LIFE

დიდი მკერდი მოდიდან გადადის - ახალი კვლევის შედეგი

დიდი მკერდი მოდიდან გადადის - ახალი კვლევის შედეგი

ცნობილია, რომ 1980-90-იანი წლების თაობის ადამიანები, ე.წ. მილენიალები ბევრი რამით განსხვავდებიან სხვა თაობებისგან და სხვადასხვა საკითხების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას იჩენენ.

კვლევის თანახმად, მათ სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ მკერდის ზომის მიმართაც. გამოცემა The Sun წერს, რომ ამ თაობის ადამიანები დიდ მკერდს მოდურად არ მიიჩნევენ და საზოგადოების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, დიდი მკერდი სულაც არ ხიბლავთ.

„მილენიალები“ თვლიან, რომ დიდი, ან პატარა მკერდი არ უნდა მივიჩნიოთ მოდურად, ქალი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც ბუნებრივადაა. კვლევის თანახმად, ისინი ზოგადად არ იჩენენ მკერდის მიმართ დიდ ინტერესს.

კვლევის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ გარკვეულ ასაკობრივ კატეგორიაში პატარა და ბუნებრივი მკერდი უფრო პოპულარულია, ვიდრე დიდი მკერდი, მაგრამ ხელოვნური.

ბუნებრივი მკერდი უფრო პოპულარულია 18-დან 34 წლამდე ადამიანებში.

თუმცა დიდი და ხელოვნური მკერდის მქონე ქალებს ნუ შეგეშინდებათ, თქვენი თაყვანისმცემლებიც საკმაოდ ბევრნი არიან, მაგრამ ისინი სხვა ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნებიან - დიდი მკერდი ძირითადად 25-დან 44 წლამდე ადამიანებშია უფრო პოპულარული და მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ბუნებრივია ის, თუ ხელოვნური.



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>