რა უნდა მიირთვათ იმისთვის, რომ ხანდაზმულ ასაკშიც შესანიშნავი მეხსიერება და აზროვნების უნარი გქონდეთ?
- 15.09.2017
ის, თუ როგორ აზროვნებთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მიირთმევთ - გვასწავლის ძველი სიბრძნე. ახალმა კვლევამ ამ გამონათქვამის ჭეშმარიტება დაადასტურა - კვლევის თანახმად, ე.წ ხმელთაშუა ზღვის დიეტა ადამიანის ტვინს ეხმარება, ჰქონდეს უფრო დიდი შესაძლებლობები და ამასთანავე, მას ბრწყინვალე მეხსიერებას ასაკშიც უნარჩუნებს.
კვლევაში ჩართული იყო აშშ-ის 5 907 მოქალაქე, რომელთა საშუალო ასაკიც 68 წელი გახლდათ. მკვლევარებმა თავდაპირველად მათი კვების რაციონის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, ხოლო შემდეგ მეხსიერების ხარისხი შეაფასეს და ასევე შეისწავლეს რამდენად ჰქონდათ კონცეტრაციისა და ნათლად აზროვნების უნარი - აღნიშნულის შესწავლა კი, სპეციალური ტესტის საშუალებით მოახერხეს.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გამოკითხულთა 35% ე.წ. ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავდა და სწორედ ამ ადამიანებმა გამოავლინეს დანარჩენებზე უკეთესი მეხსიერება და ტესტში სხვებზე უკეთესი შედეგი აჩვენეს, რაც მათი აზროვნების სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურ უნარზე მიუთითებდა.
ხილი, ბოსტნეული, მარცვლელული, თევზი და ზეითუნის ზეთი - ეს არის ხმელთაშუა ზღვის დიეტის შემადგენელი ინგრედიენტები. შეგიძლიათ დაამატოთ წითელი ხორცი, კარაქი, ყველი, ტკბილეული და მცირე რაოდენობით წითელი ღვინო.
ბევრი მიზეზია იმის,ა თუ რატომ უნდა იყოს ეს სუპერჯანსაღი დიეტა პრიორიტეტი, თუმცა მთავარი ისაა, რომ როცა ამ პროდუქტებს მიირთმევთ, თქვენ უფრო გონებაგახსინილები ხართ და ტვინის მუშაობის ხარისხს ინარჩუნებთ ასაკშიც. გაქვთ შესანიშნავი მეხსიერება.
თემები: დიეტა, სწორი კვება, რჩევები, კვება
<a href="https://www.thriveglobal.com">https://www.thriveglobal.com</a>