რატომ გამოირჩევიან ფრანგი ბავშვები ზრდილობითა და კარგი მანერებით? - აღზრდის საიდუმლო ფრანგი მშობლებისგან
- 23.08.2017
ცნობილია, რომ ფრანგი ბავშვები გამოირჩევიან თავაზიანი ქცევებით, არიან ჭკვიანები, იშვიათად ტირიან და არ ჭირვეულობენ.
გავიგოთ რა არის ფრანგი მშობლების „საიდუმლო“, რომლის საშუალებითაც ისინი ასეთი ბავშვების აღზრდას ახერხებენ.
1. ბავშვის პირველი წელი - ახალგაზრდა ფრანგი დედა ბავშვის გაჩენის შემდეგ დაახლოებით 10 კვირაში უბრუნდება სამსახურს. დეკრეტული შვებულების დამთავრების შემდეგ ბავშვი მიჰყავთ ბაგა-ბაღში. ასეთი ადრეული პერიოდიდან ბავშვი უცხო ადამიანების გარემოცვაშია, რაც ეხმარება პატარას, რომ მომავალში შეძლოს სწრაფად ადაპტირება უცხო გარემოში და ცხოვრებაში იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი.
2. ფრანგ ბავშვებს სძინავთ საკუთარ საწოლში - ბავშვებს ასწავლიან, რომ თავიანთ საწოლში და თავიანთ ოთახში უნდა ეძინოთ. თუ ბავშვი ღამით გაიღვიძებს და ტირილს დაიწყებს, მშობელი მაშინვე არ მიდის მის დასამშვიდებლად. ელოდება, რომ ბავშვი თავისით დამშვიდდეს. რამდენიმე ღამის შემდეგ ის მარტო ძილს ეჩვევა.
3. მოქმედების თავისუფლება - ფრანგი მშობლები შვილებს აძლევენ ზომიერ თავისუფლებას. ძალიან იშვიათად ნახავთ საფრანგეთში მშობლებს ეზოში შვილებთან ერთად. ისინი არ ერევიან ბავშვებს შორის წარმოქნილ კონფლიქტებში. აძლევენ საშუალებას მათ, რომ თავად იზრუნონ საკითხს მოგვარებაზე. ცუდი ქმედების გამო ისინი სჯიან შვილს, რათა დაინახონ განსხვავება კარგ და ცუდ ქცევას შორის.
4. ბებიას და ბაბუას საფრანგეთში ძიძის ფუნქცია არ აქვთ - ბებია და ბაბუა საფრანგეთში ბავშვის აღზრდის საკითხში მხარდამჭერ როლს ასრულებენ. ოჯახი, როგორც წესი, ერთად დღსასწაულებზე და შაბათ-კვირას იკრიბება. თქვენ უფრო ხშირად ნახავთ საფრანგეთში ხანში შესულ ადამიანებს რესტორნებსა და კაფეებში ფინჯანი ყავით, ან წითელი ღვინით სავსე ჭიქით ხელში, ვიდრე თავიანთ შვილიშვილებზე ზრუნვით დაკავებულებს.
5. ცნება „ბავშვის საჭმელი“ აქ არ არსებობს - საჭმელი ფრანგული ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია. ლანჩისთვის შესვენება 2 საათი გრძელდება. ფრანგები თვლიან, რომ უმნიშვნელოვანესია საჭმელზე დღის განმავლობაში ერთხელ მაინც შეიკრიბონ ერთად. ბავშვები და ზრდასრული ადამიანები ერთნაირ საკვებს მიირთმევენ იმიტომ, რომ საფრანგეთში არ არსებობს ცნება „ბავშვის საჭმელი“. ბავშვებს მშობლები არ აიძულებენ მიირთვან ის საკვები, რომლის ჭამაც არ სურთ.
6. კარგი მანერები - ფრანგმა ბავშვებმა იციან, რომ კარგი მანერები და თავაზიანობა უმნიშვნელოვანესია. ისინი ესალმებიან სტუმრებს და მეზობლებს, უთმობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხუცებს ადგილს და სხედან წყნარად, როდესაც უფროსები საუბრობენ. ისინი ძალიან პატარა ასაკიდანვე სწავლობენ 4 მნიშვნელოვან ფრაზას - „მადლობა“, „კარგი დღე გქონდეთ, „მობრძანდით“ და „ნახვამდის“.
7. განათლების მიღება - ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, საფრანგეთშიც ჩვეულებრივია, რომ 5 წლის ბავშვმა კითხვა არ იცის, თუმცა მშობელი მას სხვა გზებით შეამეცნებს სამყაროს -თამაშით, ილუსტრაციებით და ა.შ. მშობლები აქ არ აძალებენ შვილებს, რომ ასეთ პატარა ასაკში ისწავლონ წერა და კითხვა. წერა-კითხვისა და თვლის სწავლას ისინი 6 წლიდან იწყებენ.
8. კვირა არის ოჯახის დღე - ფრანგები თვლიან, რომ კვირა არის შესანიშნავი დღე ოჯახთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ფრანგული ოჯახები კვირას ყოველთვის ცდილობენ დრო სასიამოვნოდ და რაც მთავარია, ერთად გაატარონ. ისინი კვირა დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან.
9. ბავშვებს აძლევენ ჯიბის ფულს - საყიდლებზე ფრანგი ბავშვები მშვიდად არიან და არასოდეს აწუხებენ მშობლებს ფრაზით - „ეს მინდა, მიყიდე, მიყიდე“ და თუ რამის ყიდვა ითხოვა, ხოლო მშობელმა უარი უთხრა, ამის გამო აურზაურს არ ატეხს. მშობლები შვილებს ჯიბის ფულს აძლევენ 7 წლის ასაკიდან და მათ აქვთ ნება ფული დახარჯონ ისე, როგორც სურთ. ყოველთვიური ჯიბის ფული, როგორც წესი, უტოლდება ბავშვის ასაკს.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბავშვები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია