LIFE

„ნუ გადაიქცევი მოწუწუნე ქალად...“ – 12 რჩევა ქალებს, რომლებიც სიბერეში გამოგადგებათ

„ნუ გადაიქცევი მოწუწუნე ქალად...“ – 12 რჩევა ქალებს, რომლებიც სიბერეში გამოგადგებათ

ეს მომავლის წერილი საკუთარი თავისადმი გადავწყვიტე დამეწერა, მაგრამ იმიტომ არა, რომ თავი ამერიდებინა სიბერის ჭკუასუსტობისთვის. ამაში საეჭვოა ეს დამეხმაროს. იმედი მაქვს, ორი-სამი ათეული წლის შემდეგ, თუ ცოცხალი ვიქნები და თუ იმ მომენტისთვის ჩვენი შეშლილი სამყარო საბოლოოდ არ გაანადგურებს საკუთარ თავს, ეს სამახსოვრო დამეხმარება თავი ავარიდო სულელურ ქმედებებსა და უაზრო სიტუაციებს. შესაძლოა რაღაცეები თქვენც გამოგადგეთ.

მაშ ასე, ჩემო კარგო, როდესაც დაბერდები...

1. არასოდეს არავის ასწავლო ჭკუა. მაშინაც, კი როცა ზუსტად იცი, რომ მართალი ხარ. გაიხსენე, როგორ გაღიზიანებდა შენ ეს თავის დროზე. და თავად თუ ითვალისწინებდი უფროსების რჩევებს...

2. ნუ ეცდები დაეხმარო, თუ ამას არ გთხოვენ. ნუ ეცდები დაიცვა ახლობლები სამყაროს ყველა უბედურებისგან. უბრალოდ გიყვარდეს ისინი.

3. ნუ წუწუნებ! ჯანმრთელობაზე, მეზობლებზე, მთავრობაზე. ნუ გადაიქცევი მოწუწუნე ქალად.

4. ნუ ელოდები მადლიერებას შვილებისგან. გახსოვდეს: არ არსებობენ უმადური შვილები - არსებობენ სულელი მშობლები, რომლებიც შვილებისგან მადლიერებას ელიან.

5. ნუ ამბობ ასეთი ფრაზებს: „მე შენს ასაკში...“, „საუკეთესო წლები გაჩუქე...“, „უფროსი ვარ, და ამიტომ მე უკეთ ვიცი...“. ეს აუტანელია!

„ნუ გადაიქცევი მოწუწუნე ქალად...“ – 12 რჩევა ქალებს, რომლებიც სიბერეში გამოგადგებათ

6. თუ გეყოლება შვილიშვილები, ნუ დააძალებ, რომ სახელით მოგმართონ, და არა ბებიათი. ეს სისულელეა.

7. ნუ ხარჯავ ბოლო კაპიკებს გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე. ეს უაზრობაა. უმჯობესია დახარჯო ის მოგზაურობებზე.

8. ნუ იყურები სარკეში და ნუ იკეთებ მაკიაჟს ჩაბნელებულ ოთახში. ეცადე შეძლებისდაგვარად ელეგანტურად გამოიყურებოდე. დიახ, ელეგანტურად, და არა ახალგაზრდულად. დამიჯერე - ასე უკეთესი იქნება.

9. გაუფრთხილდი საკუთარ მამაკაცს, თუნდაც ის ამ დროისთვის უსუსური, მოწუწუნე მოხუცი იყოს. ნუ დაგავიწყდება, რომ ოდესმე ის ახალგაზრდა, ძლიერი და მხიარული იყო. და შესაძლოა ის ერთადერთია, ვისაც შენ ახლა ნამდვილად სჭირდები.

10. ნუ ეცდები ნებისმიერ ფასად დაეწიო დროს: გაერკვიო ახალ ტექნოლოგიებში, თვალი ადევნო სიახლეებს. აკეთე ის, რაც მოგწონს.

11. არაფერში დაადანაშაულო საკუთარი თავი. როგორც არ უნდა აეწყოს შენი ან შენი შვილების ცხოვრება, - შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეძელი.

12. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნე ღირსება! ბოლომდე! ეცადე, ჩემო კარგო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და გახსოვდეს, თუ აქამდე ცოცხალი ხარ, ესე იგი ეს ვიღაცას სჭირდები.



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>