რომ თინეიჯერობის პერიოდში ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, თუმცა შეძლო ამ დამოკიდებულების დამარცხება და დღემდე ალკოჰოლს აღარ ეკარება.

9. ლეონა ლუისი - მომღერალი ამბობს, რომ ის ვერ იტანს ალკოჰოლის გემოს და არასოდეს უჩნდება სურვილი მისი მიღების. „ჩემი პირველი სინგლის, Bleeding Love წარმატება უალკოჰოლო შამპანიურით აღვნიშნე“, - ამბობს ლეონა.

10. ლუსი ჰეილი - მსახიობი „ინსთაილთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად, თუმცა საბოლოოდ მცდელობამ შედეგი გამოიღო.

11. ჯეკ ოზბორნი - რეალითი შოუების ვარსკვლავი თითქმის 15 წელია ალკოჰოლს არ გაჰკარებია.

12. ბობ ლოუი - 25 წელია მსახიობი არ გაჰკარებია ალკოჰოლს.

13. კელვინ ჰარისი - შოტლანდიელი დიჯეი ამბობს, რომ მიუხედავად მისი ცხოვრების წესისა, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით წვეულებებზე უწევს ყოფნა, არასოდეს სვამს. „ალკოჰოლი ცუდად მოქმედებს ჩემს ტვინზე“, - ამბობს ჰარისი.

14. ევა მენდესი - მსახიობი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, თუმცა 2008 წელს პრობლემა დაძლია.

15. დენიელ რედკლიფი - ის დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე, თუმცა „ჰარი პოტერის“ ვარსკვლავმა პრობლემა დაძლია.

16. რასელ ბრენდი - ინგლისელ კომიკოსს უკვე 14 წელია არ გაუსინჯავს ალკოჰოლი, თუმცა მანამდე დამოკიდებული იყო.

17. ბლეიკ ლაივლი - „ჭორიკანას“ ვარსკვლავი არასოდეს სვამს ალკოჰოლს და ის არასოდეს გაჰკარებია ნარკოტიკებს.

18. კენდრიკ ლამარი - 2013 წელს GQ-სთან ინტერვიუში რეპერი ამბობდა, რომ მიუხედავად თავისი სიმღერების ტექსტებისა, ის არ არის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მომხმარებელი.

19. ენდი მიურეი - ბრიტანელი ჩოგბურთელი ამბობს, რომ მან მარტივად დაანება თავი ალკოჰოლს. „მე ყოველთვის მაინტერესებდა რამდენად შორს წავიდოდი სპორტში და ამ საქმეში არ მსურდა, რომ რაიმეს ხელი შეეშალა“.

20. მაიკ პონსერი - მომღერალი ამბობს, რომ ალკოჰოლის გამო ის ცხოვრების ლამაზ მომენტებს ვერ აღიქვამდა, ამიტომაც უარი თქვა მასზე.

21. კიმ კარდაშიანი - ის არასოდეს სვამს ალკოჰოლს.

22. ბრედ პიტი - GQ-სთან ინტერვიუში ბრედმა აღიარა რომ ანჯელინასთან დაშორების შემდეგ ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. „მივხვდი, რომ ასე ცხოვრება აღარ მინდოდა“, - ამბობს ბრედი და მსახიობი ალკოჰოლს აღარ ეკარება.

23. ჯენიფერ ლოპესი - მომღერალი ამბობს, რომ არასოდეს გახდება ალკოჰოლზე დამოკიდებული, რადგანაც იცის, რომ ის საშინლად მოქმედებს კანზე, თუმცა წვეულებაზე რამდენიმე ყლუპის მოწრუპვაზე უარს არ ამბობს.

24. ფარელ უილიამსი - ყველაფერი უნდა გააკეთოთ ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად - ამბობს ფარელი და თვლის, რომ გაცილებით მშვენიერია ცხოვრება როცა მას ფხიზელი თვალით უყურებ.

25. ჯენიფერ ჰადსონი - „არავინ მიჯერებს, მაგრამ ალკოჰოლი არასოდეს მაინტერესებდა“, - ამბობს მომღერალი.

თემები: ალკოჰოლი, ვარსკვლავები
<a href="http://www.elle.com">http://www.elle.com</a>