ჰოროსკოპი

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1. ვერძი - თავს უმოქმედოდ, მოწყენილად გრძნობთ? თვლით, რომ ყოველდღიურ რუტინაში იკარგებით? თუ ასეა 2017 წლის შემოდგომა არის შესაფერისი დრო დიდი ცვლილებებისთვის. ეს შეიძლება ნიშნავდეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ახალ სამსახურს, თუნდაც ახალ ვარცხნილობას. 2017 წლის შემოდგომა თქვენთვის საუკეთესო ეტაპია განახლებისთვის. ნებისმიერი ახალი საქმე, რასაც წამოიწყებთ აუცილებლად წარმატებული იქნება. 

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2. კურო - შეიძლება 2017 წლის განვლილი ეტაპი თქვენთვის ისეთი არ აღმოჩნდა როგორსაც ელოდით. მაგრამ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შემოაბრუნოთ. წლევანდელი შემოდგომა შესანიშნავი დროა, რომ ყველა პრობლემა აღმოფხვრათ და შეწყვიტოთ ყველანაირი კავშირი ნეგატივთან - ვარსკვლავები გირჩევნ, რომ გაწყვიტოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ნეგატივი მოაქვთ. თქვენ მალევე დაინახავთ, რომ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ.

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

3. ტყუპები - ეს წელი თქვენთვის მუშაობას, მუშაობას და მხოლოდ მუშაობას უკავშირდება. შეიძლება გადაიღალეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდეთ და თავი არ დაანებოთ საქმიანობას. შემოდგომაზე მოიმკით თქვენი შრომის შედეგს და ცხოვრება დიდ საჩუქარს გპირდებათ. დიდი ალბათობით, თქვენს ცხოვრებაში სწორედ ახალ მოხდება ის, რასაც დიდი ხანია ელოდით. 

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

4. კირჩხიბი - კირჩხიბებო, თქვენ აუცილებლად უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების სცენარი და ამისთვის 2017 წლის შემოდგომა საუკეთესო დროა. განტვირთვის დრო მოვიდა. დაგეგმეთ მოგზაურობა მეგობრებთან, ან საყვარელ ადამიანთან ერთად, თუმცა გაითვალისწინეთ, შორს არ წახვიდეთ, უბრალოდ ისიამოვნეთ განსხვავებული ხედებითა და ადგილებით. შესაძლოა, ჯანმრთელობის მცირე პრობლემები შეგექმნათ. 

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

5. ლომი - მთელი წელია ხმაურობთ და მთელი წელია მხოლოდ თქვენზე საუბრობენ, ახლა ცოტა სიჩუმისა და განტვირთვის დრო მოვიდა. განიტვირთეთ, დაისვენეთ და ამის გამო თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობთ. ისიამოვნეთ იოგით, მედიტაციით. ეს დაგეხმარებათ, რომ 2017 წელი მაჟორულ ნოტზე დაამთავროთ.

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

6. ქალწული - წელს საკმაოდ მძიმე წელი გაქვთ და წელიწადის ნებისმიერ დროს თავს დაკარგულად გრძნობთ. ცუდად გრძნობთ თავს სამსახურში, ურთიერთობებშიც პრობლემები გაქვთ, გიჭირთ ყოველდღიურ პასუხისმგებლობებთან გამკლავება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ თავში მომავლის რწმენა იპოვოთ, ეს აუცილებლად გიშველით და ცოტათი მაინც გამოასწორებს შემოდგომაზე თქვენს მდგომარეობას.

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

7. სასწორი - აუცილებლად ბევრი ივარჯიშეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა წელიწადის ამ დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. ამავდროულად, ვარჯიში ახალი ენერგიით აგავსებთ და ცხოვრებას განსხვავებულად დაგანახებთ. მისი წყალობით დიდი შანსია, რომ სწორი გზა, ცხოვრების სწორი მიმართულება სწორედ 2017 წლის შემოდგომაზე იპოვოთ. 

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

8. მორიელი - შემოდგომა ის დროა, როცა უბრალოდ უნდა დატკბეთ თქვენი წარმატებით და იამაყოთ საკუთარი თავით. გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ ბევრს მიაღწიეთ და ნამდვილად იმსახურებთ ქებას, როგორც სხვებისგან ასევე საკუთარი თავისგან. დაკავდით მხოლოდ ისეთი აქტივობებით, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ, თქვენ ეს დაიმსახურეთ.

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

9. მშვილდოსანი - შემოდგომაზე უფრო მეტი ყურადღება გაამახვილეთ შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. შემოქმედებითმა უნარმა შეიძლება დიდი წარმატება მოგიტანოთ განსაკუთრებით ოქტომბერსა და ნოემბერში. შემოდგომა ის პერიოდია, როცა მთელი თქვენი „არტი“ უნდა წარმოაჩინოთ. 

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

10. თხის რქა - ეს წელი თქვენთვის სიყვარულით სავსე იყო, მაგრამ შემოდგომაზე იგრძნობთ, რომ მასთან ყოფნამ თავი მოგაბეზრათ. მაგრამ არ შეგეშინდეთ, შემდგომა როცა ჩაივლის, თქვენ კვლავ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით და ყოველგვარი შფოთვა გაივლის. 

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

11. მერწყული -თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ უკვე საკმარისი მეგობარი გყავთ, თუმცა ამ შემოდგომაზე სცადეთ ახალი მეგობრების შეძენა. სწორედ ამ პერიოდში დამყარებული მეგობრული ურთიერთობები დაგეხმარებათ მომავალში წარმატების მიღწევაში.

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

12. თევზები - მთელი წელი მოულოდნელობებით იყო სავსე, ახლა კი, ასეთი დღეები წარსულს ჩაბარდა და სტაბილურობის ეტაპი დაიწყო, ზედმეტი დრამისა და ემოციების გარეშე. ეს შემოდგომა საქმეების მოგვარების იდეალურ შანსებს შემოგთავაზებთ და შესაძლოა, ახალი საქმის წამოსაწყებად იდეალური გეგმაც შეიმუშაოთ.

რა გელოდებათ 2017 წლის შემოდგომაზე? - ვარსკვლავების წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის



<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>