LIFE

13 რამ, რაც ბედნიერებას გვართმევს ყველას

13 რამ, რაც ბედნიერებას გვართმევს ყველას

ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს გაუგია იმის შესახებ, სანამ ცხოვრებაში სიახლე გეწვევათ, ძველი უნდა დათმოთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს ძალიან გვიჭირს და არაფრით არ ვუშვებთ მას. და როგორ შვებას ვგრძნობთ, თუ მაინც გავბედავთ და დავთმობთ მას. ცხოვრება იცვლება, ჩვენ ვიცვლებით, გარშემო სამყარო იცვლება!

1. გათავისუფლდით მოთხოვნილებისგან ყოველთვის ამტკიცოთ საკუთარი სიმართლე. არ ხართ ვალდებული მუდმივად ისაუბროთ იმაზე, რომ არ იტყუებით.

2. გათავისუფლდით კონტროლისგან. იყავით მზად უარი თქვათ აუცილებლობაზე, მუდმივად გააკონტროლოთ ყველაფერი, რასაც თქვენთან შეხება აქვს, სიტუაციები, მოვლენები, ადამიანები და ა.შ. იქნებიან ეს ოჯახის წევრები თუ ახლობლები, კოლეგები თუ უცნობები ქუჩაში - უბრალოდ ნება მიეცით იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან.

3. გათავისუფლდით დანაშაულის გრძნობისგან. უარი თქვით მოთხოვნილებაზე დაადანაშაულოთ სხვები იმისათვის, რაც გაგაჩნიათ ან არ გაგაჩნიათ, იმისათვის, რასაც გრძნობთ ან არ გრძნობთ. ტყუილად ნუ ხარჯავთ ენერგიას და სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე.

4. შეწყვიტეთ ნეგატიური საუბარი საკუთარ თავთან. რამდენი ადამიანი აყენებს ზიანს საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ ნებას აძლევს ნეგატიურ აზრებსა და ემოციებს მართონ მათი ცხოვრება. არ ენდოთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ თქვენი ლოგიკური გონივრული ტვინი.

13 რამ, რაც ბედნიერებას გვართმევს ყველას

5. განთავისუფლდით მუდმივი მოთხოვნილებისგან იწუწუნოთ უამრავ რამეზე - ხალხზე, სიტუაციებზე, მოვლენებზე, რომლებიც გხდიან უბედურს, მოწყენილს და დათრგუნულს. სიტუაცია არ იწვევს თქვენში ამა თუ იმ გრძნობებს.

6. გათავისუფლდით კრიტიკისგან. შეწყვიტეთ კრიტიკება ადამიანების, რომლებიც თქვენგან განსხვავებულები არიან, და მოვლენების, რომლებიც არ შეესაბამება თქვენს მოლოდინს. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ.

7. გათავისუფლდით მოთხოვნილებისგან მოახდინოთ შთაბეჭდილება სხვებზე. ნუ მოაჩვენებთ თავს და ნუ იქნებით ის, ვინც სინამდვილეში არ ხართ. მოიხსენით ნიღაბი, მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი „მე“.

8. ნუ ეწინააღმდეგებით ცვლილებებს. ცვლილებები - ეს ნორმალურია, ისინი გვჭირდება იმისათვის, რომ ვიმოძრაოთ „ა“ პუნქტიდან-„ბ“ პუნქტამდე. ცვლილებები გვეხმარებიან შევცვალოთ საკუთარი ცხოვრებაც, და გარშემომყოფების ცხოვრებაც უკეთესობისკენ.

9. ნუ აბავთ იარლიყებს. შეწყვიტეთ იარლიყის მიბმა ადამიანებსა და მოვლენებზე, რომლის შესახებ თქვენ არ იცით ან უბრალოდ არ გესმით. და თანდათან შემოუშვით თქვენს გონებაში სიახლე.

10. გათავისუფლდით წარსულისგან. ვიცით, ეს რთულია. განსაკუთრებით, როდესაც წარსული მეტად მოგწონთ, ვიდრე აწმყო, მომავალი კი გაშინებს. მაგრამ აუცილებლად უნდა მიიღოთ ის ფაქტი, რომ აწმყო - ეს არის ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ.

11. გათავისუფლდით შიშისგან. შიში - მხოლოდ ილუზიაა, ის არ არსებობს - ის თქვენ შექმენით. ეს ყველაფერი თქვენს ტვინშია. შეცვალეთ თქვენი შინაგანი დამოკიდებულება - და გარშემო ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

12. შეწყვიტეთ თავის მართლება. ამხილეთ ეს მუდმივი თავის მართლება და გაუშვით პენსიაზე. ხშირად ჩვენ ვზღუდავთ საკუთარ თავს ამის გამო.

13. შეწყვიტეთ ცხოვრება სხვა ადამიანების მოლოდინით. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ელიან მათგან მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები და საზოგადოება. ისინი აიგნორირებენ საკუთარ შინაგან ხმას, მოწოდებას. მათ ავიწყდებათ, რას მოაქვს მათთვის ბედნირება, რა უნდათ სინამდვილეში... და საბოლოოდ ავიწყდებათ საკუთარი თავის შესახებ.

ჩვენ ერთი სიცოცხლე გვაქვს. ის ხდება პირდაპირ აქ და ახლა. იცხოვრეთ ისე, როგორც გინდათ, უსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას და ნებას ნუ მისცემთ სხვების აზრს გზიდან გადაგახვევინონ. 



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>