აცივებასთან ერთად თბილი ტანსაცმლის ძიებას იწყებ. როგორც ხშირად, ახლაც ცივი სეზონის ყველაზე მოხდენილი და მოდური არჩევანი ქურთუკია! მოდის ექსპერტები ამჯერად ყურადღებას ამახვილებენ 90-იანი წლების ტენდენციების დაბრუნებასა და სტილისა და ფაქტურის რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებაზე.
სილუეტების უმრავლესობა დიდია, ამიტომაც ბევრი ფიქრი არ დაგჭირდება, იმის გასარკვევად, რა რას შეუხამო და ქურთუკის შიგნით რა ჩაიცვა. უბრალოდ, ამოირჩიე ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთი! იყავი მოდური და მომხიბვლელი!
ველვეტი
ამოარჩიე ისეთი რბილი ფაქტურა, რომ მასში დაძინებაც კი შეგეძლოს. მას მთელი სეზონის განმავლობაში გამოიყენებ. თუ ასეთ პიჯაკს კლასიკური სტილის კაბას შეუხამებ, ავანგარდულ ჩაცმულობასაც მიიღებ.
ბეწვი
ჯინსთან და მაისურთან ხელოვნური ბეწვით გაფორმებული ქურთუკის შეხამება მართლაც ორიგინალური და განსხვავებული გადაწყვეტილება იქნება.
განახლებული კლასიკა
შეგიძლია, სეზონის აღმოჩენად აქციო კლასიკური ღია ყავისფერი ქურთუკი ორიგინალური ღილებითა და სილუეტით.
შერეული მასალა
თამამად შეარჩიე უბრალო ქურთუკისა თუ კლასიკური მოსასხამის შერეული სტილი. მთავარია, იყოს ექსპერიმენტული, მოხდენილი და მდიდრული.
„დუტი“
დღეს უამრავი სხვადასხვა სიგრძის, ფორმისა და სისქის „დუტის“ ქურთუკების არჩევანია, თუმცა ამ სეზონზე მათი მოკლე ვარიანტი უფრო დომინირებს.
„სამხედრო“
დაივიწყეთ ძველი, ფართო, სამხედრო ქურთუკები! ამ სეზონზე მოდურია უფრო კლასიკური, ორღილიანი, გლუვხაზებიანი სამხედრო სტილის ქურთუკები.
თემები: სეზონური მოდა, ქურთუკები, ველვეტი, დუტი, ბეწვი, სამხედრო
წყარო: <a href="https://flipboard.com/@flipboard/flip.it%2FT_9gbG-the-7-coats-every-girl-on-your-feed-wil/f-6667ed7ebf%2Fpopsugar.com">flipboard.com</a>