LIFE

10 კომპლიმენტი, რომელთა წინაშეც ყველა ქალი უძლურია

10 კომპლიმენტი, რომელთა წინაშეც ყველა ქალი უძლურია

კომპლიმენტის თქმა იმ ადამიანისთვის, რომლის მიმართაც რომანტიკული ინტერესები გაქვთ, შეიძლება ზოგჯერ სახიფათო საქმე იყოს. თქვენ გსურთ რომ აღფრთოვანება და მოწონება გამოხატოთ კომპლიმენტის ადრესატისადმი, თუმცა არასწორად შერჩეულმა ქათინაურმა, შეიძლება, საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

მაგ: „ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მსოფლიოში“, - ძალიან ზოგადი და რეალურად არაფრისმთქმელი კომპლიმენტია. ქალი ჩათვლის, რომ არაკრეატიული ხართ.

გთავაზობთ 10 ქათინაურს, რომელთა წინაშეც ქალები უძლურები არიან:

1. „რა მხიარული ხარ“ - ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიტყვებია ქალისთვის. ზოგადად, სტერეოტიპული აზრია, რომ ქალები არ არიან მხიარულები და ნაკლებად აქვთ იუმორის გრძნობა, თუმცა მსოფლიოს კომედიის ჟანრის არაერთი წარმატებული ქალი არტისტი ჰყავს, რაც საპირისპიროს ამტკიცებს.

ქალზე დადებითად მოქმედებს, როცა აღმოაჩენს, რომ ვიღაც მის იუმორს ხედავს, აფასებს და მოსწონს. ამ შემთხვევაში ის თქვენ მიმართ უფრო მეტ სითბოსა და ყურადღებას გამოიჩენს. ამასთან ერთად, როცა ქალის იუმორს აღიარებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გაწუხებთ სექსისტური იდეები და არ თვლით, რომ ქალს არ შეიძლება დახვეწილი იუმორი ჰქონდეს და ეს ქალის თვალში უფრო აგამაღლებთ.

2. „შენგან ყოველთვის ბევრს ვსწავლობ“ - სასიამოვნო განცდაა, როცა სასარგებლო ინფორმაციის გაცემა შეგიძლია და კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა აღარებენ, რომ შენგან ბევრს სწავლობენ. ქალებს უყვართ, როცა მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ხედავენ და ამის გამო აქებენ. ასე რომ, ნუ დაიშურებთ ამ და მსგავს კომპლიმეტებს ქალისთვის. ასევე, შეგიძლიათ უთხრათ, რომ წიგნების, მუსიკისა და ფილმების თვალსაზრისით საუკეთესო გემოვნება აქვს. ყოველთვის ჰკითხეთ რჩევა და ენდეთ ამ რჩევებს.

10 კომპლიმენტი, რომელთა წინაშეც ყველა ქალი უძლურია

3. „რა ლამაზი თვალები გაქვს“ (ასევე შეგიძლიათ შეამკოთ მისი ტუჩები, თმა და ა.შ) - იმის თქმა, რომ ძალიან ლამაზია, რა თქმა უნდა, ქალისთვის სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა ისინი გაცილებით უფრო მგრძნობიარეები არიან იმ კომპლიმენტების მიმართ, რომლებიც დავუშვათ მისი სახის კონკრეტული ნაწილის მიმართაა გამოთქმული.

გაუსვით ხაზი მის საუკეთესო მახასიათებელს. ეს აჩვენებს, რომ ყურადღებიანი ხართ და დეტალებს ამჩნევთ. რა თქმა უნდა, არ უნდა უთხრათ რომ ყურები აქვს ლამაზი, ჩათვლის, რომ დასცინით. ასევე, თავი აარიდეთ სხეულის სექსუალური ნაწილების შემკობას, განსაკუთრებით ურთიერთობის დასაწყისში.

