LIFE

ფრთხილად! „ფეისბუქის“ საშუალებით, შესაძლოა, გისმენდნენ

ფრთხილად! „ფეისბუქის“ საშუალებით, შესაძლოა, გისმენდნენ

წიგნში „1984“ ჯორჯ ორუელმა დეტალურად აღწერა ბნელი სამყარო, სადაც ერთი პერსონა, სახელად დიდი ძმა ხედავს ყველაფერს, რასაც ადამიანები აკეთებენ და პროპაგანდის, ჯაშუშობის, მონიტორინგის საშუალებით, საზოგადოების კონტროლს ახორციელებს.

წიგნი 1949 წელს გამოვიდა და მასში აღწერილი ცხოვრება, ახლა, 2017 წელს ჩვენთვის ძალიან ნაცნობია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს შემთხვევაში არ უკავშირდება ულტრა ფაშისტურ მთავრობას, ან რომელიმე პოლიტიკურ რეჟიმს, მაგრამ ჩვენი დროის ადამიანები ახალი საფრთხის წინაშე ვდგავართ, საფრთხეს, რომელსაც საზოგადოებას, ჩვენს პირად უსაფრთხოებას სოციალური ქსელები, განსაკუთრებით კი, „ფეისბუქი“ უქმნის.

ფრთხილად! „ფეისბუქის“ საშუალებით, შესაძლოა, გისმენდნენ

წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი აქვეყნებს პოსტებს ყოველდღიურად „ფეისბუქში“, მათ შორის საჯარო პოსტებს. ეს შეიცავს ფოტოებს, სტატუსებს, ადგილს, სადაც კონკრეტული ადამიანი იმყოფება, ნიშნავენ პოსტებზე მეგობრებს. ადამიანი თანდათან ციფრული პერსონა ხდება და თავისი ყოველი აქტივობის, ფიქრების, მოსაზრებების და ა.შ შესახებ „ფეისბუქში“ წერს.

ამ ყველაფრის საშუალებით იქმნება ჩვენი ციფრული სურათი, ჩვენ შესახებ იციან ყველაფერი, მისწრაფებები, ჰობი, ვიზუალი. ტექნოლოგიამ ჩვენზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე თავად ჩვენ ვიცით საკუთარი თავის შესახებ.

ფეისბუქს, შესაძლოა, უსმენენ:

იცით, რომ სოციალური ქსელის საშუალებით შესაძლებელია მოსმენის განხორციელება მაშინაც კი, თუ მოცემულ მომენტში სოც. ქსელის მობილურ აპლიკაციას არ იყენებთ?

სოციალური ქსელების მობილური აპლიკაციის ინსტალაციის დროს ჩვენ აპლიკაციებს ვაძლევთ ნებართვას ტელეფონში არსებულ მასალებზე წვდომაზე, ისე რომ ზოგჯერ არც ვეცნობით თუ რის ნებას ვაძლევთ მას. რეალურად ეს არის წვდომა პერსონალურ მასალებზე, რომლებსაც მობილურში ვინახავთ და არ გვსურს, რომ გამოვაქვეყნოთ სოციალურ ქსელებში.

ფრთხილად! „ფეისბუქის“ საშუალებით, შესაძლოა, გისმენდნენ

2016 წელს სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის პროფესორმა კელი ბარნსმა გამოაქვეყნა საკუთარი დაკვირვების შედეგი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ფეისბუქის“ აპლიკაცია მარაგდება ადამიანების მოსმენის შედეგად მიღებული კონტენტით.

„ფეისბუქს“ გარკვეულწილად ჯაშუშური ფუნქცია აქვს. ისევე, როგორც „გუგლს“, „ფეისბუქსაც“ აქვს მიკროფონი, რომლის საშუალებითაც ჩვენ მესენჯერში ერთმანეთს ვუგზავნით ხმოვან შეტყობინენებს, ან ვესაუბრებით მეგობრებს. სწორედ ამ მიკროფონის წყალობით „ფეისბუქს“ შეუძლია ადამიანებს მოუსმინოს.

როგორ უნდა მოიქცეთ?

გაქვთ რამდენიმე არჩევანი - 1. წაშალეთ „ფეისბუქ მესენჯერის“ აპლიკაცია. 2. იპოვეთ ალტერნატიული გზა, გამოიყენეთ „ფეისბუქის“ ალტერნატიული, უფრო უსაფრთხო ვარიანტი. 3. იპოვეთ აპლიკაცია, რომელიც სოციალური ქსელებისთვის თქვენს ხმას დაბლოკავს.

ფრთხილად! „ფეისბუქის“ საშუალებით, შესაძლოა, გისმენდნენ

პირველი არჩევანის გაკეთება, „ფეისბუქ მესენჯერის“ აპლიკაციის წაშლა, არც ისე მარტივია. ადამიანების უმეტესობა დამოკიდებულია მასზე, ამიტომ ალბათ უფრო სჯობს, რომ „მესენჯერის“ ალტრენატიული ვარიანტი აირჩიოთ მაგ: როგორიცაა „ტელეგრამი“, რომელშიც უფრო დაცულები ხართ. „ტელეგრამი“ უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას.

რა შეიძლება იყოს „ფეისბუქის“ ალტერნატივა?

ალტერნატივა უნდა იყოსტექნოლოგია, რომელიც უფრო მეტად უსაფრთხოა, სადაც უფრო მეტადაა დაცული კონფიდენციალურობა, პირადი სივრცის უსაფრთხოება, ეს უნდა იყოს ტექნოლოგია, რომელიც გამჭვირვალობასა და ამავდროულად, უსაფრთხოებას შესთავაზებს მომხმარებლებს. ციფრულ მედიაში მსგავსი სოციალური პლატფორმა არისNexus. კომპანიის დამფუძნებლები აპირებენ, რომ სოციალური ქსელი განსაკუთრებით კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მიმართულებით განავითარონ.

ფრთხილად! „ფეისბუქის“ საშუალებით, შესაძლოა, გისმენდნენ

მისი დამფუძნებელი, ჯეიდ მალჰოლანდი ამბობს, რომ კომპანია მიზნად ისახავს, მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანის პირადი უსაფრთხოება.

ფრთხილად! „ფეისბუქის“ საშუალებით, შესაძლოა, გისმენდნენ

რაც შეეხება მესამე ვარიანტს, თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი სმარტფონის მიკროფონი - ანდოიდზე ეს შეგიძლიათ გააკეთოთ აპლიკაცია RTL (record your life) საშუალებით. ის ბლოკავს „ფეისბუქის“, „გუგლის“ და ა.შ მიკროფონს და თქვენი მოსმენის საშუალებას არ აძლევს აპლიკაციებს.



<a href="https://thenextweb.com">https://thenextweb.com</a>