1. რაიან გოსლინგის სახელი ითარგმნება როგორც „პატარა სამეფო ბატი“
სახელი რაიან ირლანდიურ ენაზე ნიშნავს „პატარა მეფე“-ს. გვარი გოსლინგი კი ნიშნავს „ბატის ჭუკს“.
2. ედი მერფი - 9 შვილის მამაა
პირველ ცოლთან, ნიკოლ მიტჩელთან ქორწინებისას მერფი 5 შვილის მამა გახდა. მას ასევე 2 უკანონო შვილი ჰყავს სხვადასხვა ქალისგან. 2007 წელს Spice Girls-ის ყოფილმა სოლისტმა მელანი ბრაუნმა მსახიობს მერვე შვილი გაუჩინა - გოგონა, რომელიც მამამ მხოლოდ მამობის დამამატკიცებელი ტესტის შემდეგ აღიარა. 2012 წლიდან ედი მერფი მოდელს პეიჯ ბუტჩერს ხვდება, რომელმაც 2016 წელს კიდევ ერთი გოგონა გაუჩინა.
3. სანდრა ბულოკი - ერთადერთი მსახიობი, რომელმაც „ოსკარი“ და „ ოქროს ჟოლო“ ერთ წელიწადში მიიღო.
„ოსკარის“ 82-ე ცერემონიალზე სანდრამ „წლის საუკეთესო მსახიობის“ ნომინაციაში გაიმარჯვა - ფილმისთვის „უხილავი მხარე“. ჯილდოს მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ოქროს ჟოლო დაიმსახურა და გახდა „წლის ყველაზე ცუდი მსახიობი“ როლისთვის, კომედიაში - „ყველაფერი სტივის შესახებ“.
4. ემა უოტსონი გატაცებულია ავტოპორტრეტების ხატვით
მსახიობის სახლი სავსეა უჩვეულო ნივთებითა და მისი საკუთარი ნახატებით, რომლებიც სილამაზითა და დახვეწილობით ცნობილი მხატვრების ტილოებს არ ჩამოუვარდებიან.
5. კიმ კარდაშიანი და ნიკოლ რიჩი 12 წლიდან მეგობრობენ
გოგონები პრაქტიკულად ერთად გაიზარდნენ, ორივე - ჰოლივუდის „ოქროს ახალგაზრდობის“ წარმომადგენლები არიან. კიმის მამა ამერიკაში ცნობილი ადვოკატი იყო, ნიკოლის მამობილი კი - პოპ-მუსიკოსი, „Hello” ჰიტის ავტორი ლაიონელ რიჩი.
6. გვენდოლინ კრისტი - ჰოლივუდის ყველაზე მაღალი მსახიობი
მსახიობის სიმაღლე 14 წლიდან 191 სმ-ია. გვენდოლინს შეეძლო პროფესიონალი ტანმოვარჯიშე გამხდარიყო , რომ არა ხერხემლის ტრავმა, რის გამოც მას დიდი სპორტის დატოვება მოუწია.
7. ერთხელ ნიკოლ კიდმანმა 4 წუთში 3,71 მლნ. დოლარი გამოიმუშავა
Chanel-ის სარეკლამო რგოლი ბიზნესის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება: მის გადაღებაზე 11 მლნ. დოლარი დაიხარჯა, საიდანაც თითქმის 4 მლნ. დოლარი მთავარი როლის შემსრულებელის ჰონორარი იყო.
8. ჯეკი ჩანი მსოფლიოს სადაზღვევო კომპანიების შავ სიაშია შეყვანილი
მრავალი წლის განმავლობაში გადაღებების დროს ჯეკი ჩანს არაერთხელ აქვს ნაღრძობი მენჯი, მიღებული აქვს ხელის, ფეხისა და სხეულის სხვა ნაწილების მოტეხილობები. ამიტომ სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ მსახიობისა და მისი კასკადიორების ჯგუფის დაზღვევაზე, და მას თავად უწევს მკურნალობის საფასურის გადახდა.
9. შარლიზ ტერონმა აფრიკული ენის 26 დიალექტი იცის
პატარა შარლიზი სამხრეთ აფრიკის ფერმაში იზრდებოდა, სადაც თანატოლებთან სასაუბროდ საკმარისი იყო პირველი ბურელი ახალმოსახლის ენა. ინგლისური კი მსახიობმა ტელევიზორის დახმარებით ისწავლა, და ამის მტკიცებულებაა - მისი ძლიერი აქცენტი, რომელიც აქამდე გამოყვა.
10. დევ პატელი კორეულ საბრძოლო ხელოვნებაში შავი ქამრის მფლობელია
მსახიობმა აღიარა, რომ დედამ ბავშვობაში საბრძოლო ხელოვნებაზე შეიყვანა, რათა მისი ულევი ენერგიისთვის სწორი მიმართულება მიე. დევი - პროფესიონალური სპორტსმენია, მან უამრავ საერთაშორისო შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილები დაიკავა.
11. კრის პრეტის კატა - ეს არის „გუნდა“ ფილმიდან „სტიუარტ ლითლი“
ჰოლივუდის მსახიობების კრის პრეტისა და ანა ფერის ოჯახში ცხოვრობს კიდევ ერთი ვარსკვლავი - კატა მეტსახელად მისის უაითი. მოხუცმა ახალგაზრდობაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა საბავშვო ფილმში.
12. ბენედიქტ კამბერბეტჩი - მეფე რიჩარდ ΙΙΙ-ის ნათესავია
ცნობილი მსახიობი ინგლისელი მონარქის შთამომავალია, ინგლისის ტახტზე პლანტაგენეტების მამაკაცის ხაზის უკანასკნელი წარმომადგენლის.
13. კიტ ჰარინგტონმა 11 წლამდე არ იცოდა თავისი სრული სახელი
კიტი - სახელი კრისტოფერის ტრადიციული მოკლე ფორმაა, მაგრამ მსახიობს არ ესმის, რატომ უმალავდნენ მშობლები სიმართლეს 11 წლამდე.
14. ტილდა სუინტონი და პრინცესა დიანა ერთ კლასში სწავლობდნენ
ბრიტანელი მსახიობის ოჯახის ისტორია 1000 წელზე მეტს ითვლის. ტილდა 10 წლის იყო, როცა მშობლებმა სასწავლებლად დახურულ სკოლა-ინტერნატ კენტში მიიყვანეს, სადაც ბრიტანელი არისტოკრატების შვილები სწავლობდნენ, მათ შორის უელსის მომავალი პრინცესაც.
15. სოფი ტერნერს ალერგია აქვს ცხენებზე
როგორც თავად მსახიობმა აღიარა, ის ბავშვობიდან ასთმით არის დაავადებული და ცხენების გვერდით ყოფნისას სახის შეშუპება ეწყება და იგუდება, ამიტომ გადაღებებზე მის ჯიბეში ყოველთვის არის ინჰალატორი.
თემები: მსახიობები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>