4. „სავსებით გენდობი“ - ქალისთვის საოცრად სასიამოვნოა ამ სიტყვების მოსმენა. ეჭვიანობა და უნდობლობა ანგრევს ურთიერთიბას, ხოლო ნდობა პირიქით, ურთიერთობის გასამყარებლად უმნიშვნელოვანესია. როცა თქვენგან ქალი ამ სიტყვებს ისმენს, ის თქვენთან ურთიერთობისადმი რწმენით ივსება.

10 კომპლიმენტი, რომელთა წინაშეც ყველა ქალი უძლურია

5. „შენ სხვებს არ ჰგავხარ“ - ქალზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ თქვენ მას ისე არ აღიქვამთ, როგორც დანარჩენებს, როცა იგებს, რომ თქვენთვის განსაკუთრებულია, რომ ხედავთ ის უნიკალურობას.

6. „რასაც აკეთებ ყველაფერი შესანიშნავად გამოგდის“ - ყველა ქალს სურს, რომ მისი ნიჭი და ტალანტი შეამჩნიონ და ამის შესახებ ხმამაღლა ისაუბრონ. აუცილებლად უნდა იყოთ ყურადღებიანი, დაინახოთ მისი შესაძლებლობები და შეაქოთ, აღიაროთ მისი ტალანტი. ასეთი ქათინაური თქვენ მიმართ უფრო ყურადღებიანს და თბილს გახდის.

10 კომპლიმენტი, რომელთა წინაშეც ყველა ქალი უძლურია

7. „შენ კარგი მეგობარი ხარ“ - ქალები ხშირად იღებენ კომპლიმენტებს ვიზუალის გამო, მაგრამ განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ქათინაური ქალის შინაგან სამყაროს ეხება. თუ ეტყვით, რომ ის საუკეთესო მეგობარია, ამით მის შიაგან სამყაროს შეეხებით და მის გულს მოიგებთ.

8. „სექსულური ხარ“ - ეს ფრაზა ქალისთვის სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა პირველივე პაემანზე არ უნდა უთხრათ. მხოლოდ ურთიერთობიდან გარკვეული დროის შემდეგ შეგიძლიათ ამ კომპლიმენტით შეამკოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვლის რომ მხოლოდ სექსზე ხართ ორიენტირებული და მხოლოდ სექსუალურობის გამო მიგიზიდათ, ამით შესაძლოა დააფრთხოთ. ამიტომ, უმჯობესია მოიცადოთ.

10 კომპლიმენტი, რომელთა წინაშეც ყველა ქალი უძლურია

9. „დღეს შესანიშნავად გამოიყურები“ - ქალის ვიზუალური შეფასება და მისთვის ამ კუთხით კომპლიმენტის თქმა, ძალიან დელიკატური საკითხია. როცა მაკიაჟითაა და ულამაზესი კაბა აცვია და ამ დროს ეუბნებით, რომ „ახლა კარგად გამოყურება“, შეიძლება ჩათვალოს, რომ თქვენ ის უმაკიაჟოდ და ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ფორმაში არ მოგწონთ. ამიტომ ის კი არ უთხრათ, რომ ახლა კარგად გამოიყურება, უთხარით, რომ შესანიშნავად გამოიყურება, თქვენი ქათინაური აღმატებით ხარისხში გადაიყვანეთ. ამით მიანიშნებთ, რომ ის ყოველდღე კარგად გამოიყურება და მოგწონთ, მაგრამ დღეს, როცა განსაკუთრებულად გამოეწყო, მისი ვიზუალი შესანიშნავია.

10. „ჩემი ფავორიტი ხარ და მინდა, შენთან ერთად დიდი დრო გავატარო“ - როცა ვინმეს ეუბნები, რომ მასთან ერთად დროის გატარება გსიამოვნებს, ეს მარტივი და ყველაზე მეტად სულშიჩამწვდომი სიტყვებია. ამით აღიარებთ, რომ ეს ადამიანი თქვენთვის საინტერესო და სასიამოვნო კომპანიონია.



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>