სილამაზე

Scandal-ი: ახალი სიტყვა ჟან პოლ გოტიეს სუნამოების პორტფოლიოში

Scandal-ი: ახალი სიტყვა ჟან პოლ გოტიეს სუნამოების პორტფოლიოში

Jean Paul Gaultier-ს მოდის სახლს სიახლე აქვს: 2017 წელს მოდის და სილამაზის სფეროში მოღვაწე გიგანტ კომპანია Puig-თან კოლაბორაციით ქალის ახალი სუნამო — Scandal-ი წარადგინეს. ბარსელონაში 1914 წელს დაარსებული კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი სურვილი იყო, Gaultier-ს ხელწერისგან სრულიად განსხვავებული, ახალი სურნელი შეექმნათ და ამავდროულად ლიმიტირებული გამოშვების სუნამოების ციებ-ცხელება ჩაეცხროთ.

შეიძლება ითქვას, ამ არომატით გოტიემ მთელი თავისი ბიოგრაფიის შეჯამება მოახდინა: სკანდალი ბავშვობიდან მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ყველაფერი კი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, 7-8 წლის ასაკში „ტედი“ დათუნიასთვის მომავალში მადონას საკულტო ბიუსტჰალტერი რომ შეკერა.

Scandal-ი: ახალი სიტყვა ჟან პოლ გოტიეს სუნამოების პორტფოლიოში

რა შეიძლება იყოს სკანდალი, თუ არა პოლიტიკა და სექსი — სწორედ ეს ორი თემა გაერთიანდა Scandal-ის კონცეფციის შესაქმნელად, სარეკლამო კამპანიისთვის კი „ქალბატონი მინისტრის“ პერსონაჟი შეიქმნა, რომელიც დღისით ელისეს სასახლეში მუშაობს, ღამღამობით კი პიგალის ბოჰემურ უბანში დაიარება და დროს საეჭვო რეპუტაციის კლუბებში ატარებს.

Scandal-ი: ახალი სიტყვა ჟან პოლ გოტიეს სუნამოების პორტფოლიოში

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ისი-პარიმ“ Scandal-ის საქართველოში შემოსვლა გრანდიოზული პროგრამით აღნიშნა: „ასა-ჰოლში“ მედიის წარმომადგენლებისთვის ოფიციალურ ვახშამს სიურპრიზი ახლდა — ხატია შამუგიამ სტუმრები კლუბ „სეიფში“ მიიწვია და სუნამოს პრეზენტაცია ღამის კლუბის გარემოში — ბარის ცეცხლოვან დახლზე მოცეკვავე go-go მოცეკვავეების და კოქტეილების თანხლებით გამართა. 

Scandal-ი: ახალი სიტყვა ჟან პოლ გოტიეს სუნამოების პორტფოლიოში

შეიძლება ითქვას, სუნამოს მართლაც სკანდალის სუნი აქვს: მწარე, სექსუალური და ამავდროულად ტკბილი. წითელი ფორთოხლის, თაფლის, პაჩულის და გარდენიას წამყვან ნოტებს ხის თბილი აქცენტები ანაცვლებს.

Scandal-ი: ახალი სიტყვა ჟან პოლ გოტიეს სუნამოების პორტფოლიოში
Scandal-ი: ახალი სიტყვა ჟან პოლ გოტიეს სუნამოების პორტფოლიოში
Scandal-ი: ახალი სიტყვა ჟან პოლ გოტიეს სუნამოების პორტფოლიოში
Scandal-ი: ახალი სიტყვა ჟან პოლ გოტიეს სუნამოების პორტფოლიოში
Scandal-ი: ახალი სიტყვა ჟან პოლ გოტიეს სუნამოების პორტფოლიოში



ფოტო: © „ისი-პარი“