6 სახიფათო რამ ბავშვის ჯანმრთელობისთვის - ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
- 15.09.2017
ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობა შესანიშნავი პერიოდია და მშობლები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი შვილების ბედნიერებისთვის. სამწუხაროდ, ზოგჯერ ისინი შეცდომებს უშვებენ, რითაც ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.
რა ვნებს ბავშვს და რა უქმნის მის ჯანმრთელობას საფრთხეს - 6 რამ, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს:
1. მავნებელია ე.წ ჭოჭინა - კანადაში მისი გამოყენება ოფიციალურადაა აკრძალული, ვინაიდან მისი „წყალობით“ ბავშვების დიდი ნაწილი დაზიანებას იღებს. ის იწვევს ფეხების დეფორმაციას და კუნთოვანი სისტემა არ ვითარდება ისე, როგორც საჭიროა.
ბავშვს სიარულის დამოუკიდებლად სწავლის მოტივაცია უქრება და მთლიანად დამოკიდებული ხდება „ჭოჭინაზე“.
რაც შეეხება მეორე ფოტოზე აღბეჭდილ მოწყობილობას, ის უნდა გამოიყენოს ბავშვმა დღეში მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, რა თქმა უნდა, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ. მისი საშუალებით ბავშვი დამოუკიდებლად სიარულს უფრო მარტივად ისწავლის.
2. მავნებელია რძე და წვენი - პასტერიზებული ხილის წვენები ვიტამინების დაბალი შემცველობისაა და ამავდროულად, ის შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, რაც ადრეული ასაკიდანვე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს წარმოშობს.
სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, რომ ასეთი, ე.წ. ნატურალური წვენების ნაცვლად უმჯობესია, თავად გამოუწუროთ ხილის წვენი და ის მისცეთ პატარას. ამასთანავე, არ შეიძლება პატარა ასაკში ბავშვს მისცეთ ძროხის რძე. ის ბევრ ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც სასარგებლო არ არის ბავშვისთვის.
მან შეიძლება გამოიწვიოს დისბაქტერიოზი, წარმოშვას თირკმლის პრობლემები, გამოიწვიოს ანემია და ალერგია. ძროხის რძე ბავშვს შეიძლება დაალევინოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთი წლის გახდება და ისიც მცირე რაოდენობით. რძე ჩაანაცვლეთ კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი საკვებით.
3. ფერადი სათამაშოები - სკოლამდელ ასაკში ბავშვების სამყაროსთან ადაპტირება სათამაშოების საშუალებით ხდება. არაბუნებრივი ფერები, ელექტრონული მუსიკა და ბევრი სხვა დეტალები ახდენს უარყოფით გავლენას ბავშვის შემოქმედებითი უნარის განვითარებაზე, ასევე გავლენას ახდენს როგორც ერთი, განსხვავებული ინდივიდის ჩამოყალიბებაზე. იწვევს აგრესიულ ქცევებს, უსაფუძვლო შიშებს და დეპრესიას. უმჯობესია, ბავშვს შეურჩიოთ ბუნებრივი ფერის სათამაშოები, რომელიც დამზადებული არ იქნება მავნე ნივთიერებებისგან.
4. თბილი სამოსი - ჩვილისთვის თერმორეგულაცია რთულია, ხშირად ისინი მშობლების მსხვერპლნი ხდებიან. ზოგიერთი მშობელი ჩვილს ძალიან ბევრ თბილ ტანსაცმელს აცმევს, რაც პატარას ორგანიზმის გადახურებას იწვევს, შეიძლება განვითარდეს სუნთქვის პრობლემები.
ძალიან თბილი ტანსაცმელი ხელს უშლის ორგანიზმს განივითაროს თავდაცვითი რეაქციები. შედეგად ბავშვს აქვს დაბალი იმუნიტეტი გაციების მიმართ. ჩააცვით ბავშვს სამოსი, რომელშიც მის სხეულს სუნთქვის საშუალება ექნება, ნუ ჩახუთავთ მას.
5. ელექტრონული მოწყობილობები - თხევადკრისტალური ეკრანებიდან ცისფერი გამოსხივება აზიანებს მოზარდის თვალის ბადურას, რაც მხედველობის პრობლემებს იწვევს და ზოგჯერ სრულად დაბრმავებასაც. სმარტფონებისა და პლანშეტების გამოყენებისას ბავშვი სწყდება რეალურ სამყაროს და მას არ უვითარდება ცოცხალი ინტერაქციისთვის აუცილებელი უნარები, არ უვითარდება კომუნიკაციის უნარი.
თუ თქვენი შვილი გამუდმებით პლანშეტით თამაშობს, მალე აღმოაჩენთ რომ ის საკუთარ თავშია ჩაკეტილი და გარესამყაროსთან არ ურთიერთობს. არ მისცეთ უფლება ბავშვებს დიდი ხნით გამოიყენონ ეს მოწყობილობები. დასაშვებია დღეში მაქსიმუმ 1 საათი. უმჯობესია, სმარტფონების ნაცვლად ბავშვს ჰქონდეს თავის თანატოლებთან, მშობლებთან კომუნიკაცია და ცოცხალი ურთიერთობები.
6. მანქანის ღვედი - ფეხმძიმობის დროს მანქანაში ღვედს თუ სწორად არ გაიკეთებთ ბავშვს შეიძლება ავნოთ. ღვედი გაიკეთეთ იმდენად დაბლა რამდენადაც შესაძლებელია.
ასე მუცელი შედარებით უფრო თავისუფლადაა და ბავშვიც თავისუფლად მოძრაობს. დააკვირდით ფოტოს და იხელმძღვანელეთ მოცემული ილუსტრაციით.
თემები: მშობლები, ბავშვი, ბავშვები, ჩაცმულობა
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>