LIFE

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის

1. საკუთარ თავთან გქონდეთ კარგი დამოკიდებულება

მოერიდეთ საკუთარი თავის გაკიცხვას შეცდომების გამო. მოექეცით საკუთარ თავს სიმპათიით და აპატიეთ ნაკლოვანებები მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება არ არის ადვილი. საკუთარი თავის პატიებით, თქვენ აუკრძალავთ ტვინს დადგეს მორალური შეღავათის მოლიპულ გზაზე, რომელიც შემდგომ ჩავარდნებისკენ წაგიყვანთ.

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის

2. „უფასო“-ს ხაფანგი

ბუტიკებში, სილამაზის სალონებში, რესტორნებსა და ფულის აქტიური ხარჯვის სხვა ადგილებში შეიძლება ჩაგისაფრდეთ ძალიან გავრცელებული ხაფანგი: უფასო მომსახურება ან მცირე საჩუქრები. მაგალითად, ფინჯანი ყავა, სანამ ელოდებით თქვენს რიგს თმის შესაჭრელად. კანფეტები გამჭირვალე ლარნაკში მაღაზიის სალაროსთან. კომპლიმენტი შეფ-მზარეულისგან, სანამ ელოდებით შეკვეთას. ასე დაწესებულება აყალიბებს თქვენთან ე.წ. „ლოიალობას“ საკუთარი თავისა და საკუთარი ბრენდის მიმართ. რჩევა: არ აიღოთ არაფერი უფასოდ, თუ არ გინდათ დახარჯოთ ზედმეტი ფული.

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის

3. ცოტ-ცოტა წაიკითხეთ

რჩევა მათთვის, ვისაც უყვარს კითხვა, მაგრამ მუდმივად არ სცალია. თუ არ შეგიძლიათ აიძულოთ საკუთარი თავი დაიწყოთ წიგნების კითხვა, ან, რაც უფრო ხშირად ხდება, იწყებთ, მაგრამ შემდეგ ანებებთ თავს, სცადეთ ერთი ძველი და ძალიან ეფექტური მეთოდი: მიეცით საკუთარ თავს დავალება წაიკითხოთ განსაზღვრული რაოდენობის ფურცელი დღეში, და ეს რიცხვი იყოს მცირე. ვთქვათ, 10 ფურცელი, მაგრამ ყოველდღიურად.

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის

4. ივარჯიშეთ გონებაში

წარმოიდგინეთ უნარები, რომლებიც გსურთ მიიღოთ. რითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, რა მიზნების დაგეგმვასაც არ უნდა მიაღწიოთ - გამოყავით დრო დღის მანძილზე და ძილის წინ ვიზუალიზაციის პრაქტიკისთვის: დაწვრილებით წარმოიდგინეთ სასურველი. ოღონდ არა ნივთი, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ, არამედ უნარი, ჩვევა, სიტუაცია.

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის

5. ნუ ილაპარაკებთ სპორტდარბაზის შემდეგ

ფიზიკური დატვირთვა ან ექსტრემალური სიტუაცია ჩვეულზე უფრო მოლაპარაკეს გხდით. როცა ლაპარაკობთ ფიტნესის დროს, ძალიან ადვილია გასცეთ საიდუმლო, განსაკუთრებით, თუ ვარჯიშობთ ნაცნობთან ერთად. ამიტომ, თუ გეშინიათ თქვათ რაიმე ზედმეტი - ნაკლებად გაუზიარეთ ინფორმაცია იმის შემდეგ, რაც კარგად წაივარჯიშეთ.

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის

6. გადადეთ გამოცანები

გადადეთ თავსატეხები, გამოცანები, და სხვა თამაშები, რომლებიც „ანვითარებენ ყურადღებას, აზროვნების სიჩქარესა და შემეცნებით სიღრმეს“. ინტელექტუალური თამაშები არ მუშაობენ, ამიტომ ნუ ხარჯავთ ამაზე საკუთარ დროს. თუ გინდათ იზრუნოთ საკუთარი ტვინის განვითარებაზე, მის ფუნქციონირებაზე სიბერეში - დაკავდით სპორტით, რადგან ფიზიკური დატვირთვა - ერთადერთი დამტკიცებული საშუალებაა კოგნიტიური უნარების პროფილაქტიკისთვის.

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის

7. ანალიზის პარალიჩი

თუ მოგიწიათ რაიმე რთული საქმის გაკეთება და არ იცით როგორ დაიწყოთ, დაყავით ამოცანა რამდენიმე ქვეამოცანაზე. რაც უფრო წვრილი იქნება ეს ქვეამოცანები, მით უკეთესი. მაგალითად, უნდა შეადგინოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი. პირველი პუნქტი შეიძლება იყოს ასეთი: მიუჯდეთ მაგიდას. მეორე: ჩართოთ კომპიუტერი. მესამე: გახსნათ ტექსტის რედაქტორი. მეოთხე: შეადგინოთ პირველი ორი წინადადება. უკეთესი იქნება ჩაიწეროთ ეს პუნქტები, დაიდოთ სია თვალწინ და თანამიმდევრობით შეასრულოთ მოქმედებები. თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, როგორ ჩაერთვებით პროცესში, და საქმე გაკეთდება.

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის

8. დადეთ ადგილზე

გინდათ მეტი დაზოგოთ, მაგრამ გიყვართ მაღაზიებში სეირნობა? ისეირნეთ, დაათვალიერეთ ვიტრინები, მაგრამ არაფერს ხელი არ ახლოთ. არ შეეხოთ საქონელს, როგორი საინტერესო და მიმზიდველიც არ უნდა გეჩვენებოდეთ. ეს მოგცემთ საშუალებას პრობლემების გარეშე თავი შეიკავოთ სპონტანური საყიდლებისგან.

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის

9. დააფარეთ თეფშს

არ დაჯდეთ მაგიდასთან, სანამ არ მოგშივდებათ, და ადექით, როგორც კი დანაყრდებით, მაშინაც, თუ თეფშზე დარჩა საჭმელი. თუ სადილობთ მეგობრების წრეში და არ გაქვთ საშუალება მაშინვე დაამთავროთ სადილი, დააფარეთ თეფშს, როგორც კი დანაყრდებით, მაგალითად, სხვა თეფში ან ქაღალდის ხელსახოცი. უკიდურეს შემთხვევაში, უბრალოდ მოაშორეთ თეფში მხედველობის არედან. ეს მარტივი ხერხი დაგეხმარებათ არ მიიღოთ ზედმეტი საკვები.

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის

10. დაახშეთ შუქი

დაძინებამდე 1-1,5 საათით ადრე გამორთეთ შუქი ყველა ოთახში. მოაწყეთ სააბაზანო ოთახში გადართვის საშუალება მკვეთრი შუქიდან რბილ, არამკვეთრ შუქზე (მაგალითად, დადგით იქ მაგიდის ნათურა). ეს დაუჯერებლად მარტივი ხერხი გააუმჯობესებს ჩაძინებას და ძილის ხარისხს.

ადამიანური ფსიქიკის 10 საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ იცის



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>