6 მეთოდი, რომელიც დედებს ძლიერი და თავდაჯერებული გოგონების აღზრდაში დაეხმარება
- 24.09.2017
იყო ძლიერი ქალი, გაუმკლავდე ცხოვრებისეულ გამოწვევებს, სირთულეებს, ეს დიდ ცოდნას, გამოცდილებას და თავდაჯერებულობას მოითხოვს. სამწუხაროდ, მშობლები გოგონების აღზრდის დროს ხშირად უშვებენ შეცდომებს, რის გამოც ბავშვობიდანვე კარგავენ ისინი საკუთარი თავის რწმენას და როცა დამოუკიდებლად ცხოვრებას იწყებენ, ძალიან უჭირთ სირთულეებთან გამკლავება.
ამიტომაც, გოგონების დედებს გთავაზობთ 6 მარტივ რჩევას, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ ძლიერი და თავდაჯერებული შვილის აღზრდას:
1. დედა ქალიშვილის ყველაზე დიდი მოკავშირეა და მას ყველაზე დიდი გავლენა აქვს შვილზე - შესაძლოა, დღეს თქვენ ამის დაჯერება გიჭირთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ის ყოველთვის გიყურებთ და გისმენთ. მუდამ აკვირდება თქვენს რეაქციებსა და დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხებისადმი. მარტივად რომ ვთქვათ, ის ყველაფერს თქვენი მაგალითით სწავლობს.
მაგ: წლების შემდეგ სწორედ ის იქნება გოგონას მთავარი ცხოვრებისეული ღირებულება, რაც დედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, უყალიბდება ისეთი დამოკიდებულება თუნდაც საკუთარი ვიზუალის მიმართ, როგორსაც თქვენ ავლენთ თქვენი გარეგნობისადმი. ყველაფერ მნიშვნელოვანს ის თქვენგან სწავლობს.
2. მას სჯერა თავისი არჩევანის და როცა რაიმე არჩევანს გააკეთებს, რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს აუცილებლად პატივისცემა გამოიჩინეთ - ის ასაკის მატებასთან ერთად, საკუთარ ცხოვრებას აყალიბებს. უნდა გაიზარდოთ, რომ თქვენი შვილი ცალკე ინდივიდია, რომელსაც მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, რჩევა უნდა მისცეთ, მაგრამ ამავდროულად, პატივი უნდა სცეთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. საკუთარი აზრი თავს არ უნდა მოახვიოთ.
3. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მას უხამსი ტექსტის შემცველი მუსიკის მოსმენისა და მისი ასაკისთვის შეუფერებელი ფილმების ნახვის ლიმიტი დაუწესოთ - ბავშვები იზრდებიან ისეთ სამყაროში, სადაც შეზღუდვები არ არსებობს. ისინი უყურებენ და ისმენენ ყველაფერს. ამ შემთხვევაშიც ის მაგალითს იღებს თქვენგან. არ მოუნდება ისეთი მუსიკისა და ფილმების, ან ფოტოების ნახვა, რომელიც თქვენ არ მოგწონთ.
თუ გსურთ რომ თქვენმა მოზარდმა შვილმა არ მოისმინოს გარყვნილი ტექსტის შემცველი მუსიკა და არ ნახოს მისი ასაკისთვის შეუფერებელი ფილმები, რეკომენდებულია, რომ ესაუბროთ პირადი გამოცდილებით, უთხრათ თუ რა მძიმე გავლენა შეიძლება იქონიოს ყოველივემ მის ფსიქიკურ განვოთარებაზე. იყავით პატიოსნები და გახსნილები შვილებთან და ესაუბრეთ გულწრფელად.
4. მოიქეცით ისე, რომ ხშირად მოუწიოს კომფორტის ზონის დატოვება - გააკეთეთ ისე, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს „არას“ თქმა და შეეძლოს რისკის გაწევა. მშობლები ხშირად შვილების ნაცვლად აკეთებენ ყველაფერს და ამით დიდ შეცდომას უშვებენ, ვინაიდან შვილებს უქრებათ საკუთარი თავის რწმენა და აღარ შეუძლიათ რისკის გაწევა. თუ თქვენი გოგონა კომფორტულად გრძნობს თავს რისკის გაწევის დროს, დიდი ალბათობით, ის ცხოვრებას უკეთ აუღებს ალღოს. აუცილებლად გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის რომ ის არ იყოს მიჯაჭვული სმარტოფნსა და კომპიუტერს და ცხოვრობდეს აქტიური ცხოვრების წესით.
5. დროდადრო შეახსენეთ, რომ ძლიერი და მომხიბვლელია - ასწავლეთ თქვენს გოგონას თავისი სხეულისა და სილამაზის ძალა, არ აქვს მნიშვნელობა წონას, სიმაღლესა და გარშემოწერილობას, ნუ დააკომპლექსებთ იმით, რომ შესაძლოა მოდელების მსგავსი აღნაგობა არ ჰქონდეთ. ეს არაფერს ნიშნავს, შეაყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. ასწავლეთ, რომ ის სამყაროს აქსესუარი არ არის და არც იმისთვის დაბადებულა, რომ მხოლოდ სხვას მოუტანოს სიამოვნება. ასწავლეთ საკუთარი თავის ფასი და ხელი შეუწყვეთ, რომ იყოს თავდაჯერებული ადრეული ასაკიდანვე.
6. მან უნდა მიიღოს სიამოვნება - სიამოვნება, მხიარულება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ადამიანებს გვავიწყდება, რომ ცხოვრებისთვის ესეც საჭიროა. მიეცით საშუალება დრო თავისუფლად, ბედნიერად და მხიარულად გაატაროს. გახსოვდეთ, სიცილი ნერვული სისტემისთვის გადატვირთვის ღილაკივითაა.
თემები: ბავშვი, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ქალები, რჩევები, ბავშვები
<a href="http://www.workingmother.com">http://www.workingmother.com</a>