LIFE

პოპულარული ულვაშიანი ვარსკვლავები, რომელთა ფოტოებიც თანამედროვე კაცებს ულვაშის გაპარსვას გადააფიქრებინებს

პოპულარული ულვაშიანი ვარსკვლავები, რომელთა ფოტოებიც თანამედროვე კაცებს ულვაშის გაპარსვას გადააფიქრებინებს

ჩვენს დროშიც არიან კაცები, რომლებიც ულვაშებს არ იპარსავენ, თუმცა ასეთებს იშვიათად შეხვდებით. ძველად ის მამაკაცის ღირსებაზე მიუთითებდა. თანამედროვე კაცები უმეტესად ულვაშთან ერთად წვერსაც იზრდიან.

გთავაზობთ პოპულარული ულვაშიანი მამაკაცების ფოტოებს, რომლებიც ლეგენდებად იქცნენ და რომელთა ფოტოებმაც, შესაძლოა, ულვაშის გაპარსვა გადაგაფიქრებინოთ.

1. ტომ სელეკი - მსახიობის ულვაშებზე ცალკე ფილმის გადაღებაც შეიძლება. ტომის ულვაშებს ათწლეულების განმავლობაში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და მსახიობი მის გარეშე ვერავის წარმოუდგენია. ტომის ულვაშიც ისეთივე ლეგენდარულია, როგორც თავად ტომი.

პოპულარული ულვაშიანი ვარსკვლავები, რომელთა ფოტოებიც თანამედროვე კაცებს ულვაშის გაპარსვას გადააფიქრებინებს

2. ედი მერფი - ედი მერფი მხოლოდ თავისი ხუმრობებით არაა ცნობილი, მას ბევრი სხვა ღირსებაც აქვს და მის ღირსებებს შორის ერთ-ერთი ულვაშია. ედიმ უარი თქვა დიდ და სქელ ულვაშზე და მას სახასიათო, თხელი ულვაში ამშვენებს. მსახიობი ალბათ ვერავის წარმოუდგენია ულვაშის გარეშე. 

პოპულარული ულვაშიანი ვარსკვლავები, რომელთა ფოტოებიც თანამედროვე კაცებს ულვაშის გაპარსვას გადააფიქრებინებს

3. კლარკ გეიბლი - მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცს და რა თქმა უნდა, მის ულვაშს, ბევრი ადამიანი ეტრფოდა. მის ულვაშს ისეთი ფორმა აქვს, რომ პირველ რიგში მსახიობის სახეზე სწორედ ულვაშს ვამჩნევთ - სამკუთხა ფორმის, შუაში ცხვირიკენ აწეული.

პოპულარული ულვაშიანი ვარსკვლავები, რომელთა ფოტოებიც თანამედროვე კაცებს ულვაშის გაპარსვას გადააფიქრებინებს

4. ჩარლი ჩაპლინი - მისი ულვაში ყველასგან გამორჩეული და განსხვავებულია. მსახიობის ულვაშის ფორმა კბილის ჯაგრისს მოგაგონებთ. დღეს ვინმეს წარმოუდგენია ჩარლი ულვაშის გარეშე?! რა თქმა უნდა, მსახიობი გენიალურ სამსახიოო ნიჭს და უნარებს ფლობდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მის ულვაშს ცალკე ოსკარი ეკუთვნის.

პოპულარული ულვაშიანი ვარსკვლავები, რომელთა ფოტოებიც თანამედროვე კაცებს ულვაშის გაპარსვას გადააფიქრებინებს

5. სალვადორ დალი - სალვადორის ულვაში თავისი უჩვეულო ვიზუალით აღფრთოვანებას იწვევს. მხატვარმა ულვაშის უნიკალური სტილი შექმნა. 

პოპულარული ულვაშიანი ვარსკვლავები, რომელთა ფოტოებიც თანამედროვე კაცებს ულვაშის გაპარსვას გადააფიქრებინებს

6. ბარტ რეინოლდსი - კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც ცნობილია თავისი მომხიბვლელი ულვაშით. მსახიობის უკვაში ბევრი კაცისთვის ინსპირაციის წყარო ხდებოდა და ცდილობდნენ, მისთვის მიებაძათ.

პოპულარული ულვაშიანი ვარსკვლავები, რომელთა ფოტოებიც თანამედროვე კაცებს ულვაშის გაპარსვას გადააფიქრებინებს



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>