ჯანმრთელობა

"ბანანის დიეტა დილით" – წონაში კლება იაპონურად

"ბანანის დიეტა დილით" – წონაში კლება იაპონურად

მას შემდეგ, რაც იაპონელმა დიეტოლოგმა ჰიტოში ვატანაბემ პირველად წარადგინა თავისი წიგნი "ბანანის დიეტა დილით", იგი საოცრად პოპულარული გახდა. მიირთვი ბანანი ყოველ დილით და დაიკელი თვეში 4 კილოგრამამდე. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ეს დიეტა არ საჭიროებს რაიმე უნიკალურ ძალისხმევას ან გარკვეული ცვლილებების შეტანას თქვენი კვების რაციონში და ძალიან იოლია. დილით, ადრე მიირთმევ ბანანს და სვამ ოთახის ტემპერატურის წყალს. დღის განმავლობაში კი შეგიძლია მიირთვა ნებისმიერი რამ. ნამდვილად მარტივია, არა?

წონაში დაკლების უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ვატანაბემ გადაწყვიტა ჩაეწერა თავისი მოგზაურობებისას შესწავლილი დიეტები ყველაფერი, რაც კი ოდესმე უცდია. მან ჩაიწერა თავისი ფარმაცევტი პარტნიორის რჩევებიც, რომელმაც კვების სფეროზე ცოდნა პრევენციული მედიცინის კვლევის დროს შეიძინა. მათ ერთობლივად ჩამოაყალიბეს ბანანის დილის დიეტის გეგმა.

ვატანაბესა და მის პარტნიორს მიმართავდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ფიტნესცენტრებში ვარჯიშის შედეგად ჭარბი ოფლიანობა აწუხებდათ. მათ, როგორც წესი, ურჩევენ, დაწვან მეტი კალორია. თუმცა ვატანაბემ მათ შესთავაზა დილაობით აღარ დატანჯულიყვნენ ვარჯიშით და რეკომენდაცია გაუწია მარტივ გამოსავალს: უნდა მიეღოთ ახალი ბანანი და ჭიქა წყალი, ლანჩის დრომდე კი არაფრის ჭამა აღარ მოუწევდათ.

ბანანი სავსეა მდგრადი სახამებლით, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს წონაში კლების პროცესს. ყველა სახის სახამებელს, რა თქმა უნდა, ასეთივე ეფექტი არა აქვს. ნახშირწყლები იყოფა ადვილად მოსანელებენ და მონელების უნარს მოკლებულ სახამებლებად. მონელების უნარს მოკლებული ნახშირწყლები არ იშლებიან/დნებიან წვრილ ნაწლავში, ისინი პირდაპირ დიდ ნაწლავებში ნაწილდებიან, სადაც დუღილის პროცესი მიმდინარეობს. ბაქტერიები გარდაქმნიან მდგრად სახამებლებს ცხიმოვან მჟავებად, რომლებიც კვებავენ უჯრედებს და ხელს უწყობენ საკვების სწორ მონელებას.

რა რაოდენობით ბანანი უნდა მივირთვათ დილით?

არ არსებობს მკაცრი წესი, რომელსაც დაემორჩილები, ამიტომ შეჭამე იმდენი, რამდენიც დაგანაყრებს. იაპონელებს მიაჩნიათ, რომ კუჭი არ უნდა გადაიტვირთოს ზედმეტი საკვებით. ამიტომაც, ბევრი მათგანი მიირთმევს საკვების 80% პროცენტს, დანარჩენს კი ტოვებს.

ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად, ყოველ დილას დალიე ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. ერთი საათის შემდეგ კი შეჭამე ბანანი. თუ რამდენიმე წუთში კვლავ მოგშივდება, კიდევ ერთი ბანანი დაამატე.

გაითვალისწინე, რომ ბანანი, აუცილებელია იყოს ახალი.

ვატანაბე თავის წიგნში აღნიშნავს, რომ რძე და სხვა სასმელი დიეტის დროს არ უნდა გამოიყენო. ვახშმობა კი სასურველია, 20:00 საათისთვის დაამთავრო. დასაძინებლად დაწექით შუაღამემდე. მეცნიერების მტკიცებით, ჭარბი წონა დაკავშირებულია გვიან დაძინებასთანაც.

ლანჩსა და სადილზე შეგიძლია მიირთვა ნებისმიერი რამ, თუ შუალედებში მოგშივდება. შეგიძლია ეს დრო ხილითაც შეავსო.

BO-3 Multipic:

რატომ არის ბანანის დიეტა ასეთი განსაკუთრებული?

· თუ დილით ყავას არ დალევ, მარტივად დაარეგულირებ სისხლში შაქრის შემცველობასა და მადას.

· ნატურალური საკვებია.

· მოერიდე 20:00 საათის შემდეგ ჭამას და არეგულირე წონა.

· ბანანი მდიდარია საკვები ბოჭკოთი და კალიუმით, რაც გაძლევს ენერგიას.

· ამცირებს ალკოჰოლის მიღების სურვილს.

· ბანანი შედარებით იაფია და არ მოგიწევს ბევრის გადახდა.

· საუზმის რეგულარულად მიღება ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და დღის განმავლობაში, ზედმეტი საკვების მიღებისგან იცავს ორგანიზმს.

· ნივთიერებათა ცვლის პროცესს აუმჯობესებს ოთახის ტემპერატურის წყალიც.

ჰიტოში ვატანაბეს აზრით, ბანანის დიეტა, საუკეთესო საშუალებაა ცელულიტების თავიდან ასაცილებლადაც.