სილამაზე

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი 2 კვირაში

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი 2 კვირაში

ცელულიტის პრობლემა, დამოუკიდებლად სხეულის აღნაგობისა, ასაკისა და ცხოვრების წესისა, ქალების 90 %-ს აწუხებს. გთავაზობთ პროფესიონალი ექსპერტების რჩევებს, რომლებიც ამ სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ.

დაიწყეთ სწორი კვება

· გამორიცხეთ რაციონიდან რძე და რძის პროდუქტები (2 კვირით მაინც).

· დაივიწყეთ პროდუქტები კონსერვანტებით, საღებავებითა და ხელოვნური დანამატებით.

· დაამატე რაციონში უჯრედისი: მწვანილი, სალათის ფურცლები, ბოსტნეული, მომჟავო ხილი და კენკრა.

· მოიწყე განტვირთვის დღე, მაგალითად, ცილოვანი (თუ, რა თქმა უნდა, თირკმელებთან დაკავშირებით პრობლემები არ გაქვთ).

· აუცილებლად დალიეთ წყლის დღიური ნორმა (30 მლ 1 კგ წონაზე).

დაკავდი იოგით

ცელულირის გაჩენის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს სითხის შეკავება. იოგის ვარჯიშებს სწრაფად გამოყავთ ქსოვილში დაგროვილი სითხე, ისინი ცვლიან კუნთოვან რელიეფს და ჭიმავენ კუნთოვან ქსოვილს. იმისათვის, რომ მოიშოროთ ცელულიტი თეძოების არეში, დაიწყეთ ვარჯიში.

ეს მეომრის ილეთების ვარიაციებია, არწივის ილეთი, სკამის ილეთი, ხის ილეთი. იოგაში სუნთქვას ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება, ვინაიდან ღრმა სუნთქვა ხელს უწყობს კუნთების სწორ და თანაბარ გაჭიმვას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და უჯრედების აღდგენას. დუნდულების არეში ცელულიტის მოსაშორებლად ძალიან ეფექტურია ხიდის ილეთი და ილეთები, რომლებიც სრულდება მუცელზე დაწოლით.

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი 2 კვირაში

სცადეთ აპარატურული პროცედურები

ცელულიტის მოსაშორებლად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, და რაც მთავარია, სწრაფ საშუალებას წარმოადგენს აპარატურული კოსმეტოლოგია.

ნოტიო გადახვევები კოსმეტიკური საშუალებების საფუძველზე წყალმცენარეებით. პროცედურას გააჩნია აქტიური ცხიმდამწვავი და სადრენაჟო მოქმედება. კიდევ ერთი მოქმედი მეთოდი - აპარატურული ან ვაკუუმის მასაჟი. პროცედურის დროს უმჯობესდება ადგილობრივი და საერთო ნივთიერებათა ცვლა, ხდება ლიმფოძარღვებისა და კაპილარების დრენაჟი. თუ ცელულიტის არეში მასაჟის ზემოქმედება არ არის შესაძლებელი, სცადეთ მეზოთერაპია. კოქტეილი მეზოთერაპიისთვის ირჩევა ინდივიდუალურად და დამოკიდებულია კანის თავისებურებებზე. ცელულიტთან საბრძოლველად არანაკლებ მოქმედი საშუალებაა - პრესოთერაპია. პროცედურის არსი იმაში შედგება, რომ ქსოვილის მექანიკური შეკუმშვის (კომპრესიის) დახმარებით, ზედმეტი სითხე თითქოს გამოიწურება ორგანიზმიდან.

გამოიყენეთ ანტიცელულიტური საშუალებები

თუ ცელულიტის საწინააღმდეგო ლოსიონს ან კრემს გამოიყენებთ კომპლექსში თუნდაც ერთ ზემოჩამოთვლილ პუნქტთან ერთად, შედეგი აუცილებლად იქნება.

1. ანტიცელულიტური შრატი კოფეინისა და გუარანის ექსტრაქტით, მარაპუამისა და კატუაბის კომპლექსით, Frais Monde.

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი 2 კვირაში

2. კონცენტრირებული კრემი იდეალური სილუეტისთვის „ნუში“, L’Occitane.

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი 2 კვირაში

3. ანტიცელულიტური კრემი Cellulite Control Cream, EGIA Biocare System.

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი 2 კვირაში

4. მკვებავი ზეთი Countouring cream ხაზიდან Perfect Body, L. RAPHAEL.

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი 2 კვირაში

5. შრატი სილუეტის კორექციისთვის Minceur Globale, Yves Rocher.

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი 2 კვირაში

6. ტანის ანტიცელულიტური სკრაბი SlimForm, CIEL.

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი 2 კვირაში

7. თერმოაქტიური შრატი გახდომისთვის „ანტიცელულიტი“, Eveline.

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი 2 კვირაში