„ფეხმძიმედ კიდევ არ ხარ? - 10 შემაშფოთებელი რამ, რასაც ადრეულ ასაკში დაქორწინებულ წყვილებს ეუბნებიან
- 24.08.2017
გადაწყვეტილება იმის შესახებ, როდის დაქორწინდებით, ან დაქორწინდებით თუ არა საერთოდ, ძალიან პირადულია, მაგრამ ეს არ აჩერებს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს და სრულიად უცხო ადამიანებსაც კი, უხერხული კითხვები დაგისვან, ან „გესლიანი“ კომენტარებით გუნება გაგიფუჭონ.
ქალები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში დაქორწინდნენ ყველაზე უხერხულ და გამაღიზიანებელ მომენტებს იხსენებენ და ყოველივეს The Huffingtonpost-ს უზიარებენ.
1. „ფეხმძიმედ კიდევ არ ხარ?“ – „როდესაც დავქორწინდით მე 21-ის, ხოლო ჩემი მეუღლე 23 წლის იყო. ის, რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებდა იყო კითხვა - „ფეხმძიმედ კიდევ არ ხარ?“. საშინელება იყო. შვილი 18 წლიანი ქორწინების შემდეგ გაგვიჩნდა და ეს 18 წელი ძალიან მძიმედ მახსენდება. ყველა უტაქტოდ მეკითხებოდა ვიყავი თუ არა ფეხმძიმედ და არავინ ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად რთული იყო ამ კითხვის მოსმენა და მასზე პასუხის გაცემა ჩემთვის“, - იხსენებს კერისი.
2. „10 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება და ნახავ, რომ შეცდომა დაუშვი“ – „ამ ფრაზას ადამიანები ხშირად მეუბნებიან. ჩემი მშობლები როცა დაქორწინდნენ დედაჩემი 30 წლის იყო, ხოლო მამა 35-ის. მიუხედავად იმისა რომ ამ ასაკში დაქორწინდნენ, ურთიერთობა დაეძაბათ და ახლა განქორწინებას გეგმავენ. ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკში დაქორწინდები“, - ემილი.
3. „რა გეჩქარებოდა?“ – „არ მესმის რატომ ფიქრობენ რომ ვიჩქარე. თუ ბედნიერი ვარ და ვიცი, რომ მამაკაცი რომელთან ერთადაც ვარ არის კაცი, ვისთან ერთადაც მსურს ვიცხოვრო სამუდამოდ, რატომ უნდა დავიცადო? მე და ჩემი „ბოიფრენდი“ 18 წლიდან ერთად ვართ. სახლი ჩემი 22-ე დაბადების დღისთვის ვიყიდეთ. ახლა 25-ის ვარ. ის კი 26 წლის ხდება. დრო მიფრინავს და ცხოვრებაც მიფრინავს. ჩვენ ერთად ვქმნით ჩვენს ცხოვრებას“, - ჯესიკა.
4. „მცდარი გადაწყვეტილება მიიღე“–„მე და ჩემი მეუღლე საიდუმლოდ დავქორწინდით. მხოლოდ 4 თვე ვიცნობდით მანამდე ერთმანეთს. მე 19-ის, ის კი 21 წლის იყოს. „მეგობრები“ მეუბნებოდნენ რომ მცდარი გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა, ერთი წამითაც არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ჩვენ უკვე წლებია ბედნიერ ქორწინებაში ვართ და 6 წლის გოგონა გვყავს. ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ მცდარ გადაწყვეტილებას უწოდებს ჩემ ნაბიჯს, თუმცა მე ბედნიერი ვარ და ასე არ ვფიქრობ. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთად ვისწავლეთ ცხოვრება და ეს შესანიშნავი გამოცდილებაა“, - მეგანი.
5. „ჯერ ეზოში უნდა თამაშობდეთ“ - „წელს ჩვენი ქორწინებიდან 13 წელი გავიდა. უკვე სამი გოგონა გვყავს. არასოდეს გვიფიქრია, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინებით მცდარი გადაწყვეტილება მივიღეთ. ბევრი რამ მოგვისმენია -„ჯერ ძალიან ახალგაზრდები ხართ“, „ეს უბრალოდ სკოლის რომანია“, „ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება“, „ჯერ ეზოში უნდა თამაშობდეთ“. საშინელება იყო ამის მოსმენა, თუმცა ვიცოდით, რომ ერთად ყოფნა, ერთად ცხოვრება გვსურდა. დღემდე ისე გვიყვარს ერთმანეთი როგორც ურთიერთობის დასაწყისში და ძალიან ბედნიერები ვართ“, - ჯესიკა.
6. „ბავშვი პატარძალი ხარ“ - დაქორწინების გადაწყვეტილება 22 წლის ასაკში მივიღე და უკვე 17 წელია ბედნიერ ქორწინებაში ვარ. „ბავშვი პატარძალი“, - ასე ამბობდნენ ჩემზე და ეს რთული მოსასმენი იყო“, - სარა.
7. „განათლებას ვერ მიიღებ“, - „20 წლის ასაკში დავქორწინდი, ჩემი მეუღლე 22 წლის იყო. გვეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთს ხელსშევუშლიდით განათლების მიღებაში. დრო აღარ გვექნებოდა კარიერული თვალსაზრისით წარმატების მისაღწევად. ვთვლი, რომ ეს სისულელეა. ორივემ მაგისტრის ხარისხი მივიღეთ, გვაქვს ჩვენი საქმე, ვმოგზაურობთ სხვადასხვა ქვეყნებში. 10 წლის შემდეგ 2 გოგონა გაგვიჩნდა და ჩვენი ქორწინება უკვე 31 ბედნიერ წელს ითვლის“, - მერიენი.
8. „მეც ძალიან ახალგაზრდა დავქორწინდი და ეს უდიდესი შეცდომაა“, - ჯერ დაქორწინებული არ ვარ, მაგრამ 2016 წლის ნოემბრიდან დანიშნულები ვართ. ის 21 წლის არის, მე 22-ის. ყველაზე საშინელი კომენტარებიდან, რაც აქამდე მომისმენია ბებიაჩემის მოსაზრება ლიდერობს. ნაცვლად იმისა რომ მოელოცა, გაბრაზებული ხმით მითხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა 28, ან 38 წლის ასაკში გადამედგა ეს ნაბიჯი. „მეც ახალგაზრდა დავქორწინდი და უდიდესი შეცდომა დავუშვი“, - მითხრა მან არადა, გიჟდება თავის ქმარზე, უერთმანეთოდ ერთი წუთით ვერ ძლებენ“, - ამბობს ტესა.
9. „რა გეჩქარებოდა, ჯერ გენახა სამყარო“, - „ხშირად გვეუბნებოდნენ ამ ფრაზას, ან რაღაც მსგავს - „რა საშინელებაა, საერთოდ აღარ გექნება დრო შენი თავისთვის“. მაგრამ ჩვენ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრები ვართ და ვერ წარმოგვიდგენია ერთმანეთის გარეშე ცხოვრება“, - რებეკა.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები
<a href="http://www.huffingtonpost.com">http://www.huffingtonpost.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია